"ამ გზით ნა­შოვნ თან­ხებს მა­ხარ­ბებ­და, რო­გორც ასეთ პი­რებს უწო­დე­ბენ, "ბარ­გა" გო­გი­აშ­ვი­ლი" - ლიკა შენგელიას ხმაურიანი ბრალდება სალომე გოგიაშვილის მიმართ - Marao

"ამ გზით ნა­შოვნ თან­ხებს მა­ხარ­ბებ­და, რო­გორც ასეთ პი­რებს უწო­დე­ბენ, "ბარ­გა" გო­გი­აშ­ვი­ლი" - ლიკა შენგელიას ხმაურიანი ბრალდება სალომე გოგიაშვილის მიმართ

2025-10-24 16:15:49+04:00

„მო­გახ­სე­ნებთ, რომ ს. გო­გი­აშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბის დახ­მა­რე­ბით, მოხ­და ჩემი და­რე­პორ­ტე­ბა "ინ­სტაგ­რამ­სა" და "ფე­ის­ბუქ­ზე", რის შე­დე­გა­დაც ვე­ღარ და­ვიბ­რუ­ნე ინ­სტაგ­რა­მი, ფე­ის­ბუ­ქი დრო­ე­ბით შევ­ძე­ლი და და­ვიბ­რუ­ნე, ამი­ტომ სა­ნამ მაქვს მას­ზე წვდო­მა, ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას ამ პლატ­ფორ­მა­ზე!

  • ლიკა შენგელიას მეორე ქმარი მიმართვას ავრცელებს: "მთელი ჩვენი ოჯახი ერთ მუშტად არის შეკრული და ამას ვერანაირი სიმახინჯე ვერ დაანგრევს"

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ შე­ვი­ტა­ნე სა­ჩი­ვა­რი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის თა­ო­ბა­ზე, საქ­მე აღიძ­რა და პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა ს.გო­გი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, მის მიერ ჩა­დე­ნილ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტზე! პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­ვი­თხოვ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას, რად­გა­ნაც არის მცდე­ლო­ბა, რომ ს.გო­გი­აშ­ვილს ხელი და­ა­ფა­რონ, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ასე­ვე შემ­ხებ­ლო­ბა­შია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ბიზ­ნეს­თან!

რო­გორც ჩანს, ამ გზით ნა­შოვნ თან­ხებს მა­ხარ­ბებ­და, რო­გორც ასეთ პი­რებს უწო­დე­ბენ, "ბარ­გა" გო­გი­აშ­ვი­ლი, ხოლო მე მა­თხო­ვარს და გა­ჭირ­ვე­ბულს მე­ძახ­და. მე შე­იძ­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე რა­ღაც სირ­თუ­ლე­ე­ბი მაქვს და მარ­ტო ვზრდი ჩემს პა­ტა­რებს, მაგ­რამ, სულ რომ პუ­რის ფული არ მქონ­დეს, მა­გას არ ვი­კად­რებ ქალი და დედა! არა­ა­და­მი­ა­ნი სხვის შვი­ლებს, ქმრებს, ძმებს, დებს, გო­გო­ებს, ბი­ჭებს რომ თურ­მე წამ­ლავს და ანად­გუ­რებს. ასეთ ქალს აფა­რებს სის­ტე­მა ხელს? პრო­კუ­რა­ტუ­რის სირ­ცხვი­ლია! მო­ვი­თხოვ, პრო­კუ­რა­ტუ­რის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას და მის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნას სწო­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით და მძი­მე ზი­ა­ნის გან­სა­ზღვრით, რად­გან მე ვსა­უბ­რობ სი­მარ­თლის და სა­მარ­თლის ენით!

მან უმ­კაც­რე­სად უნდა აგოს პა­სუ­ხი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე და ამას მი­ვაღ­წევ, სულ რომ ჩემი სი­ცო­ცხლის ფა­სად და­მიჯ­დეს! ყვე­ლა ადა­მი­ანს გვაქვს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, გვქონ­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო, რომ­ლის ხელ­ყო­ფაც უმ­კაც­რე­სად დას­ჯა­დი და­ნა­შა­უ­ლია! თუკი ვინ­მე შე­ეც­დე­ბა, ხელი შე­მი­შა­ლოს სა­მარ­თლის დად­გე­ნა­ში, თუ მას მისი ბინ­ძუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სტა­ტუ­სი და­ი­ცავს, ყველ­გან ყვე­ლას უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას გა­ვა­სა­ჩივ­რებ, ვიდ­რე სა­მარ­თალს არ მი­ვაღ­წევ! კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვ, ბრა­ლი წა­ე­ყე­ნოს დრო­უ­ლად და შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლით სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ გო­გი­აშ­ვილს! და­ნარ­ჩე­ნი მისი სხვა უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა კი იმ სტრუქ­ტუ­რამ გა­მო­ი­ძი­ოს, ვი­საც ეს სფე­რო ეხე­ბა!

  • "ჩემო სიცოცხლე, დავბრუნდი, ქალაქში ვარ, ახლა დეტალებს ვარკვევ" - სალომე გოგიაშვილი კვლავ ლიკა შენგელიას მიმართავს

ასე­ვე მო­გახ­სე­ნებთ, რომ დღემ­დე არ აქვს არა­ნა­ი­რი სა­ჩი­ვა­რი შე­ტა­ნი­ლი ჩემს მი­მართ და არა­ნა­ი­რი სამ-სა­ა­თი­ა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი წარ­დგე­ნი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, სა­დაც გე­პა­ტი­ჟე­ბო­დათ დი­დის ამ­ბით ყვე­ლას მო­სას­მე­ნად! ყო­ვე­ლი მისი ქმე­დე­ბა არის სა­ცირ­კო გა­მოს­ვლა პუბ­ლი­კის­თვის ცი­ლის­წა­მე­ბე­ბით, მაგ­რამ სა­მარ­თალ­ში ეგ ყო­ვე­ლი­ვე არ ჭრის! სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ გა­კეთ­და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ექ­სპერ­ტი­ზა, სა­დაც დად­გინ­და, რომ არის მონ­ტა­ჟი, ფრა­ზე­ბის ჭრა და, AI [ხელოვნური ინტელექტი] პროგ­რა­მე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა!

თუმ­ცა ამ დას­კვნის მო­ცე­მა­საც გვი­ჭი­ა­ნუ­რებ­დნენ ხე­ლის და­ფა­რე­ბის მცდე­ლო­ბის გამო! და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მით გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი გო­გი­აშ­ვი­ლი უკვე მონ­სტრად ევ­ლი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი­თა და ცი­ლის­წა­მე­ბე­ბით! აშან­ტა­ჟებს და აში­ნებს ჩემს გა­რე­მოც­ვას და შემ­დგომ­ში ნე­ბის­მი­ერს გა­უ­ბე­დავს იმავეს! ამის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ და თა­ვის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე აგებს უმ­კაც­რე­სად პა­სუხს! რო­გორც ის მო­ი­თხოვს, ვიყო ჩუ­მად, არ გა­მო­უ­ვა არა­ნა­ი­რი შან­ტა­ჟით! ვიბ­რძო­ლებ ბო­ლომ­დე და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ სა­მარ­თალს!" - წერს ლიკა შენ­გე­ლია საკუთარ გვერდზე. 

shengelia

სალომე გოგიაშვილი და ლიკა შენგელია

რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილსა და მოდელ ლიკა შენგელიას შორის კონფლიქტი დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ერთმანეთის საპასუხო უამრავი წერილი დაიწერა, რაც ქართველ საზოგადოებაში გავრცელდა. ლიკა და სალომე დეტალებს მუდმივად აზიარებენ სოციალურ ქსელში და ერთმანეთს ხშირად მიმართავენ.

  • "მეორე დღეს მნახა, არ არის საიდუმლო... ვის დაველაპარაკები ტელეფონზე, თქვენი საქმე არ არის" - რას წერს ლიკა შენგელია გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ

ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. 

სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებსა და საქმის მიმდინარეობის სხვა დეტალებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ: 

სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას საქმე