რომანტიკული კადრები და ცხოვრება კამერებს მიღმა: ევა ბარბაქაძის ცნობილი ოჯახი - Marao

რომანტიკული კადრები და ცხოვრება კამერებს მიღმა: ევა ბარბაქაძის ცნობილი ოჯახი

2025-10-29 16:05:05+04:00

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. დიდია ინტერესი მისი პირადი თუ კარიერული ცხოვრების დეტალების შესახებ. ამჯერად ევა რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს, თუმცა მისი ვინაობის შესახებ არ წერს. 

barbaqadze

პირველად საყვარელ ადამიანთან ერთად გადაღებული ფოტოები ევამ დედის, შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეზე გამოაქვეყნა და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. 

ევა ბარბაქაძის ოჯახი 

ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

  • "რაც აქამდე ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში - ბოროტება, ტყუილი, ახლა ასმაგად სიკეთით მიბრუნდება" - შორენა ბეგაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ცნობილი დედის მსგავსად ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.

eva_barbaqadze

  • რომანტიკული კადრები და უმშვენიერესი ევა ბარბაქაძე: ვინ არის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის რჩეული

რო­გორც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით შო­რე­ნამ ისა­უბ­რა, ევას მამას ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. შორენას ქმარი ზურაბ ბარბაქაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­ლი­ნა აპი­ლა­ტია. გა­ლი­ნა და მისი და, ლუბა, სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე, პე­ნუ­ა­რებ­სა და ქა­ლის თეთ­რე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბენ.   

ევა ბარბაქაძის უბედური შემთხვევა

შემთხვევა 2016 წლის 27 მარტს მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

  • "ვინ ხარ და რატომ ერევი ჩემს გარეგნობაში" - შორენა ბეგაშვილი კრიტიკის ობიექტად კიდევ ერთხელ იქცა

შორენა ამბობდა, რომ ინციდენტის დროს სამზარეულოში იყო და კერძს ამზადებდა, როდესაც ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაიგო, რომელსაც საპატრულო პოლიციის სირენების ხმაც ერთოდა, გაიქცა ევას ოთახში და ის იქ აღარ დახვდა.

begashvili

საბედნიეროდ, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ევა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. განაგრძო სწავლა, მოგვიანებით უნივერსიტეტშიც ჩააბარა და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.