"კიდევ რა უნდა ვინატრო? თუ ვიცი, რომ ცხოვრება ლამაზი და მშვენიერია! მეტი რა უნდა მინდოდეს? თუ ვიცი, რომ ცხოვრებით ბედნიერი ვარ!" - წერს "ინსტაგრამ" გვერდზე ვენსან კასელის ცოლი, ნარა ბაპტისტა და ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ატარებენ დროს ერთად ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის უფროსი ქალიშვილი, დევა კასელი, მისი შეყვარებული, საულ ნანნი და მათი ოჯახი წევრები.




ვენსან კასელი და მისი პირადი ცხოვრება
ფრანგი მსახიობის, ვენსან კასელიც პირადი ცხოვრება ყოველთვის იმსახურებდა საზოგადოების ყურადღებას. მისი პირველი ცოლი ულამაზესი მონიკა ბელუჩი იყო. მათ ერთმანეთი 1996 წელს ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და ერთად 17 წელი გაატარეს. მათ ორი ქალიშვილი, დევა და ლეონი შეეძინათ. ვარსკვლავების განქორწინებიდან წლების შემდეგაც კი, მათი თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ განიცდიან და იხსენებენ ურთიერთობას, რომლის ხილვაც ასე ძალიან უყვარდათ.
მონიკა ოფიციალურად დაქორწინებული არ არის, თუმცა ვენსანის პირადი ცხოვრება მრავალფეროვნად განვითარდა. მან ახალგაზრდა მოდელ ტინა კუნაკიზე იქორწინა და ამით მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
"ტინასთან შეხვედრამდე ჩემი ცხოვრება ცარიელი იყო“ - სწორედ ამ ფრაზით ახსნა ვენსან კასელმა მისი და ტინა ტუნაკის ურთიერთობა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი განსხვავებისა, ჰარმონია და სიყვარული მათ ურთიერთობაში მუდამ იგრძნობოდა. „მე სოფელში გავიზარდე. ჩვენ არ გვქონდა ტელევიზორი და არც კინოში დავდიოდით. ბავშვობაში ჩემი ინტერესები შემოიფარგლებოდა მხოლოდ სკოლით და ფეხბურთის თამაშით. ვენსან კასელის შესახებ არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ მას პაპარაცები არ დაეხვივნენ თავს” - ამბობდა ტინა.
მათ ჰყავთ საერთო შვილი, გოგონა - ამაზონი. სულ ცოტა ხნის წინ, ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ, ტინამ და ვენსანმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს და ეს რამდენიმე ინტერვიუშიც დაადასტურეს, თუმცა მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ. ამასობაში კი ვენსანს ახალი სიყვარული ჰყავს. ის 27 წლის ავსტრალიელ მოდელს, ნარა ბაპტისტას ხვდება. ამბობენ, რომ ნარა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ტინა კუნაკის და ამას ტაბლოიდები ტინასთან დაშორების გამო ვენსანის სინანულს მიაწერენ. ასეა თუ ისე, ვენსანს და ნარას უკვე პირველი საერთო შვილი ჰყავთ და ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას.
"ჩემმი ოცნება ძალიან მარტივია: ჯანმრთელობა, ბავშვები და საკმარისი ფული, რომ ვიყო თავისუფალი", - ამბობდა კასელი წლების წინ. დღეს კი მან ეს ოცნება რეალობად აქცია.