ქალის ვარცხნილობა ყოველთვის იყო სოციალური, კულტურული და პიროვნული გამოხატულების გზა. თმა არა მხოლოდ გარეგნობას უსვამს ხაზს, არამედ ეს არის ვიზუალური ენა, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებებს, მოდასა და ინდივიდუალობას ასახავს. თითოეულ ეპოქას თავისებური ვარცხნილობები ახასიათებდა, რომლებიც საზოგადოებაში ქალის როლსაც აღწერდა.
1920-იან წლებში ქალებმა მოისურვეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რასაც გამოხატავდნენ მოკლე ვარცხნილობებით. „ბობი“ გახდა ემანსიპაციის სიმბოლო. ამ სტილში მთავარია სიმარტივე, პრაქტიკული მოვლა და ხასიათი. ქალები, რომლებიც ადრე ვარცხნილობას უბრალოდ სილამაზისთვის არჩევდნენ, ამ დროიდან თმას მიიჩნევდნენ წესრიგისა და საკუთარი ნების სიმბოლოდ.

1950-იანი წლები მოიცავდა ჰოლივუდის ოქროს ეპოქას. ვარსკვლავები, როგორიცაა მერილინ მონრო და გრეის კელი, განსაზღვრავდნენ სტანდარტებს: მოცულობითი ტალღები, ფენიანი კულულები, გლამური სიმეტრია. ამ პერიოდში ვარცხნილობა იქცა სოციალური სტატუსის აღქმის მნიშვნელობად. ქალებს სურდათ ისეთი თმა, რომელიც მოცულობითი იყო, მაგრამ ესთეტიკური.


1970-იანი წლებისთვის დამახასიათებელი იყო დაუზიანებელი სტილი, გრძელი თავისუფლად ჩამოშვებული თმა, მსუბუქი ტალღები – ეს იყო ბუნების და თავისუფლების ეპოქა. ქალებმა დაიწყეს ექსპერიმენტები ტექსტურასთან, ფენებთან, და ბუნებრივ ფორმებთან.

1980-იან წლებში მოდაში დაბრუნდა დრამატული მოცულობა და ექსპერიმენტები ფერებთან. დიდი ჰაეროვანი თმა, ფენები და შეღებილი წვერები – ეს ყველაფერი გამოხატავდა თამამ, გაბედულ და თანამედროვე ქალს, რომელიც არ ეშინოდა ყურადღების ცენტრში ყოფნის.
1990-იანები მიანიშნებდა სიმარტივესა და პრაქტიკულობაზე. სერიალ Friends-ში ცნობილი „რეჩელის“ ვარცხნილობა გახდა მსოფლიო ჰიტი: ფენიანი, საშუალო სიგრძის, ბუნებრივად სუფთა სტილი.

2000-იან წლებში პოპულარული გახდა გადაღებილი თმა, ასევე პასტელური და ნათელი ტონები. 2010-იანი წლები მოიცავდა ბუნებრივ ტექსტურას, ფენიან სილუეტებს და ნატურალური ფერის დაბრუნებას. სოციალური ქსელები აძლიერებდნენ ინდივიდუალიზმს. ქალები ცდილობდნენ გამოეხატათ პიროვნული სტილი სხვადასხვა ფორმით და ფერით.
ბოლო წლების ტენდენცია არის ბუნებრივი ტექსტურა, მოკლე სტილი და ინდივიდუალიზმი.

მსუბუქი ტალღები და რბილი ფენები, თმას ბუნებრივ ელფერს ანიჭებს. ამასთან სოციალურმა მედია საშუალებებმაც დიდი როლი ითამაშა ვარცხნილობის სტილის შექმნაში. ამ შემთხვევაში მთავარია პიროვნების გამოხატვა, თმის სტილი ნაკლებად არის გაკონტროლებული, მთავარია უნიკალურობა.
2026 წელს მოდაში იქნება ბუნებრივი ტალღები, მსუბუქი ფენები და მსუბუქად გაშლილი თმა. ამასთან ხვეული თმა ისარგებლებს დიდი პოპულარობით. მთავარია თმის ბუნებრივი ფორმის გათვალისწინება და მინიმალური სტილიზაცია. ეს ტენდენცია ხაზს უსვამს ბუნებრივ სილამაზეს და ადვილად მოსავლელ სტილს.
მოდაში დაბრუნდება დიდი მოცულობის თმა, რომელიც სალონის შემდეგ ეფექტს ქმნის. ეს სტილი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ელეგანტური და დახვეწილი გარეგნობა.
რაც შეეხება ფერებს, მოდაში იქნება ქერა და წითური ფერები, ოღონდ ეს უნდა ასოცირდებოდეს ბუნებრიობასთან. რა თქმა უნდა დიდი პოპულარობით ისარგებლებს ნატურალური ფერები, რადგან დღევანდელი მოდის ინდუსტრია გადავიდა ინდივიდუალიზმზე და დამოუკიდებლობაზე.
