ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ფოტოებს 16-წლიანი სხვაობით აქვეყნებს - ფონზე ტელეწამყვანის ბანერია, რომელიც მისი საავტორო გადაცემისთვის 2009 წელს მომზადდა. "2009 წელი თუ 2025 წელი?" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანის ბიოგრაფია
ნანუკა ჟორჟოლიანი 1979 წლის 26 ივნის დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“. დღეს კი ნანუკა ტვ პირველზე საქმიანობს.

2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშია“ ნანუკა წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად. ნანუკა აქტიურად არის ჩაბმული დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციებში.
ნანუკა 16 წლის ასაკში დაოჯახდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. ნანუკას და ნიკოლოზის ქორწინებამ 2 წელს გასტანა. ნანუკას ნიკოლოზისგან ერთი საერთო შვილი, მარიამი ჰყავს.
წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ნანუკა ხელმეორედ, ირაკლი კოდუაზე დაოჯახდა. მათ ერთი შვილი საბა კოდუა ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.