"ვფიქ­რობ, რომ ზურა გავაბედნიერე და არ გა­მი­უ­ბე­დუ­რე­ბია“ - რას ჰყვებოდა რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე - Marao

"ვფიქ­რობ, რომ ზურა გავაბედნიერე და არ გა­მი­უ­ბე­დუ­რე­ბია“ - რას ჰყვებოდა რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე

2025-10-27 16:48:09+04:00

მარინა ბერიძეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი იცნობს. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვის პირადზეც იმდენი რომ ესაუბრათ, რამდენიც მუსიკოს მარინა ბერიძეზე ილაპარაკეს, თანაც იმ ასაკში, როცა, როგორც წესი, ქარიშხლები ურთიერთობებში მინავლებულია და წყვილი უმეტესად მშვიდი ცხოვრებით ტკბება ხოლმე. მარინა ბერიძის ცხოვრებაში ქარიშხლები სწორედ ამ დროს, 65 წლის ასაკში დაიწყო. ის და მუსიკოსი ზურა ლალიაშვილი 43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ.

  • განქორწინება 42 წლის შემდეგ, ხმაურიანი კარიერა და პრინციპული ხასიათი: მარინა ბერიძის პორტრეტი

რამდენიმე წლის წინ  ზურა ლალიაშვილი მეორე მეუღლე, რუსუდან მუმლაძე ია ფარულავას გადაცემის სტუმარი იყო, სადაც ამ ურთიერთობის შესახებ ისაუბრა: 

"ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა რომანით, ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მუსიკით. საქმიან ვითარებაში გავიცანით ერთმანეთი - სადაც ვმღეროდი, იქ მოვიდა ზურა და მისი მეგობრები. მერიდება ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ ეტყობა მოეწონათ ჩემი ნამღერი. ნუ ატყდა ერთი ამბავი, კარგად მღერიო, მუსიკალური განათლება, არაფერი არ გაკლიაო და მოდი ვცადოთო, გავაკეთოთო პროგრამა, ზურამ შემომთავაზა.

რაღაც პერიოდის შემდეგ, მამაკაცურ, მოკრძალებულ ინიციატივას იჩენდა, მაგრამ მე მქონდა ჩემი მიზანი, მაშინ არც პირად გეგმებს ვგეგმავდი, იმიტომ რომ შვილი მყავდა გასაზრდელი და ამაზე ვიყავი თავიდან ბოლომდე გადართული. მოკლედ, შემოქმედებაში გავიშალეთ. მუსიკას ძალიან დიდი ძალა აქვს. მე არც ვიცოდი ვის სახლში დავდიოდი, მე მივდიოდი ზურა ლალიაშვილის სტუდიაში. იმ პერიოდში არასდროს შემხვედრია მარინა ბერიძე", - ამბობს რუსუდან მუმლაძე.

კითხვაზე - თვლი თუ არა, რომ აღმოჩნდი მარინა ბერიძისა და ზურა ლალიაშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი, ასე პასუხობს:

"ვფიქრობ, რომ ურთიერთობაში მთავარი წლები არ არის, ურთიერთობაში მთავარი არის ხარისხი. ალბათ, გაჩნდა იქ სიცარიელე, დარწმუნებული ვარ, ჩემამდეც. როდესაც სიცარიელე არ არის, გამორიცხულია ის ადგილი სხვამ დაიკავოს. ჩვენ (გულისხმობს მარინა ბერიძეს) შევხვდით ერთმანეთს, ამ თემაზე, და გულწრფელად უნდა ვთქვა, მე დავინახე უფრო მეტად რეპუტაციის შელახვის შიში, ვიდრე საყვარელი ადამიანის დაკარგვის", - ამბობს რუსუდან მუმლაძე.

  • "უცნაურია, რომ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა" - ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის, ლელა სიხარულიძის ამბავი

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ Ambebi.ge ქალბატონ რუსუდან მუმლაძეს დაუკავშირდა. გვითხრა, რომ მეორე დღეა მის ტელეფონზე ზარები არ გაჩერებულა. მიუხედავად გადაცემის სკანდალურობისა, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები, რომელიც ჩვენ დავუსვით...

- ოჯახის დანგრევის შემდეგ ქალბატონი მარინა ამბობდა, "არის ოჯახები, რომელსაც ხელი არ უნდა მოკიდო, ეს დამემართა ქალს, რომელიც თავისი ოჯახით ამაყობდა, ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი მქონდა..." და თქვენ ამ ოჯახს ხელი მოკიდეთ?

- ურთიერთობაში მთავარი მარტო წლები არ არის, მთავარი ხარისხია, მარადიულ სიყვარულს კი სულ საზრდოობა სჭირდება. ზურა ლალიაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ძალიან დიდი მოთმინების უნარი გააჩნია. დახვეწილი და ინტელიგენტი ადამიანია. ის არ გამოვა და ზედმეტ ლაპარაკს არ დაიწყებს რა იყო, როგორ იყო და რატომ მოხდა ეს ამბავი, არც უნდა დაიწყოს. ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე, ამბობდა, ზურა ჩემს ჩრდილქვეშ მოექცაო. მარინა ბერიძე ვერც ზურასი და ვერც ჩემ ნიჭს ჩრდილს ვერ მიაყენებს, რადგან ყველაფერი კარგად ჩანს და ხალხი არჩევს შავსა და თეთრს. მეღიმება ხოლმე ამაზე, როდესაც ვკითხულობ მის ინტერვიუს, რომ თურმე ზურა ლალიაშვილს დისკომფორტს წარმატებული ქალი უქმნის. ჩემზე კარიერისტი არავინ მეგულება (იღიმის), რადგან ბავშვობიდან შემოქმედებით ვცხოვრობ, თუმცა ზურას ამ კუთხით პრობლემა არასოდეს შეუქმნია. ჩვენ არ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო ნიჭიერია, პირიქით, ამას ერთმანეთის სასარგებლოდ ვიყენებთ. რაც შეეხება ყურადღებას, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და შეიძლება მთელი დღე გასული ვიყო, მაგრამ მე და ზურას შორის შინაგანი ძაფი არ წყდება. ალბათ ეს არის ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო.

- ერთ წინადადებასაც წაგიკითხავთ თქვენზე, ქალბატონი მარინას ინტერვიუდან "მას ეგონა რომ ვბლოკავდი, მისმა პარტიამ გაიმარჯვა ოცნების მხარდამჭერია.." - და მართლაც, სად ხართ ახლა?

- უხერხულია პარტიებით საუბარი, რას ნიშნავს მისმა პარტიამ, პარლამენტარი ვარ თუ მინისტრი? მაშინ "ნაციონალები" მისი პარტიაა, მაგრამ მე ეს არასოდეს მიხსენებია, რადგან ადამიანებს პარტიების მიხედვით არ ვყოფ. უბრალოდ გულზე მოხვდა რომ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა და ეს სიტყვებიც ამან ათქმევინა.

გააგრძელეთ კითხვა