რეტინოლი ყველაზე ეფექტური აქტიური ინგრედიენტია დაბერებისა და აკნეს წინააღმდეგ, თუმცა ყველა ჩვენგანის კანთან თავსებადი შეიძლება ვერ იყოს - ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, კანის ზედმეტად გამოშრობა და დაზიანება ან ორსულობისა და ლაქტაციის გამო ვერ შევძლოთ მისი გამოყენება. არსებობს თუ არა სხვა აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც რეტინოლის ეფექტს მოგვცემს?
A ვიტამინის აღნიშნული ფორმის, რეტინოლის შედეგიანობა უდავოდ აღიარებულია, თუმცა შეიქმნა ფორმულები, რომლებიც მას ეფექტურად ანაცვლებენ, ზოგიერთი მათგანისგან კი შეიძლება უფრო მაღალი სარგებელიც მივიღოთ. ეს არის რესვერატროლი, „კოდალისა“ და „ჰარვარდის სამედიცინო სკოლის“ მიერ დაპატენტებული კანის მოვლის ფორმულა, რომელიც 3-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე რეტინოლი და 2-ჯერ მეტი ჰიალურონის მჟავისა და 5-ჯერ მეტი ნატურალური, ვეგანური კოლაგენის სინთეზი შეუძლია.

ფრანგული ბრენდი „კოდალი“, რომელსაც 1999 წლიდან განსაკუთრებული მიდგომა აქვს ბუნებრიობისა და ეკოლოგიურობის მიმართ, ქმნის კანის მოვლის რევოლუციურ ფილოსოფიას, რომელიც ანტიასაკობრივ ფორმულებში მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებაზეა დაფუძნებული. ბრენდი ბორდოში, ვაზის კულტურის დიდ ოჯახურ მემკვიდრეობაშია დაბადებული და შექმნიდან დღემდე ყურძნისა და წიპწისგან ქმნის უსაფრთხო და ეფექტურ კანის მოვლის საშუალებებს, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მომხმარებელი ენდობა.
კვლევებით დადასტურდა, რომ „კოდალის“ განახლებული ანტიასაკობრივი ხაზის -„რესვერატროლის“ გამოყენებიდან 3 კვირის შემდეგ, ქალების 98%-მა აღნიშნა, რომ კანი შესამჩნევად გაუმკვრივდათ. განახლებული „რესვერატროლ ლიფტის“ ფორმულა, რომელიც წარმოდგენილია ქაშმირის დღისა და ღამის კრემის, შრატისა და თვალის საცხის სახით. ფორმულა ასინთეზირებს სამ განსხვავებულ კოლაგენს და ააქტიურებს ახალგაზრდობის ცილას, სირტუინს, რის ხარჯზეც კანი მეტად მკვრივი და ელასტიკური ხდება.

„კოდალის“ ახალი „რესვერატროლ ლიფტინგის“ ხაზით შეგიძლიათ თამამად ჩაანაცვლოთ დაბერების საწინააღმდეგო სხვა ფორმულები.
განახლებული ანტიასაკობრივი ხაზით მარტივად შეძლებთ დღისა და ღამის რუტინის შედგენას:


რესვერატროლისა და ჰიალურონის მჟავის ძალით გაჟღენთილი შრატი ებრძვის დაბერების მრავალ ნიშანს და ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. მომენტალური გამამკვრივებელი შრატი თვალსაჩინო გაახალგაზრდავებისთვის.

რესვერატროლის, ჰიალურონის მჟავისა და ვეგანური კოლაგენის გამაძლიერებლის წყალობით Caudalie Resveratrol Lift თვალის გელ-კრემი ამცირებს შეშუპებას და თვალის ირგვლივ არბილებს ქუთუთოებს.

კრემს აქვს ქაშმირივით რბილი და სასიამოვნო ტექსტურა, ასწორებს ნაოჭებს და ამკვრივებს კანს. შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორლიპიდებსა და 97% ნატურალურ ინგრედიენტებს.

კოდალის ღამის კრემი ლიფტინგის ეფექტით, ასწორებს ნაოჭებს, ებრძვის დაბერების ნიშნებს, აღადგენს, კვებავს და ამკვრივებს კანს.
„კოდალის“ ახალი ფორმულები, რომელიც ვეგანური კოლაგენის სინთეზს ახდენს კანში, დაგეხმარებათ, უსაფრთხოდ შეანელოთ დაბერების პროცესი და მოკლე დროში მიიღოთ შესამჩნევი შედეგი.
(R)