"მე არ ვარ სნობი ადამიანი, ჩემთვის ყველა წრის ადამიანი მიღებულია..." - თამო ვაშალომიძე ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაზე - Marao

"მე არ ვარ სნობი ადამიანი, ჩემთვის ყველა წრის ადამიანი მიღებულია..." - თამო ვაშალომიძე ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაზე

2025-11-03 13:53:54+04:00

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი ბოლო დროს არაერთ მასშტაბურ ღონისძიებაზე გაჟღერდა. კანისა და ვენეციის კინოფესტივალებზე მისი გამოჩენა ერთდროულად მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. თამომ ამ მნიშვნელოვანი ამბების დეტალები საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. მისი ფოტოები კი ფეისბუკსა და ინსტაგრამზე ვირუსულად გავრცელდა. 

  • "ჩემი ყოფილი მამამთილის ბინაში ვცხოვრობდი, არ მაქვს იმდენი თანხა, რომ დიდი სახლი ვიყიდო..." - თამო ვაშალომიძის ცხოვრება განქორწინების შემდეგ

ამ პროცესების პარალელურად, თამო ვაშალომიძემ ისაუბრა მეუღლესთან დაშორებისა და რთული მომენტების შესახებაც. მან განმარტა, რომ განქორწინების სირთულეებთან გამკლავებაში სწორედ ეს ფესტივალები და დატვირთული გრაფიკი დაეხმარა. მან "პრაიმტაიმთან“ ცნობილი ადამიანების დამოკიდებულებაზეც გააკეთა კომენტარი" 

„მე ვარ ძალიან გარიყული ცნობადი ადამიანებისგან. ის კი არაა, რომ მე ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, ღონისძიებები იქნება თუ ივენთები, კი მპატიჟებენ, მაგრამ დიდად თავს არც ახლა იკლავენ. უკანა მხრიდან მესმის ჭორები. არც მქონია იმის ამბიცია, რომ ვინმესთან მემეგობრა, ან რაღაც წრეში ვყოფილიყავი, მე არ ვარ სნობი ადამიანი. ჩემთვის ყველა წრის ადამიანი მიღებულია. შეიძლება მეცვას როგორც ორიგინალი, ისე 20-ლარიანი სამოსი. 

  • თამო ვაშალომიძე შანტაჟისა და მუქარის შესახებ საუბრობს: "არც სახლ-კარი მინდა, არც მანქანა... წარმატებებს გისურვებთ ჩემს განადგურებაში"

კანის ფესტივალიდან რომ მოვიდოდი, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა სახემ, როცა წინ მედგა, გამარჯობა არ მითხრა, როდესაც მე გამარჯობა უნდა მეთქვა, ზურგი მაქცია, მაგრამ სამაგიეროდ ნაომი კემპბელთან ფოტო რომ გადავიღე, მოიწონა", – ამბობს თამო ვაშალომიძე.  

tamo_vashalomidze

თამო ვაშალომიძის ოჯახი და კარიერა 

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

  • ის, რაც ყველას გვაინტერესებს: ქართველი ვიზაჟისტი, ეკა კრიხელი კანის 2025 წლის კინოფესტივალზე და საინტერესო ამბები კულისებიდან

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა. 

tamo_vashalomidze

"ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა." - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.