ქორწილი ბათუმში, რომლის მსგავსი ჯერ არ გინახავთ: 1750 სტუმარი, გრანდიოზული ტორტი და ულამაზესი პატარძალი - Marao

ქორწილი ბათუმში, რომლის მსგავსი ჯერ არ გინახავთ: 1750 სტუმარი, გრანდიოზული ტორტი და ულამაზესი პატარძალი

2025-11-03 14:20:17+04:00

გასული ზაფხული და შემოდგომა სავსე იყო ულამაზესი ქართველი წყვილების ასევე შთამბეჭდავი ქორწილებითა და ხელის თხოვნებით. ბოლო დროს, ქართველ წყვილებში საქორწინო ცერემონიის საზღვარგარეთ გამართვაც ტრენდული გახდა. სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სახის ქორწილი ვიხილეთ. ყველა მათგანის ერთად თავმოყრა, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა ჩვენ ვეცადეთ, მათ შესახებ მოგვეყოლა და ყველაზე გამორჩეული ქორწილების სიაც შემოგთავაზეთ. 

ბოლო დროის ყველაზე გამორჩეულ ქორწილად, რომელმაც ჩვენი მკითხველისგან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, შეგვიძლია ბათუმელი წყვილის, ანუკი გორგოშაძისა და ნიკა დიასამიძის ქორწილი. პომპეზური ცერემონია კიდევ უფრო განსაკუთრებულად ულამაზესმა პატარძალმა აქცია - ანუკი გორგოშაძემ სოციალურ ქსელში უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. 

  • „1 000 სტუმარი გვყავდა... ალბათ, ეს ყველაფერი ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა" - წლის ყველაზე "ხმაურიანი" ქორწილის დეტალები

ამჯერად გვინდა კიდევ ერთი ულამაზესი ბათუმური ქორწილის შესახებ მოგიყვეთ. 

25 ოქ­ტომ­ბერს, ბა­თუმ­ში, გრან­დი­ო­ზუ­ლი და ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი სტუ­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბით იყო. დარ­ბაზ­ში 1750 სტუ­მა­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. იმ დღის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ლუკა გო­გი­ტი­ძე და ლიზი კონ­ცე­ლი­ძე იყ­ვნენ. წყვი­ლი, რომ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო, გრან­დი­ო­ზულ დღეს 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავ­დნენ. პა­ტარ­ძა­ლი ყვე­ლა სა­კი­თხში თა­ვად იყო ჩარ­თუ­ლი. ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ქორ­წი­ლის პა­ტარ­ძა­ლი Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა:

qorwili

  • ბოლო დროის 8 ყველაზე გამორჩეული ქართული ქორწილი

"ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და­ი­წყო მე­გობ­რო­ბით, 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმე­გობ­რობ­დით, ვი­ყა­ვით ერ­თმა­ნე­თის მე­სა­ი­დუმ­ლე, ყვე­ლა წვრილ­მა­ნი ვი­ცო­დით ერ­თმა­ნეთ­ზე, ჩვენს ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შემ­დეგ ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და, რა დრო­საც სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­და, ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­მო­ვი­და და სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც. 

qorwili

წაიკითხეთ სრულად