"ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები" - როგორია ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - Marao

"ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები" - როგორია ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

2025-10-24 16:15:29+04:00

ხათუნა ჟორდანია უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა. საქართველოში კარგად იცნობენ მის ოჯახსაც - ქალიშვილს, ნინი ქარსელაძეს, მეუღლეს, ზურა ხაჩიძეს, მის ძმასა და ძმისშვილებს... ხათუნა ჟორდანიას ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელსაც კამერები არ უყვარს, მისი უმცროსი ქალიშვილი, ანასტასია ხაჩიძეა. 

jordania

ოჯახი

ხათუნა ჟორდანიას უფრო ძმა, მერაბ ჟორდანია მაკა ასათიანის პირველი ქმარი იყო. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. ხათუნას ძმასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს:

  • ცხოვრება მძიმე სენის შემდეგ, ბედნიერი ოჯახი და ორი შვილი: ხათუნა ჟორდანიას ცხოვრების საინტერესო მომენტები 

"ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით უფროსია. წამოვიზარდე და მერაბიც დამიმეგობრდა, მაგრამ მოწაფეობისას სულ ვგრძნობდი მის თვალს. უმცროს-უფროსობა ჩვენს ოჯახში უმთავრესია და როცა მერაბზე დავიჩივლებდი, მშობლები და ბებია-ბაბუა ამას აინუნში არ აგდებდნენ, მიაჩნდათ, რომ ჩემი ძმა ყოველთვის მართალი იყო. ისე, მათ ნდობას მერაბი მართლაც იმსახურებდა, რადგან ძალიან კარგად სწავლობდა, გამორჩეული იყო, ტაქტიანი, თამაშობდა ფეხბურთს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ბებო აღმერთებდა და "პრინცს" ეძახდა. ერთი სიტყვით, ოჯახში მერაბის კულტი იყო და მინდოდა თუ არა, ამას უნდა შევგუებოდი.

ჩვენ ორივე 24-ე სკოლაში ვსწავლობდით, მერაბი პირველ ცვლაში იყო, მე - მეორეში. ერთხელ მე და ჩემი დაქალები შევთანხმდით და სკოლაში ადრე მივედით. მერაბი შეგვეფეთა და ისე დაგვიცაცხანა, ვინ სად გავრბოდით, ღმერთმა იცის. მერე მარტო მე კი არა, ჩემს მეგობრებსაც ეშინოდათ მისი და "ბუა" დაარქვეს. სამაგიეროდ, მოგვიანებით მერაბი ყველა ჩემს სურვილს ასრულებდა.

  • ნინი ქარსელაძე საქართველოდან წავიდა: რას წერს მომღერალი და სად აგრძელებს ცხოვრებას ახლა

მერაბთან არასოდეს ვლაპარაკობდი ჩემს თაყვანისმცემლებზე. ვიცოდი, ეს არ სიამოვნებდა. თბილისში არაფერი იმალება და მერაბმაც გაიგო ჩემი და თემურის ურთიერთობის შესახებ. გამაფრთხილა, კიდევ ერთხელ რომ მითხრან, რომ მას ხვდები, იცოდე, ინვალიდის ეტლში აღმოჩნდებიო, მაგრამ შეყვარებულ გოგოს რა მოეკითხება! ავდექით და ერთ მშვენიერ დღეს გავიპარეთ. მერაბი კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა, რაც ძალიან მაწუხებდა." - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია. 

პირველი ქორწინება

ხათუნას პირველი მეუღლე თეკუჩა ქარსელაძე იყო. 90-იანებში ხათუნას, როგორც გამორჩეული გარეგნობის გოგოს, ბევრი ეტრფოდა, მაგრამ მისი და თეკუჩას სიყვარულმა ყველა აალაპარაკა.

  • ზურა ხაჩიძის ინტერვიუ ოჯახისა და მეუღლის შესახებ: "განვლილი 20 წელი ძალიან რთული იყო -ბევრჯერ ყოფილა დაძაბულობაც, სირთულეებიც..."

თეკუჩა ქარსელაძე 2019 წელს გარდაიცვალა. - იგი კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს და აპარატზე იყო შეერთებული, არ უმუშავებდა არც ერთი ფილტვი.

karseladze

მეორე ქორწინება 

ხათუნა ჟორდანიას მეორე ქმარი მომღერალი ზურა ხაჩიძეა. მათ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. "ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.

წყვილს ერთი საერთო შვილი, ანასტასია ხაჩიძე ჰყავს.

ჯანმრთელობა

ხათუნა ჟორდანიამ რამდენიმე წლის წინ მძიმე დაავადება – სიმსივნე დაამარცხა და იმედი გახდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებსაც ამ რთული ეტაპის გავლა უწევთ. ამ ბრძოლაში ხათუნასთან ერთად მისი მეგობრები და ოჯახის წევრებიც იყვნენ და ყოველთვის გვერდით ედგნენ. ნინი ქარსელაძე ხშირად აქვეყნებდა ინფორმაციასა და ფოტოებს დედის ჯანმრთელობის შესახებ. 

ამჯერად ნინი ქარსელაძე კიდევ ერთხელ წერს ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: 

"ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა. დღეს მოგვივიდა პასუხები და ჩვენ ისევ გავიმარჯვეთ. დე, მე და შენ სულ ასე გავიმარჯვებთ. ჩვენ ვართ ყველა ონკო-პაციენტის იმედი და მაგალითი, ამიტომ სხვანაირად არ შეიძლება", - წერს ნინი ქარსელაძე. 

jordania