ქართველი მოდელი ფრანგულ ჟურნალ Marie Claire-ში: ანა შელიას მორიგი წარმატება - Marao

ქართველი მოდელი ფრანგულ ჟურნალ Marie Claire-ში: ანა შელიას მორიგი წარმატება

2025-10-28 11:24:08+04:00

უმშვენიერესი ქართველი მოდელი, ანა შელია Marie Claire-ის ფრანგული გამოცემისთვის გადაიღეს. ფოტო ჟურნალიდან თავად ანამ გაგვიზიარა:

ana_shelia

Marie Claire არის ფრანგული საერთაშორისო ყოველთვიური მოდის ჟურნალი, რომელიც პირველად გამოიცა საფრანგეთში 1937 წელს. მას შემდეგ გამოიცემა მრავალ ქვეყანაში და სხვადასხვა ენაზე.

მთავარი გამოცემები ფოკუსირებულია მსოფლიოს ქალებსა და გლობალურ საკითხებზე. ჟურნალი Marie Claire ასევე მოიცავს ჯანმრთელობის, სილამაზის, მოდას, პოლიტიკის, ფინანსებისა და კარიერის თემებს. Marie Claire დააარსეს ჟან პრუვომ და მარსელ ოკლერმა. 1976 წელს პრუვო პენსიაზე გავიდა და ჟურნალი მისმა ქალიშვილმა ეველინმა გადაიბარა. 

ვინ არის ანა შელია?

ანა შელია, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, არაერთხელ მოქცეულა ყურადღების ცენტრში. მისი დედა ყოფილი მოდელი, ლიკა კვარაცხელიაა, მამა კი - 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშე, მურთაზ შელია. 

  • სიყვარულის 7 წელი, ორი შვილი და ულამაზესი ოჯახი: მოდელი ანა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძის ოჯახური იდილია

შეუძლებელია, ანა შელიას გამორჩეული გარეგნობა შეუმჩნეველი დაგრჩეთ. სწორედ ამიტომ, მან კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, როცა ჯერ კიდევ 14 წლის იყო. 

ანამ განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2017 წელს მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო.

  • ულამაზესი ქართველი ქალები და მათი შთამომავლები - 5 ბებია და 5 შვილიშვილი

shelia_ana

მას შემდეგ მის კარიერაში არაერთი მნიშვნელოვანი ჩვენება თუ თანამშრომლობა ყოფილა, მოგვიანებით კი, როცა ანა დედა გახდა, კარიერაზე დროებით უარი თქვა. ახლა კი მშვენიერი მოდელი კვლავ უბრუნდება პროფესიას და დროდადრო მონაწილეობს ისეთი ბრენდებისა თუ კომპანიების სარეკლამო კამპანიებში, როგორებიცაა: PSP, S-SOCIETY, PARFOIS, OYSHO, Lutecia და სხვ. 

ანა შელიასა და ლაშა ლომიძის ოჯახი 

ჩვენს ქვეყანაში არაერთი ახალგაზრდა, ლამაზი და წარმატებული წყვილია, რომელთან შესახებაც ჩვენ ხშირად გიყვებით ხოლმე. ქვემოთ კი უფრო ახლოს გაგაცნობთ მოდელისა და მორგაბის წყვილს - ანა შელიასა და ლაშა ლომიძეს. მათი სიყვარული 7 წელს ითვლის და ისინი ორ უსაყვარლეს შვილს ზრდიან. 

ანას მეუღლე მორაგბე ლაშა ლომიძეა. ლაშა 1992 წლის 30 ივნისს დაიბადა. ლაშა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია. 2012 წელს საფრანგეთში გუნდ „მონტპელიეს“ შემადგენლობაში თამაშობდა. 2 წლის შემდეგ ფრანგულ „ბეზიერსში“ გადავიდა. 2017-2018 წლებში ლაშა ბრიტანულ კლუბში თამაშობდა, შემდეგ ლაციოში გადავიდა, 2020 წლიდან კი ფრანგულ კლუბში "DAX" თამაშობდა.

ნიჭიერი, პოპულარული, მშვენიერი: ცნობილი დედა-შვილები ქართულ შოუბიზნესში

ანამ და ლაშამ 2018 წლის 19 მაისს დაიწერეს ჯვარი. სოციალურ ქსელში მათი ნიშნობის ფოტოებმა მალევე დაიმსახურა მოწონება. ანას ულამაზესი სადა აბრეშუმის კაბა ეცვა. 

ანა და ლაშა უკვე 7 წელია, ქორწინებაში არიან. მათ ორი უსაყვარლესი შვილი, ელი და ვატო ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ. 

წყვილი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობს. მშობლები ელის და ვატოს აღზრდაში აქტიურად არიან ჩართული და ანა სხვა დედებს სასარგებლო რჩევებსაც ხშირად აძლევს. 

shelia_ana