შეიხა მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი ყატარის ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის მეუღლე და კატარის ყველაზე გავლენიანი ქალბატონია. იგი არაბული სამყაროს თანამედროვე სახედ იქცა - განათლებული, ინტელექტუალური, კულტურული და გემოვნების მქონე ქალი, რომლის სტილი მსოფლიო მოდის ყველაზე პრესტიჟული გამოცემებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

შეიხა მოზა დაიბადა 1959 წლის 8 აგვისტოს, კატარში, განათლებული და გავლენიანი ოჯახში. მისი მამა, ნასერ ბინ აბდულა ალ-მისნედი, იყო ცნობილი არაბი ინტელექტუალი და პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის დამოუკიდებლობის პროცესში. მოზა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტითა და განათლების სიყვარულით. სწავლობდა დოჰაში, მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა კატარის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი. ახალგაზრდობაშივე ინტერესდებოდა სოციალური საკითხებით, განსაკუთრებით - ქალთა განათლებითა და ახალგაზრდობის განვითარებით. 1977 წელს იგი დაქორწინდა იმ დროისთვის პრინცზე, შემდგომში კი კატარის ემირზე, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანზე. მათი ქორწინება მხოლოდ პოლიტიკური კავშირი არ ყოფილა - მოზა გახდა არა მხოლოდ მეუღლე, არამედ მისი მთავარი თანამოაზრეც ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე.

შეიხა მოზა და შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი ერთად ზრდიან შვიდ შვილს, რომელთაგან ერთ-ერთი - შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი, 2013 წელს გახდა კატარის ემირი და დღესაც მართავს ქვეყანას.
მოზა ცნობილია როგორც ქალი, როგორც ოჯახზე მზრუნველი ქალი, თუმცა არასოდეს დაუშვია, რომ ოჯახური როლი დაეშორებინა საზოგადოებრივი საქმიანობისგან. ის ხშირად ამბობს, რომ „ქალის წარმატება ოჯახისა და ქვეყნის წარმატებასაც ნიშნავს.“

შეიხა მოზა არა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრია, არამედ რეალური ძალა კატარის განვითარებაში. ის არის Qatar Foundation for Education, Science and Community Development-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ეს ორგანიზაცია, კატარში განათლებისა და ინოვაციების ახალ სტანდარტებს ქმნის.
მისი ინიციატივით შეიქმნა „Education City“- საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც დღეს ფუნქციონირებს ისეთ ცნობილი უნივერსიტეტების ფილიალები, როგორებიცაა Georgetown University, Carnegie Mellon, Northwestern და Cornell.
გარდა ამისა, მოზა აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საქმიანობაშიც. ის მუშაობდა გაეროს სპეციალურ წარმომადგენლად განათლების საკითხებში, ასევე ხელმძღვანელობს Silatech-ს ორგანიზაციას, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებასა და ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.
შეიხა მოზა მსოფლიოში ცნობილია თავისი გამორჩეული სტილით, რომელიც აღმოსავლურ ტრადიციას და დასავლურ მოდას აერთიანებს. ის არასოდეს არღვევს მუსლიმურ ჩაცმის წესებს, თუმცა მათ მოდერნულად გარდაქმნის - დახვეწილი სილუეტებით, ფერთა სიღრმითა და მაღალი დიზაინის ელემენტებით.
ის ხშირად ატარებს გრძელი, ფიგურაზე მორგებული კაბებსა და პიჯაკებს, თავსაბურავს კი საკუთარი სტილით აკრავს, რაც მისი ხელწერა გახდა. მის გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისეთი დიზაინერების ნამუშევრებს, როგორებიც არიან Valentino, Dior, Jean Paul Gaultier, Chanel, Schiaparelli და Armani Privé.
შეიხა მოზა უპირატესობას ანიჭებს მუქ, მონოქრომულ ფერებს - მეწამულს, ლურჯს, ბორდოს, შავსა და ოქროსფერს. ხშირად ატარებს გლუვ ქსოვილებს - აბრეშუმს და ატლასს. მისი სტილი ასახავს ელეგანტურობას, ინტელექტს და ძალაუფლებას, მაგრამ ყოველთვის რჩება დელიკატური.
მოდის ჟურნალები მას ხშირად უწოდებენ „აღმოსავლეთის Grace Kelly-ს“. Vogue Arabia, Harper’s Bazaar და Vanity Fair არაერთხელ მოხვდა “ყველაზე ელეგანტური ქალების” სიაში.

დღეს მოზა აგრძელებს საზოგადოებრივ საქმიანობას, მართავს ფონდებსა და საერთაშორისო პროგრამებს. მისი ყოველი გამოჩენა, იქნება ეს დიპლომატიური შეხვედრა თუ მოდის ღონისძიება, ყურადღების ცენტრში ექცევა. მისი სტილი კვლავ რჩება შეუდარებლად ელეგანტურ და გავლენიანად, ხოლო მისი ცხოვრება, მაგალითად ქალებისთვის მთელ მსოფლიოში.
შეიხა მოზა არის ქალი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალა შეიძლება გამოიხატოს არა ხმამაღალ სიტყვებში, არამედ ინტელექტში, განათლებაში და ელეგანტურობაში.