"მჯერა რომ დედაჩემმა ძალიან ბევრი ილოცა ჩემთვის" - დედის გარდაცვალება, წინასწარმეტყველება და მარიამ შარმანაშვილის აქამდე უცნობი ამბები - Marao

"მჯერა რომ დედაჩემმა ძალიან ბევრი ილოცა ჩემთვის" - დედის გარდაცვალება, წინასწარმეტყველება და მარიამ შარმანაშვილის აქამდე უცნობი ამბები

2025-10-30 12:46:55+04:00

მარიამ შარმანაშვილი და კარლო  პონტი უმცროსი ცოტახნის წინ დაქორწინდნენ და მათ შესახებ არაერთი სტატია დაიწერა ქართულ თუ უცხოურ მედიაში. კარლოს შესახებ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ მარიამზე - ნაკლებად. ცოტა ხნის წინ მარიამმა გადაცემაში " შენი ამბავი თაიასთან" სტუმრობისას საკუთარ ბავშვობასა და დედაზე ისაუბრა.

"სტანდარტული ბავშვობა მქონდა, როგორც 90-იან წლებს შეეფერება. ვფიქრობ, დალხენილი ცხოვრება არავის გვქონდა. ცელქი ბავშვი ვიყავი, ეზოში რომ ჩავიდოდი, ამოსვლა აღარ მინდოდა. ჩემი ბავშვობა განსაკუთრებული იყო, რადგან დიდი დრო მაქვს მეგობრებთან გატარებული და ბევრი დასამახსოვრებელი ისტორია გადაგვხდა.

2011 წელს ძალიან მოულოდნელად გარდამეცვალა დედიკო. მე 21 წლის ვიყავი, ის კი 47 წლის იყო. ამ თემაზე საუბარი ყოველთვის ძალიან მიჭირს. ძალიან ვიყავი დედაზე დამოკიდებული, ამიტომ კიდევ უფრო გამიჭირდა იმ რეალობასთან შეგუება. 3 დღის დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და დედას დაემართა შეტევა, ერთ კვირაში უკვე დედა აღარ მყავდა. ცხოვრების ისეთ ეტაპზე დავკარგე, როდესაც კიდევ უფრო მეტად გჭირდება მშობელი. სულ ვამბობ, რომ დედა-შვილს შორის კავშირი არასდროს წყდება. ამ ყველაფერმა სხვა ადამიანად ჩამომაყალიბა და გარდამქმნა. ამ დროს ყველაზე მეტად გშველის რწმენა, რომ დედა-შვილის კავშირი გაუწყვეტელია. გონებაში ჩვენთვის სასურველ რეალობას ვქმნით, რაც ხელს გვიწყობს, გავაგრძელოთ ცხოვრება. 

მჯერა, რომ დედაჩემმა ძალიან ბევრი ილოცა ჩემთვის იმის გამო, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება. სანამ ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეუღლე გამოჩნდებოდა, პანდემია იყო და პირადში მქონდა ძალიან რთული პერიოდი. გამოცდის პერიოდი მქონდა, აფთიაქში ვმუშაობდი, გადავდე წიგნები და მომინდა დედასთვის მეთქვა - ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მოიტანს ჰარმონიას - იმდენად შევიგრძენი ეს სიხარული, რომ ეს ყველაფერი მოხდა, გამოვიდა, თითქოს მანიფესტაცია გავაკეთე. ამ ამბიდან რამდენიმე დღეც არ იქნებოდა გასული, კარლოს პირველი მესიჯი მოვიდა. საქმე ისაა, რომ მე არ ვიცოდი კარლო რომ კარლო იყო. პირველი მესიჯის დროს მქონდა განცდა, ეს შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას," - ამბობს მარიამ შარმანაშვილი გადაცემაში " შენი ამბავი თაიასთან" სტუმრობისას.

  • "რელიგიის შეცვლა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, ეს ადამიანმა საკუთარი სურვილით უნდა გააკეთოს" - რას ამბობს მარიამ შარმანაშვილი მეუღლის, კარლო პონტი უმცროსის შესახებ 

მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი უმცროსი 

ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა. 

აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.

ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“, – ამბობდა მარიამი.

26 ივლისს მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტი უმცროსის ქართული ქორწილი გაიმართა. 

  • "ადამიანებს უკვირთ, თუ რატომ არის კარლო სხვა ქვეყანაში და მე აქ..." - მარიამ შარმანაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს 

წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა. 

ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჯოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.

სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს:

"დასამახსოვრებელი დღეა - 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს - ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!

გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე - ერთგულებითა და თავდადებით.

მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი." - წერდა კარლო პონტი.