რა ღირს ანუკი არეშიძის ყელსაბამი, რომელმაც ხმაური გამოიწვია: ჰელოუინის კოსტიუმი და Tiffany & Co.-ს ძვირადღირებული სამკაული - Marao

რა ღირს ანუკი არეშიძის ყელსაბამი, რომელმაც ხმაური გამოიწვია: ჰელოუინის კოსტიუმი და Tiffany & Co.-ს ძვირადღირებული სამკაული

2025-11-02 14:17:07+04:00

ჰელოუინის არის დღე, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს, დასავლური ტრადიციით ყველა წმინდანის დღის წინა დღეს. ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები... ეს დღე აქტიურად აღინიშნება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, ჰელოუინის წარმოდგენებს ნახავთ ავსტრალიაშიც, ასევე ჩინეთში, კორეასა და სხვა აზიურ ქვეყნებში. ოჯახები დიდი ხნით ადრე იწყებენ მზადებას ამ დღისთვის, არჩევენ კოსტიუმებს, დეკორაციებს - ჰელოუინი განსაკუთრებით საყვარელი დღეა ბავშვებისთვის. 

  • 4 შვილი, გამორჩეული სტილი და სიყვარულის ისტორია: როგორია ნუნუკა თამაზაშვილის ცხოვრება

საქართველოში ჰელოუინს მასშტაბურად არ აღნიშნავენ, თუმცა კოსტიუმირებულ წვეულებებს მაინც შეხვდებით. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო - სხვადასხვა პერსონაჟის ფორმაში არაერთი ცნობილი სახე ვიხილეთ, მათ შორის, თბილისის მერის, კახი კალაძის დიზაინერი მეუღლე, ანუკი არეშიძე. 

  • ეკატერინე ხვედელიძის იშვიათი გამოჩენა: რა ღირს DIOR-ის პიჯაკი CHANEL-ის ჩანთა, რომელიც მან არჩევნებზე მოირგო

ანუკი არეშიძემ წელს ახალგაზრდა ჯადოქრის, მალეფისნეტის კოსტიუმი მოირგო ფილმიდან Maleficent, ფოტო კი საკუთარ გვერდზე გააზიარა: 

anuki

ანუკი არეშიძის კოსტიუმი ჰელოუინზე 

ვინაიდან საქართველოში საზოგადოების მცირე ნაწილი თვლის, რომ ჰელოუინი ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება, ანუკი არეშიძემ არაერთი კრიტიკული კომენტარი დაიმსახურა.

  • VALENTINO-ს პიჯაკი და ძვირადღირებული ჩანთა: როგორ გამოიყურებოდა ნანუკა გუდავაძე დღეს არჩევნებზე

გარდა ამისა, განხილვის საგნად იქცა მისი ყელსაბამიც - ყვითელი ოქროს მასიური სამკაული, რომელსაც ერთგვარი  ჯაჭვის ფორმა აქვს, ძვირადღირებულ ამერიკულ ბრენდს, Tiffany & Co.-ს ეკუთვნის. ყელსაბამის ღირებულა, 74 000 დოლარია, რაც, დაახლოებით, 201 000 ლარია. 

anuki