„დედამ გვაჩუქა საუკეთესო ცხოვრება, კაცებად გაგვზარდა და ამით ყველაფერი ნათქვამია" - ნატო გელაშვილისა და "ჭოხოების" განსაკუთრებული დედაშვილობა - Marao

„დედამ გვაჩუქა საუკეთესო ცხოვრება, კაცებად გაგვზარდა და ამით ყველაფერი ნათქვამია" - ნატო გელაშვილისა და "ჭოხოების" განსაკუთრებული დედაშვილობა

2025-10-30 17:21:38+04:00

"ნატო და ჭოხოები" - ამ სახელით ნატო გელაშვილსა და მის ვაჟებს, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ძმები დედასთან ერთად ხშირად მართავენ კონცერტებს როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში, ასრულებენ ყველასთვის საყვარელ ქართულ სიმღერებს და ბოლო წლების მანძილზე გულშემატკივართა დიდი არმიაც შეიძინეს. 

გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას დედისა და მათი განსაკუთრებული დედაშვილობის შესახებ ისაუბრეს: 

  • "შეყვარებული ნატო საოცრად, საოცრად შემოქმედია.... სიყვარული ჩემთვის მაცოცხლებელი იმპულსია" - ნატო გელაშვილის ამბავი ეკრანს მიღმა

„დედამ გვაჩუქა საუკეთესო ცხოვრება, რაც კი შეეძლო ეჩუქებინა. კაცებად გაგვზარდა და ამით ყველაფერი ნათქვამია. მგონია რომ სადაც სიყვარულია, ყველგან კამათია.

თავის ქნევით სიყვარულის არ მჯერა. როგორც გაგვზარდა, ის ადამიანი როდესაც რაიმე არასწორს ამჩნევს გამოხატავს. აზრის დაფიქსირება მუდამ ხდება, რა თქმა უნდა სიყვარულით“, – ამბობენ ძმები ჭოხონელიძეები.

choxoebi

ნატო გელაშვილი და მისი ოჯახი 

ნატო გელაშვილი 1972 წლის 18 აპრილს, ბორჯომში დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. 1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“.

მუსიკის გარდა, ნატო ბავშვობიდან სპორტის სიყვარულით გამოირჩეოდა, დედამისი ყოფილი კალათბურთელი იყო. 

  • "დაშორების შემდეგ, დაახლოებით ოთხი თვე, დეპრესია მქონდა, ორი შვილით ვიყავი..." - ნატო გელაშვილის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ისტორია

"დიდ ჩოგბურთზე დავდიოდი, მაგიდის ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. ერთხელ სოხუმში შეჯიბრება ტარდებოდა და მესამე ადგილი ავიღე. სპორტი გენეტიკურია ჩვენს ოჯახში - დედაჩემი ყოფილი კალათბურთელია, მამაჩემიც ფანტასტიკურად თამაშობს კალათბურთს. სახლში მაგიდა გვედგა და  ჩოგბურთის ჩემპიონატი იმართებოდა. 

მომწონდა ხალხში ტრიალი და ქაოსური ცხოვრება. ოჯახს ძალიან უნდოდა, მედიცინას გავყოლოდი, მაგრამ ბოლო მომენტში უარი ვუთხარი და მუსიკა ავირჩიე. არ ვიცი, როგორი ექიმი გამოვიდოდი, მაგრამ როცა საქმეს ხელს მოვკიდებ, არ მიყვარს მისი მიფუჩეჩება. 

მე იმდენად პატარა ასაკში ვწერდი სიმღერებს, სულაც არ მიოცნებია რამეზე. მეგონა, ეს ბავშვური გართობა იყო, მაგრამ ყოველთვის მრცხვენოდა დაკვრის. როცა ჩემზე სიამაყით იტყოდნენ, ეს გოგო სიმღერებს წერსო, ვწითლდები. 

gelashvili

მომღერლის ოჯახისთვის არც ტრაგედიაა უცხო - მას სამ წელიწადში გარდაეცვალა ძმა, დედა და მამა. მამუკა გელაშვილი 2013 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ პერიოდში ნატომ დაკარგა მშობლები... სამ წელში ოჯახის წევრების გარეშე დარჩენილი მუსიკოსი დეპრესიაში ჩავარდა...

  • "მინდა, მოგიყვე როგორ ვიცვლები და ვბერდები, როგორ ვერავინ შეძლო შენნაირი სიყვარული" - ნატო გელაშვილის წერილი

ძალიან ბევრი ადამიანია ჩემ დღეში – დაობლებული, მარტოსულად დარჩენილი, მაგრამ, იცით, ცუდი რა იყო? ზედიზედ სამ წელიწადში სამი ადამიანი დავკარგე. იმდენად მიყოლებით მოხდა ეს ყველაფერი, რომ.. ვერ ვიაზრებდი პირველს, რომ მეორე ტრაგედია მოდიოდა, მერე მესამე. რაღაც აუხსნელი პერიოდი იყო. ვერ გეტყვით, უფალმა ამისთვის როგორ მომამზადა.

ყველაზე დიდი დარტყმით დაიწყო. ჩემთვის ძმაც იყო, მეგობარიც და ყველაზე დიდი გულშემატკივარიც. ის იყო ერთადერთი, რომელშიც ნატო თავიდან ბოლომდე იყო ასახული."

24 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული გელა ჭოხონელიძე იყო. "დრო იყო, ოჯახი შემექმნა, იმ ასაკში მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა შვილი. გელა ჭოხონელიძე იმ კაფეში მუშაობდა, სადაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდიოდით. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდა. ის ქალი არ ვარ, რომელიც პირადის გარეშე ვერ იცხოვრებს. ნატომ, როგორც ქალმა, უკვე იცხოვრა. იმის გამო, რომ მარტო არ ვიყო და მქონდეს პირადი, ჩემს მორალში არ შედის" - იხსენებდა ნატო გელაშვილი.