სხეულის მოვლა ცივ სეზონზე - ბიუჯეტური პროდუქტები, რომელიც მაქსიმალურ შედეგს მოგცემთ - Marao

სხეულის მოვლა ცივ სეზონზე - ბიუჯეტური პროდუქტები, რომელიც მაქსიმალურ შედეგს მოგცემთ

2025-10-30 10:35:12+04:00

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე სხეულს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით, თუ კანის ბუნებრივი სიმშრალე გვაწუხებს. დაბალი ტემპერატურა, შემცირებული ტენიანობა და რეგულარული ცხელი შხაპი მარტივად იწვევს კანის გაუწყლოებას, რაც დასკდომის, წვისა და აქერცვლის მიზეზი ხდება. მუდმივად ასეთმა მდგომარეობამ კი შესაძლოა, ატოპიური დერმატიტის განვითარება გამოიწვიოს.

psp

სწორად შერჩეული პროდუქტები და ყოველდღიური მოვლის რუტინა დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ დისკომფორტი და გართულებები, შევინარჩუნოთ ჯანსაღი და დატენიანებული კანი, რაშიც „ბიორომისა“ და „ლე პეტი ოლივიეს“ ბიუჯეტური და მაღალი ხარისხის პროდუქტები დაგვეხმარება:

psp

  • ბიორომი - მკვდარი ზღვის სკრაბი მანდარინით

მკვდარი ზღვის ბუნებრივი მარილის, ნუშის, ჟოჟობას ზეთისა და მანდარინის ექსტრაქტისგან დამზადებული BIO-ROM-ის სკრაბის კვირაში 1-2 ჯერ გამოყენება დაგვეხმარება კანიდან მკვდარი უჯერების მოცილებასა და მის განახლებაში.

მნიშვნელოვანია, სკრაბმა კანი არ გამოგვიშროს, ამიტომ პროდუქტი შეიცავს ბუნებრივ ზეთებსაც, რომელიც ეფექტურ დატენიანებას უზრუნველყოფს.

BIO-ROM-ის პროდუქცია ისრაელიდან სახელგანთქმულია მაღალი ხარისხითა და ბიუჯეტური ფასით, რაც თავის მოვლას  ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

psp

  • ბიორომი - შხაპის გელი ზღვის მინერალებით

ზღვის მინერალებზე დამზადებული დასაბანი გელი სიღრმისეულად გაგისუფთავებთ კანს გამოშრობის გარეშე, მოგანიჭებთ სისუფთავის განცდას. მისი ნაზი, სასიამოვნო სურნელი დადებით განწყობას შეგიქმნით შხაპის ყოველი მიღებისას.

პროდუქტის ფორმულა შექმნილია იმგვარად, რომ კანმა შეინარჩუნოს კანის ბუნებრივი წონასწორობა და დაიცვას ის გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

psp

  • ბიორომი - მკვდარი ზღვის ტანის კრემი

„ბიორომის“ მკვდარი ზღვის ტანის კრემი ცივ სეზონზე თქვენი აღმოჩენა გახდება. მისი ფორმულა შეიცავს ბუნებრივ მინერალებსა და შიის კარაქს, რაც უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას, ანიჭებს მას აბრეშუმისებრ სირბილესა და სასიამოვნო სურნელს. რაც მთავარია, არ ტოვებს ცხიმიან კვალს და ადვილად შეიწოვება ის.

ლოსიონი დამზადებულია ისრაელში, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით და აქვს ზღვის გრილი და სასიამოვნო სურნელი.

psp

  • ლე პეტი ოლივიე - საპონი

„ლე პეტი ოლივიე“ გამორჩეული ფრანგული ბრენდია, რომელიც ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებს.

საპონი, სხვა პროდუქტების მსგავსად არ შეიცავს ცხოველურ ნივთიერებებსა და პარაბენებს, დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, გაჯერებულია ზეითუნის ზეთით. პროდუქტი ერთი მხრივ, ეფექტურად მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებსა და მტვერს და მეორე მხრივ, დაიცავს კანის ბუნებრივ ბარიერს.

psp

  • ლე პეტი ოლივიე - სხეულის სკრაბი

უკეთესი შედეგისთვის კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ ზეითუნის ზეთით გამდიდრებული სკრაბი, რომელიც ნაზად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და უბრუნებს მას ბუნებრივ ბზინვარებას.

psp

  • ლე პეტი ოლივიე - სხეულის კრემი

ბოლო საფეხურად კი გამოიყენეთ ტანის კრემი, რომელიც ზეითუნის ზეთისა და გლიცერინის მაღალი შემცველობის ხარჯზე საფუძვლიანად ატენიანებს კანს და ანიჭებს მას სირბილესა და ელასტიკურობას. შეიცავს 95% ნატურალურ კომპონენტებს და არ ტოვებს ცხიმიან კვალს.

პროდუქტი არ შეიცავს სილიკონს და სრულიად უსაფრთხო შემადგენლობა აქვს.

(R)