„საკითხავის ფესტივალი“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ორგანიზებით წელს პირველად ტარდება. დღეიდან, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, „თბილისი მოლში“ ნამდვილი წიგნების დღესასწაული დაგხვდებათ.
„საკითხავის ფესტივალზე“ გელოდებათ ბევრი სიახლე, სასიამოვნო სიურპრიზები, გათამაშებები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. შეგახსენებთ, რომ წელს, გამომცემლობა „პალიტრა L“-ი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომელსაც აღნიშნული ფესტივალით დააგვირგვინებს.
„თბილისი მოლში“ დიდი სივრცე მთლიანად „საკითხავის ფესტივალის“ აქტივობებს ეთმობა. დღეიდან, შეძლებთ ისარგებლოთ 30%-იანი ფასდაკლებით ყველა აქ წარმოდგენილ წიგნზე; დამატებით დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 30% „თიბისი ბანკის“ ახალი ბარათით გადახდისას, ქეშბექის სახით.
თაროები ასაკობრივადაა დალაგებული, რაც ამარტივებს სასურველი წიგნის პოვნას. ბავშვებისთვის საბავშვო ზონაა გამოყოფილი, საყვარელი გმირებით, თამაშებით და საოცარი თავგადასავლებით.
მოზარდებს დახვდებათ თანამედროვე სერიები, ბესტსელერები და ახალი წიგნები - ფასდაკლებით. მოზრდილები შეძლებენ შეარჩიონ კლასიკური და თანამედროვე რომანები, ფსიქოლოგიური, დოკუმენტური და სამოტივაციო გამოცემები, რომლებიც თქვენი სახლის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს.
ფესტივალისთვის სივრცე უკვე მზადაა! გელით, წიგნების ჯადოსნურ სამყაროში.
წიგნების კატალოგი სრულად იხილეთ ბმულზე.
R