ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილს საზოგადოება დიდი ხანია იცნობს. მან მრავალ პროექტსა თუ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. თიკო რამდენიმე წლის წინ მედიას ჩამოშორდა და დღემდე არ გამოირჩევა აქტიურობით.
ცოტა ხნის წინ მან საკუთარ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.
"ამბობენ: მოიშორე ყველა როლი და ვინც დარჩება, ის ხარ. ვიწყებ და ვერ ვხვდები, რომელზე გავჩერდე, რადგან ამ პროცესს ბოლო არ უჩანს…
მოკლედ, გაუმარჯოს ყველა გაცნობიერებულ როლს, რომელსაც ადამიანები თამაშობენ მათ შორის იმასაც, რომელსაც გონია, რომ როლში არ არის და არ დამიწყოთ ახლა “შენ არ მისულხარ ჭეშმარიტებამდეო”. - წერს თიკო სადუნიშვილი საკუთარ სოციალურ გვერდზე და ახალ ფოტოებს აქვეყნებს.






"მოვიხმარდი მედიკამენტებს, ანტიდეპრესანტებს, ალკოჰოლს, სტიმულატორებს, ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებს. მარიხუანას და თამბაქოს, ამასაც დავასახელებ, რადგან ბოლო სამი თვეა ამ დამოკიდებულებისგანაც გავთავისუფლდი.
2 წლისა და 8 თვის წინ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში. აპლიკაცია მაქვს, სადაც სუფთა დღეებს ვითვლი, თითქოს ახალ დაბადებას ჰგავს... მნიშვნელოვანია, რომ სულ მახსოვდეს და არ დავივიწყო. მახსოვდეს ისე, როგორც ადამიანებს თავიანთი დაბადების დღეები ახსოვთ. თვეში ერთხელ ან მძიმე მომენტებში, როცა სტრესული დღეები მაქვს, ჩავხედავ ხოლმე ამ აპლიკაციას და ვიხსენებ, არ მინდა დამავიწყდეს... იგივე ცხოვრებას არ უნდა დავუბრუნდე.
რამდენიმე მიზეზი აქვს იმას, რატომაც ცვლილებები დავიწყე. ერთი ის, რომ ნათლად დავინახე, რომ თითქოს ჩემი ცხოვრება ლუქში ყოფნას დაემსგავსა, ნათლად ვხედავდი, რომ ჩემი მომავალი ჩემი წარსული იყო - ერთფეროვნება და აუტანლობა. დამეწყო შფოთვითი აშლილობა, პანიკური შიშები.
თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომ მოიხმარენ ადამიანები ნარკოტიკს და მეც რატომ მოვიხმარდი. ერთგვარი გამაყუჩებელია. სტერეოტიპებით და ტაბუებით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩემი ისტორია მხოლოდ ჩემზე არ არის, ამის მონაწილეები არიან: ოჯახის წევრები, ახლობლები, აქ მათზეც უნდა ვისაუბრო და ვღელავ, როგორ მიიღებენ.
მახსოვს ერთ დილას გავიღვიძე და ვერ ვცნობდი ადგილს და სხეულს, რომელშიც გავიღვიძე. წამოვხტი, მივვარდი სარკესთან და ვერ ვიცანი საკუთარი თავი. გაუცხოება დამემართა, მეგონა, რომ მოვკვდი, ძალიან შემეშინდა. დამეწყო კანკალი, დაბუჟება, ვიხრჩობოდი, ყელში ბურთი გამეჩხირა. მაშინ მივხვდი, რომ იმ წუთას ვკვდებოდი, თუმცა ჯერ არ ვიყავი მკვდარი.
სუიციდზე ფიქრები ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ სურვილი არასოდეს მქონია. შეგრძნებები დავკარგე და ტანსაცმლიანად გავიქეცი შხაპისკენ, შევვარდი და მინდოდა რამე მეგრძნო, სხეულთან კავშირი დავკარგე. შხაპის მერე ცივ მეტლახზე დავწექი და მაინც ვერაფერს ვგრძნობდი. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა დამესრულებინა ეს ცხოვრება და თავიდან დამეწყო. მეორე დღიდან მივიღე გადაწყვეტილება, რომ უარი მეთქვა ტოქსიკურ ნივთიერებებზე.