ქალის მსგავსად კანის მოვლა მამაკაცსაც სჭირდება - რა საშუალებების გამოყენებაა ყოველდღიურად რეკომენდებული - Marao

ქალის მსგავსად კანის მოვლა მამაკაცსაც სჭირდება - რა საშუალებების გამოყენებაა ყოველდღიურად რეკომენდებული

2025-10-24 10:24:00+04:00

დიდი ხნის განმავლობაში კანის მოვლა უფრო მეტად ქალთან ასოცირდებოდა, ვიდრე მამაკაცთან, რაც დამკვიდრებული შეხედულებებიდან თუ ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარეობდა. მიუხედავად ამისა, ისტორიული გამოცდილება და დღევანდელი ტენდენციები გვიჩვენებს, რომ კანზე ზრუნვა გენდერულ ჭრილში სულაც არ უნდა განვიხილოთ - მზისგან დაცვაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 000 წლის წინ ეგვიპტელი მამაკაცები სპეციალური საცხებითა და ზეთებით ცდილობდნენ, რომაელებისა და ბერძნებისთვის კი სკრაბები და სუნამო ჰიგიენისა და თავის მოვლის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

მე-20 საუკუნეში მოთხოვნა გაიზარდა მამაკაცის თავის მოვლის საშუალებებზე, სილამაზის ინდუსტრიამ კი აქტიურად დაიწყო აქტიური მარკეტინგული კამპანიები, გაიზარდა წარმოება და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობაც.

ახლა, ინფორმაციის ერაში როგორც ქალები, ისე მამაკაცები აქტიურად ვიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებებს, რომელიც არა მარტო დაბერებას ანელებს, არამედ კანის კიბოს პრევენციის აღიარებული მეთოდია. მამაკაცების მიერ კანის მოვლა უკვე ყოველდღიურ საჭიროებად იქცა და ის გენდერთან დაკავშირებულ ქმედებად ნაკლებად განიხილება.

მაინც, თუ კითხვის ნიშნები გვაქვს, განვმარტოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, მამაკაცებმა ყოველდღიურად იზრუნონ თავიანთ კანზე:

ნაოჭები, წვრილი ხაზები, მოშვებული კანი, სიმშრალე, ცხიმიანობა თუ აკნე შეიძლება აწუხებდეს როგორც ქალს, ისე კაცს. კანის რეგულარული წმენდა, დატენიანება და მზისგან დაცვა ორივესთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, რათა აღნიშნული პრობლემები და დისკომფორტი აიცილონ თავიდან. კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანო და ბარიერია ინფექციების წინააღმდეგ, ამიტომ მისი სიჯანსაღე ზოგად ჯანმრთელობაზე ზრუნვაშიც გვეხმარება.

კაცის კანი გარკვეული მახასიათებლებით განსხვავდება ქალისგან - 20-25%-ით უფრო სქელია და მასში მეტია კოლაგენის სიმჭიდროვე, რაც დაბერების პროცესს შედარებით ანელებს. ასევე, ტესტოსტერონი უზრუნველყოფს მეტი ცხიმის წარმოქმნას, რის გამოც მამაკაცებს ხშირად უფრო ცხიმიანი კანი და გაფართოებული ფორები აქვთ. გარდა ამისა, მამაკაცის კანი უფრო უხეშია და ქალთან შედარებით არათანაბარი ტექსტურა აქვს, რასაც ყოველდღიური პარსვა და არასათანადო დატენიანება კიდევ უფრო ამწვავებს. სწორედ აღნიშნული განსხვავებებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია, მამაკაცებმა სწორედ მათთვის შექმნილი კოსმეტიკური საშუალებებით მოუარონ კანს.

psp

სწორედ ყოველდღიური პარსვის, ცხიმიანობისა და ქრონიკული დაავადებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, მამაკაცებმა ყოველდღიურ რეჟიმში მოუარონ კანს, ამისთვის კი დილით და საღამოს სულ რამდენიმე წუთი სჭირდებათ. მარტივი, სამსაფეხურიანი რუტინით შეძლებენ, ჯანსაღი და მოვლილი კანი შეინარჩუნონ.

ბოლო წლებში ევროპულმა ბრენდებმა აქტიურად დაიწყეს სპეციალურად მამაკაცისთვის განკუთვნილი თავის მოვლის საშუალებების განვითარება. მათ შორის არის ბრიტანული ბრენდი „ჰისი“ - Heath, რომელიც 2017-2018 წლებში მამა-შვილმა დააარსა ლონდონში და სწრაფად გაითქვა სახელი გლობალურად.

Heath-ის პროდუქტები ხელმისაწვდომობითა და ხარისხით გამოირჩევა, რის გამოც მას ათასობით მამაკაცი ენდობა. ის უკვე საქართველოშიც, PSP-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.

Heath-ის სამნაბიჯიანი რუტინა აღმოჩენა იქნება ყველა მამაკაცისთვის, ვისაც ჯანსაღი და მოვლილი კანი სურს:

  1. სახის გაწმენდა – Heath Face Wash

psp

Heath-ის დასაბანი გელი აშორებს მტვერს, ჭუჭყსა და ცხიმს. ეფექტურია გამონაყარის, შავი წერტილების ან კომედონების სამკურნალოდ, საფუძვლიანად წმენდს ფორებს.

  1. Heath-ის სებომარეგულირებელი დამატენიანებელი

psp

კანის მოვლის რუტინის რიგით მეორე ნაბიჯი სახის კანის დატენიანებაა, რაც კანს ხავერდოვან სტრუქტურას უნარჩუნებს და ამავდროულად ცხიმიანობას არეგულირებს. იდეალურია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

რიგით მეორე ნაბიჯი არის სახის დატენიანება. რაც უნარჩუნებს კანს ხავერდოვან

  1. Heath - თვალის გარშემო დამატენიანებელი შრატი

psp

თვალის ირგვლივ ყველაზე თხელი კანი გვაქვს, რომელსაც ხშირად უყურადღებოდ ვტოვებთ. სიმშრალისა და მიმიკის გამო კი ნაოჭები ყველაზე სწრაფად სწორედ აღნიშნულ მიდამოში ჩნდება. ამას ემატება შეშუპება და სიშავეც. მათი შემსუბუქება და დაბერების შენელება კი შესაძლებელია „ჰისის“ თვალის გარშემო დამატენიანებელი შრატით, რომლის ყოველდღიურად გამოყენებითაც შესამჩნევ შედეგს იგრძნობთ.

„ჰისის“ ფართო ასორტიმენტი ასევე მოიცავს სახის შრატს, რომელიც ზამთარში ღრმად დაგიტენიანებთ კანს და დაიცავს მის ბუნებრივ ბარიერს. ხოლო თუ ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ ისეთი წვერის საპარსი საშუალებები, რომელიც კანს არ გაგიღიზიანებთ, „ჰისი“ ნამდვილი აღმოჩენა გახდება. „ჰისის“ წვერის საპარსი კრემი  სრულფასოვნად აშორებს თმას და ეფექტურად იცავს კანს პარსვის შემდგომი გაღიზიანებისა და გამოშრობისგან. მასში შემავალი გლიცერინი და ჩაის ხის ზეთი ატენიანებს კანს და იცავს მას გამონაყარისა და აქერცვლისგან.

Heath London არის ბრენდი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივ  ინგრედიენტებზე, გავლილი აქვს ბრიტანული ხარისხის კონტროლი და თავსებადია ყველა ტიპის კანთან.

დილისა და საღამოს მარტივი კანის მოვლის რუტინა დაგეხმარებათ, ხანგრძლივად შეინარჩუნოთ ჯანსაღი კანი და მუდმივად ფორმაში იყოთ.

(R)