"დღეს ჩემ  გვერდით არის ადამიანი და ვგრძნობ, რომ მას ვუყვარვარ" - თამთა ჭელიძის ხმაურიანი განქორწინება, ერთი შვილი და წარმატებული კარიერა - Marao

"დღეს ჩემ  გვერდით არის ადამიანი და ვგრძნობ, რომ მას ვუყვარვარ" - თამთა ჭელიძის ხმაურიანი განქორწინება, ერთი შვილი და წარმატებული კარიერა

2025-10-24 16:05:22+04:00

"შეცდომების, არასწორი გადაწყვეტილებების გამო ძალიან ბევრი დავკარგე ჩემს პროფესიაში. ახლა ნელა-ნელა ვიხდენ ოცნებებს, მაგრამ რაზეც ვოცნებობ, არა მგონია, ახდეს…

  • "5 წე­ლია, რაც ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვცხოვ­რობ; ორი­ვეს გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით და ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით" - ვინ არის თამთა ჭელიძის რჩეული და როგორია მისი ცხოვრება

დღეს ჩემ  გვერდით არის ადამიანი და ვგრძნობ, რომ მას ვუყვარვარ. ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე არ აქვს, მაგრამ უკვე 6 წელია, რაც ერთად ვართ… სიყვარულია თავისუფლების მინიჭება. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი, ეჭვიანობა მეგონა სიყვარული, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, მივხვდი, რომ სადაც ეჭვიანობა მთავრდება და მას თავისუფლებას აძლევ, იქ არის ნამდვილი სიყვარული…

არანორმალური დედა ვარ. ჩემი გადაჭარბებული ყურადღებით ადრეც ვაწუხებდი და ახლაც ვაწუხებ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ… ლიზა პრაღაში სწავლობს. ბავშვობიდანვე თავში ვუბეჭდავდი იმ აზრს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ უნდა განეგრძო სწავლა…“ - ამბობს მომღერალი თამთა ჭელიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში. 

tamta_chelidze

თამთა ჭელიძის ოჯახი და კარიერა

მსახიობ ჯაბა კილაძესა და თამთა ჭელიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ჯაბა განსაკუთრებით პოპულარული სერიალიდან "შუა ქალაქში" გახდა, სადაც სანდროს როლს ასრულებდა. ის დღემდე აქტიურადაა დაკავებული საკუთარი პროფესიით და თეატრის სცენიდან მაყურებელს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჩუქნის. თამთა კი აქტიური მუსიკალური კარიერის შემდეგ ტელეეკრანებზე ხშირად აღარ ჩანს. 

  • ლიზი დარასელიას ცხოვრების საინტერესო ეტაპი: "ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მე თუ რამეს ვიტყვი, იმას აუცილებლად შევასრულებ"

თამთასა და ჯაბას განქორწინებიდან 15 წელზე მეტი გავიდა. მათ დაშორების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრიათ, თუმცა თამთა ხშირად აღნიშნავდა, რომ ოჯახის დანგრევა რთულად გადაიტანა, რასაც თან ჩაკეტილობა და დეპრესიაც ახლდა. თამთა ჭელიძესა და ჯაბა კილაძეს ერთი გოგონა, უმშვენიერესი ლიზა ჰყავთ. ლიზა კილაძე, მშობლების მსგავსად, პატარა ასაკიდანვე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი. ლიზა ბავშვობიდანვე განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა და ძალები სამოდელო სფეროშიც მოსინჯა. მან მონაწილეობა არაერთ გადაღებაში მიიღო, მისი ფოტოები კი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა.

  • "ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რატომ ატირდა თამთა ჭელიძე ეთერში და რას ამბობს ჯაბა კილაძესთან განქორწინების შემდეგ დეპრესიულ პერიოდზე?

"ჩემი ხა­სი­ა­თი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უც­დე­ლო­ბის ბრა­ლიც იყო, მქონ­და ში­შე­ბი და კომ­პლექ­სე­ბი, რო­მელ­თა­გა­ნაც ზოგი ბავ­შვო­ბი­დან მო­დი­ო­და. ძა­ლი­ან ფა­ქი­ზად ვი­ყა­ვი გაზ­რდი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა და მშვე­ნი­ე­რი მეჩ­ვე­ნე­ბო­და. მერე შე­ვე­ჩე­ხე სირ­თუ­ლე­ებს, ადა­მი­ა­ნებს, რომლებმაც გული მატ­კი­ნეს. ამის გა­და­ხარ­შვა გა­მიძ­ნელ­და. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ, გა­მო­ხატ­ვა მი­ჭირს. ჩემი ემო­ცი­ე­ბი უარ­ყო­ფი­თად მიბ­რუნ­დე­ბო­და და მე მტან­ჯავ­და. ვის­წავ­ლე ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა, ყვე­ლაფ­რის­თვის თა­ვი­სი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა.

პირად ცხოვრებაში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. 5 წე­ლია, რაც ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. ისიც შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ბევ­რი რამ გვა­კავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან - სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა, თან­ხვედ­რა ძი­რე­ულ სა­კი­თხებ­ში. სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნია, ლი­ზა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ორი­ვეს გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით და ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით" - ამბობდა თამთა ჭელიძე.