"ფეხმოტეხილი ქეთი ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, მეუღლე ძალიან უდგას გვერდით" - როგორია ქეთი წიქვაძისა და ნიკა არველაძის ცხოვრება პატარა რეზისთან ერთად - Marao

"ფეხმოტეხილი ქეთი ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, მეუღლე ძალიან უდგას გვერდით" - როგორია ქეთი წიქვაძისა და ნიკა არველაძის ცხოვრება პატარა რეზისთან ერთად

2025-10-30 14:52:51+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ - არველაძეების ოჯახს კიდე ერთი რეზი არველაძე შეემატა. 

მსახიობი ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას მეგობრის, ლეკას როლს ასრულებდა. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა - ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და მსახიობი ნანა ლორთქიფანიძის შვილია. რაც შეეხება ნიკა არველაძეს, ის ფეხბურთელი რეზი არველაძისა და დიზაინერი თეონა თავართქილაძის უფოროსი შვილია. ნიკას ჰყავს უმცროსი ძმა, ვატო. 

  • უმცროსი რეზი არველაძე უკვე სახლშია: ნიკა არველაძისა და ქეთი წიქვაძის ოჯახური კადრები შვილთან ერთად

ნიკასთვის რეზი პირველი შვილია, ქეთის კი პირველ ქორწინებაში ორი ვაჟი შეეძინა. 

ბებიობისა და ოჯახის ახალი წევრის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ქეთი წიქვაძის დედამ, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ ისაუბრა: 

- ქალბატონო ნანა, როგორია თქვენი დღევანდელობა?

- ჩემი დღევანდელობა არის - შრომა, შრომა და შრომა, სახლში თუ გარეთ..

- რაც კიდევ ერთი შვილიშვილი შეგეძინათ, იმის შემდეგ საქმე მოგემატათ?

- დიახ, რასაკვირველია, საზრუნავი კიდევ დამემატა... კიდევ ორი უფროსი შვილიშვილი მყავს და როგორც ყველა ქალს უწევს ჯაფა - სადილი, ვახშამი, სარეცხი და შემდეგ სამსახური, მეც ასე ვარ.

- უფროსი შვილიშვილები თქვენთან არიან?

- ამჯერად ჩემთან არიან, რადგან ჩემმა ქალიშვილმა ფეხი მოიტეხა. მასთანაც თითქმის ყოველდღე მივდივარ. სამშობიაროდან რომ გამოვიდა, მეორე დღეს ასე დაემართა. უფროსი ბავშვები სკოლაში დადიან, დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასასვლელად გამზადება სჭირდებათ, რასაც მე ვაგვარებ. ფეხმოტეხილი ქეთი ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით. მეუღლე ძალიან უდგას გვერდით.

  • თეონა თავართქილაძე შვილიშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

- როგორი მამაა ნიკა?

- ნიკა ძალიან ყურადღებიანი, არაჩვეულებრივი მამაა, კარგი მეუღლე. ძალიან იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, რომ ნიკა ყურადღებას არ აკლებს ცოლ-შვილს და ქეთის ძალიან ეხმარება. ბებია-ბაბუაც ძალიან ჩართულები არიან და მოკლედ, ყოველდღიურად ყველანი მაქსიმალურად ვართ პატარა რეზის გაზრდით მოცულნი.

- საზოგადოების ვიწრო წრიდან იყო მათ ასაკობრივ სხვაობაზე აქცენტი, ამას როგორ შეხვდით?

- ამას ნამდვილად არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის მთავარია, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს, ბედნიერები არიან და თვითონ ვერანაირად გრძნობენ, რამე ასაკობრივი სხვაობა ხელს უშლიდეთ. თან არც ისეთი სხვაობაა, საერთოდ, სალაპარაკოდ რომ ღირდეს. ამისთვის არც ერთს ყურადღება არ მიგვიქცევია, ღიმილისმომგვრელი იყო ეს ყველაფერი. მაგის გამო გაბრაზება მართლა არ შემიძლია, ისედაც ამდენი სანერვიულოა, ისეთი ყოფა გვაქვს.

წაიკითხეთ სრულად

arveladze

ქეთი წიქვაძისა და ნიკა არველაძის ოჯახი 

"ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ.

ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო.