გიორგი ბახუტაშვილი მეუღლესთან დაშორებისა და ოჯახის შესახებ: "ზოგი ნაქირავებ ბინაში ატარებს ბედნიერ ცხოვრებას..." - Marao

გიორგი ბახუტაშვილი მეუღლესთან დაშორებისა და ოჯახის შესახებ: "ზოგი ნაქირავებ ბინაში ატარებს ბედნიერ ცხოვრებას..."

2025-10-24 18:15:27+04:00

გიორგი ბახუტაშვილს ფართო საზოგადოება პოპულარული სერიალიდან, „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მისი პერსონაჟი, ცოტნე ყოველთვის უარყოფით შეფასებებს იმსახურებს, რეალურ ცხოვრებაში გიორგიმ მაყურებლისთვის თავის შეყვარება მარტივად შეძლო.  2016 წელს მან სერიალი დატოვა, 2018 წელს კი დაბრუნდა და ტელეეკრანებზე ხშირად ჩანდა. 

  • "ამაზე საუბარიც უხერხულია, რას ჰქვია, მარტო დედის არის შვილი?" - ნატალიკო ქუთათელაძის დედის ამპლუა, შვილი და ოჯახი 

გიორგი დაიბადა 1990 წლის 18 მარტს. 2012 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან არის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი და, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტელეეკრანებზე იშვიათად ჩანს, აქტიურად აგრძელებს სამსახიობო კარიერას, მონაწილეობს ფილებში, სერიალებსა თუ სპექტაკლებში. ამასთან ერთად კი პოპულარული შოუებისა თუ პოდკასტების სასურველი სტუმარია. 

  • “გოგო, რომელმაც ქართული მოდის სამყაროში რევოლუცია მოახდინა“ - თაკო ნაცვლიშვილის წარმატების გზა, ბედნიერი ოჯახი და ამბები კულისებიდან 

 გიორგის ფილმოგრაფია არაერთ ცნობილ სურათს აერთიანებს, მათ შორისაა, "ვისი სული გსურს", "ორი ფსიქო", "სტუმარი" და სხვ. გიორგი განსაკუთრებით საინტერესო სახეებს ქმნის თეატრში, მისი სპექტაკლები ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე. 

baxuta

გიორგი ბახუტაშვილის პირადი ცხოვრება 

გიორგი ბახუტაშვილი 2015 წელს დაქორწინდა თაკო შოშიაშვილზე. მათი ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდებოდა - ულამაზესი წყვილი ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებდა. გიორგისა და თაკოს ქორწინებაში ერთი ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ბეა დაარქვეს. ბეა ძალიან ჰგავს მამას, უკვე სკოლის მოსწავლეა და მშობლებთან განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობა აქვს. 

სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ბახუტაშვილი "კავეა პლუსის" გადაცემას სტუმრობდა, სადაც ოჯახის, მეუღლესთან დაშორებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა: 

ის პასუხობს გამომწერის კითხვას, არის თუ არა მნიშვნელოვანი ურთიერთობებში ფინანსური მხარე და რამდენად უნდა შეიკავოს თავი ადამიანმა ქორწინებისგან, თუ მას შესაბამისი ფინანსური საფუძველი არ გააჩნია. 

  • ჩვენი თაობის TOP 8 ყველაზე სიმპათიური ქართველი მსახიობი

„არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეგ ფაქტორები მნიშვნელოვანია, თუ მნიშვნელოვანია და არ გაქვს, ჩნდება პრობლემები. არსებობენ ადამიანები, ვინც უსამსახუროდ და ნაქირავებ სახლში ატარებენ ბედნიერ ცხოვრებას. მათ ურჩიო, აუცილებლად მაგარი სამსახური უნდა იშოვო და ბენტლი დააყენოო, არ იქნება სწორი. 

მე როცა ცოლი მოვიყვანე, არაფერი მქონდა, არც სახლი, არც მანქანა...", - თქვა გიორგი ბახუტაშვილმა. წამყვანის კითხვაზე, გახდა თუ არა მისი განქორწინების მიზეზი ფინანსური პრობლემები, გიორგიმ აღნიშნა, რომ ასე არ ყოფილა" 

"არა. როცა ერთად ვიყავით, ვიქირავეთ და ცალკე გადავედით, შემდეგ კი ხან მასთან ვცხოვრობდით და ხან – ჩემთან…“ 

baxuta