შეცვლილი გვარი, ორი შვილი და წარმატებული კარიერა - რუსკა მაყაშვილი იუბილარია: მსახიობის განვლილი გზა - Marao

შეცვლილი გვარი, ორი შვილი და წარმატებული კარიერა - რუსკა მაყაშვილი იუბილარია: მსახიობის განვლილი გზა

2025-10-27 16:17:06+04:00

ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი იუბილარია - 39 წლის გახდა. 

  • 8 წლის ილია - რუსკა მაყაშვილმა და სანდრო ნიჟარაძემ შვილის დაბადების დღე აღნიშნეს

რუსკამ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო. 

RUSKA

რუსკა მაყაშვილის ბავშვობა

რუსკა 1986 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. მისი დედა თამარ მაყაშვილია. თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა. მათ ორი საერთო შვილი რუსკა და ნინუცა ჰყავთ. კოკა მხატვარია. კოკას მეორე ქორწინებიდან კიდევ ორი გოგონა, ელენე და მარიამ ცხვედიანები ჰყავს.

რუსკა და ნინუცამ გვარის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კოკამ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, შვილებზე მხოლოდ ელენეზე და მარიამზე ისაუბრა.

"მამა დაბადების 5-6 წლამდე მყავდა, მერე გაქრა ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან. შემდეგ ისევ გამოჩნდა. როდესაც ჩვენთან იყო, კარგი მამა იყო, მერე რაღაც პერიოდი მშობლების დაშორების შემდეგ მოდიოდა და მივყავდით, ვაკის პარკში, ზოოპარკში. შემდეგ იყო პერიოდი მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა და მერე ესეც შეწყდა.თინეიჯერიც არ ვიყავი, ცოტა უფრო პატარა ვიყავი რომ ვიფიქრე, მოდი, ვინც მზრდის, ის იყოს მამაჩემი მეთქი. ასეთი ადამიანი კი დედაჩემის ძმა იყო, რომელიც მთელი ცხოვრება გვპატრონობდა, გვაჭმევდა, გვასმევდა და ტანსაცმელს ყიდულობდა. ყველაფერს გვიკეთებდა, სწავლა, მასწავლებლები, არაფერი არ გვაკლდა იმ ბნელ 90-იან წლებში. დედაჩემსაც ვერ დავუკარგავ, საოცარი დედა იყო.

11-12 წლის ვიყავი გადავწყვიტე გვარი გამომეცვალა და დედის გვარზე გადავსულიყავი. ამის უფლება არ გვქონდა მამის თანხმობა იყო საჭირო. მამა დათანხმდა და ხელი მოაწერა საბუთს, აი, მაშინ პირველად გამისკდა გული.

ნინუცა რომ მშობიარობდა, სამშობიაროში მოვიდა. მერე ცალკეც ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი. მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ძალიან ნანობს, ახლა გადასარევი ბაბუაა, ცდილობს ის დაკარგული წლები აინაზღაუროს, ჩემთანაც იყოს და თავის შვილიშვილებთანაც. ვაპატიე… თუმცა ეს არის მისი ერთადერთი დასჯა, როდესაც მაქვს საშუალება, ამას ვლაპარაკობ" - ამბობდა რუსკა ერთ-ერთ ინტერვიუში. 

მიუხედავად უთანხმოებისა, გოგონებმა მამასთან ურთიერთობის დალაგება მოახერხეს. როგორც რუსკა აღნიშნავდა, კოკა ცხვედიანი ძალიან კარგი ბაბუაა და დროს შვილიშვილებთან ერთადაც ატარებს. რუსკასა და ნინუცას კარგი ურთიერთობა აქვთ ნახევარდებთან, ელენე და მარიამ ცხვედიანებთანაც: „ფანტასტიკური გოგოები არიან“ - ამბობს მსახიობი.

  • "რუსკა მტკიცეა, თავის თავს არავის დააჩაგვრინებს" - თამარ მაყაშვილი 

Ambebi.ge-სთან ინტერვიუში თამარ მაყაშვილმა რუსკას ბავშვობა გაიხსენა, სადაც მის ონავრობაზე ისაუბრა.

"ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო. მისი ეზო­ში ჩას­ვლა და ყვე­ლა ბავ­შვის სახ­ლში გაქ­ცე­ვა ერთი გახ­ლდათ. თა­მა­ში­სას ბავ­შვებს მი­წას, პეპ­ლებს ან რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბებს აჭ­მევ­და. ერთი პე­რი­ო­დი, როცა ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­ჭირ­და და სა­ჭი­რო ნივ­თებს, სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებს სიმ­წრით ვყი­დუ­ლობ­დით, რუს­კას სტუმ­რად მო­სუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის ბავ­შვე­ბი აბა­ზა­ნა­ში შეჰ­ყავ­და, მათ სა­რე­ცხ ფხვნილს აყ­რი­და და ტან­საც­მლი­ა­ნად "რე­ცხავ­და". თან, იმ პე­რი­ოდ­ში აბა­ზა­ნას ისე­თი კარი ჰქონ­და, შიგ­ნი­დან თუ და­კე­ტავ­დი, გა­რე­დან მისი გახ­სნის შან­სი არ იყო... მოკ­ლედ, სა­ოც­რე­ბებს აკე­თებ­და. სახ­ლში სა­თა­მა­შო ხა­ლი­ჩე­ბი ჰქონ­დათ და ჯერ ერთ ხა­ლი­ჩას და­ა­ფენ­და, მას­ზე ჭურ­ჭელს და­ა­ლა­გებ­და, მერე მე­ო­რე ხა­ლი­ჩას გა­და­ა­ფენ­და, შემ­დეგ კი ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­ქუ­ჩით ლე­წავ­და.

სულ მის თმა­ზე "მე­კი­და"ხელი, სა­ა­თო­ბით კუ­თხე­ში იდგა. რუს­კას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნი­ნუ­ცა ძა­ლი­ან წყნა­რი იყო და თუ კუ­თხე­ში და­ვა­ყე­ნებ­დი, საქ­მე­ში მე­ზობ­ლე­ბი ერე­ოდ­ნენ. აი, დას­ჯი­ლი რუს­კა კი სცე­ნებს მარ­თავ­და, ცრემ­ლებს აღ­ვარ­ღვა­რებ­და და იძახ­და: - "რა უბე­დურ დღე­ზე ვარ გა­ჩე­ნი­ლი, რა და­ვა­შა­ვე..."ბავ­შვო­ბი­დან ამ­ბობ­და, რომ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე იყო და ამის გამო, სულ სცე­ნე­ბის გა­მარ­თვა­სა და რო­ლის მორ­გე­ბას ცდი­ლობ­და. ჰოდა, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელს ხში­რად ვე­უბ­ნე­ბო­დი: ვა­ი­მე, რო­გორ უყ­ვარ­და რუს­კას ვე­რი­კო-მეთ­ქი. ის კი იცი­ნო­და, - ალ­ბათ ჩემი პორ­ტრე­ტი სახ­ლში ცუ­დად გი­დევთ და ბავ­შვი მხო­ლოდ ვე­რი­კოს პორ­ტრეტს ხე­დავ­სო (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, რუს­კას ვე­რი­ჩკა შე­არ­ქვეს და ზოგ-ზო­გი­ერ­თე­ბი დღე­საც ასე ეძა­ხი­ან," - იხსენებს თამარი.

  • "ჩემი მეუღლე - გია ყიფშიძე რომ არა, ალბათ იმასაც ვერ გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ" - თამარ მაყაშვილი მეუღლის, ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ 

რუსკა მაყაშვილის ოჯახი

რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე. მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.  

ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს.

  • "ვგიჟდები მშობიარობაზე - მე ერთი შვილი რომ გავაჩინე, შოკში ვიყავი, თავი მეგონა გმირი" - რუსკა მაყაშვილი დედის ამპლუაში 

"ძა­ლი­ან დიდი ხანი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბევ­რი წლის ფიქ­რი ბევ­რი წლის აწონ-და­წო­ნა. არა­სო­დეს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ოჯა­ხი და­მენგრე­ო­და. ძა­ლი­ან მი­ჭირს ცვლი­ლე­ბე­ბი. რა ჩან­გლი­თაც ვჭამ­დი ბავ­შვო­ბა­ში, იმ ჩან­გლით ვჭამ ახ­ლაც. ცვლი­ლე­ბე­ბის მე­ში­ნია. რომ გავ­თხოვ­დი და სხვა­გან გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ისევ ჩემს ოჯახ­ში, ჩემს დან­გრე­ულ სახ­ლში მივ­დი­ო­დი და იქ ვი­ჯე­ქი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ დიდი ვარ და ორი შვი­ლი მყავს მი­ჭირს მა­ინც.

და­შო­რე­ბა რთუ­ლია. თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პრო­ცეს­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­შო­რე­ბა. უბ­რა­ლოდ ამა­ზე ფიქ­რი მი­დი­ო­და. ეს არის ურ­თუ­ლე­სი მძი­მე პე­რი­ო­დი, ფიქ­რობ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბი. ახ­ლაც გამ­კლა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. რთუ­ლია, ორი შვი­ლი რომ გყავს... ეს ისე­თი თე­მაა, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი. 8 თვე გა­ვი­და და ახ­ლაც გამ­კლა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვარ" - თქვა რუს­კა მა­ყაშ­ვილ­მა.