"ამაზე საუბარიც უხერხულია, რას ჰქვია, მარტო დედის არის შვილი?" - ნატალიკო ქუთათელაძის დედის ამპლუა, შვილი და ოჯახი - Marao

"ამაზე საუბარიც უხერხულია, რას ჰქვია, მარტო დედის არის შვილი?" - ნატალიკო ქუთათელაძის დედის ამპლუა, შვილი და ოჯახი

2025-10-23 16:17:36+04:00

"ჩემი ძალიან მოკრძალებული აზრით, ვფიქრობ, რომ შვილის გაზრდა უნდა ისწავლებოდეს, რადგან არის რაღაცები, რაც არ ვიცით, არ იცოდა ჩვენი მშობლების თაობამ და მათი მშობლების თაობამ. ყველა მშობელს უყვარს საკუთარი შვილი და ყველას უნდა მათთვის საუკეთესო – ამას ცოდნა უნდა.

დღეს უკვე მგონია, რომ ამაზე საუბარიც უხერხულია, რას ჰქვია, მარტო დედის არის შვილი? მარტო ჩემია? როგორც ჩემია, ისე მამის არის და ვინაწილებთ. მე კი არ მეხმარება, თვითონ ზრდის თავის შვილს, ბავშვს ერთად ვზრდით“, - თქვა ნატალია ქუთათელაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის – „პროექციის“ ეთერში. 

nataliko

ნატალია ქუთათელაძის ოჯახი და კარიერა

ეკა მამალაძის ქალიშვილი და ნანი ბრეგვაძე შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე მუდმივად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მუდმივად ინტერესის საგანი იყო მისი პირადი ცხოვრება. ნატალია მისი ოჯახის წევრების მსგავსად მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობს.ნატალია სოციალურ ქსელში აქტიურად ჩნდება, ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს მეუღლესა და შვილთან ერთად. 

  • როცა გენები არ იკარგება - ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.

მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.

kutateladze

როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს.

  • 8-წლიანი სიყვარულის ისტორია, ერთი შვილი და ოჯახური ბედნიერება: ნატალია ქუთათელაძის ახალი კადრები მეუღლესთან ერთად

"მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი. შემდეგ, როცა  ჩვენი ურთიერთობა ასეთი აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა, მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ, რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია.

მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბარი. ვეცადე, რომ აჩიკოს შვილებთან ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, როგორც არის.

nataliko

  • "არ მინდა მაყურებელმა ისე გაიგოს, რომ რადგან ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ვარ, აქ უზრუნველად ვცხოვრობ..." - ნატალია ქუთათელაძის გულწრფელი ინტერვიუ

რასაკვირველია, აჩიკოს შვილებთან დღეს მაქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბავშვებმა გაიარეს, საოცრად გაკვირვებული და მადლიერი ვარ მათი, რომ მაინც თბილად და გულწრფელად მიღებენ და უნდათ ჩემთან ურთიერთობა. ურთიერთობის დასაწყისშიც მქონდა დანაშაულის შეგრძნება, რა თქმა უნდა. ეს შეგრძნება სულ თან უნდა დაგდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს" - თქვა ნატალია ქუთათელაძემ გადაცემაში "სთორი".