ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, CFDA Awards 2025-ზე, საღამოს ნიუ-იორკში, წითელ ხალიჩაზე ყურადღება მიიპყრო ერთმა წყვილმა - რიანამ და A$AP Rocky-მ.
ეს საღამო განსაკუთრებული იყო, რადგან პოპ-სუპერვარსკვლავი რიანა დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა ოფიციალურ ღონისძიებაზე. მომღერალი მოდის სამყაროში ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური სტილითა და გამბედაობით, და ამჯერადაც არ უღალატა თავის ხელწერას - მან მოირგო შავი ელეგანტური სამოსი, რომელიც ბრწყინვალედ წარმოაჩენდა მის ინდივიდუალურობასა და თავდაჯერებულობას.
მეორე მხრივ, მისი პარტნიორი A$AP Rocky იყო საღამოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა - ის დაჯილდოვდა პრესტიჟული ტიტულით „მოდის სიმბოლო 2025“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გავლენას თანამედროვე სტილსა და ქუჩის მოდაში.



რიანას ბიოგრაფია
ცნობილი მომღერალი რიანა 1988 წლის 20 თებერვალს დაიბადა. ბავშვობა რთულ სოციალურ პირობებში გაატარა, თუმცა მუსიკამ და შემოქმედებამ პატარა ასაკიდანვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში. მუსიკალური ნიჭი და გამორჩეული ხმის ტემბრი მალევე იქცა მის გამორჩეულ იდენტობად.
მისი კარიერა დაიწყო პროდიუსერ Evan Rogers-თან შეხვედრისას 2003 წელს. მან ჩაწერა დემო ფირები მისი ხელმძღვანელობით, რომელიც შემდგომ გაიგზავნა რამდენიმე ჩამწერ სტუდიაში, შემდგომში კი მან კონტრაქტი გააფორმა „Def Jam Recordings“-თან, შემდეგ hip-hop პროდიუსერთან და რეპერ Jay-Z-სთან. რიანას სადებიუტო ალბომი იყო „Music of the Sun“ (2005), რომელმაც „ბილბორდის" მონაცემებით, ტოპ-ათეულის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მის სინგლს „Pon de Replay“ ბილბორდის ჩარტების მეათე ადგილი ერგო.
რიანამ გაყიდა 41 ალბომი და 150 მილიონი სიმღერა საზღვარგარეთ. მისი ბევრი სიმღერა ყველა დროის ყველაზე მაღალგაყიდვადია, მაგალითად: „Umbrella“, „Take a Bow“, „Disturbia“, „Only Girl (In the World)“, „S&M“, „We Found Love“, „Diamonds“ და „Stay“. გახდა ყველაზე ახალგაზრდა სოლო-შემსრულებელი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორისაა: რვა "გრემი", რვა American Music Awards, 23 Billboard Music Awards, და ორი BRIT Awards. American Music Awards-ზე 2013 წელს მან მიიღო პირველი Icon Award-ის წოდება. 2014 წელს მიიღო მთავარი ჯილდო The Council of Fashion Designers of America (CFDA) -სგან.
რიანა და როკი მუსიკალურ ინდუსტრიაში პოპულარული და გავლენიანი წყვილია. მათ პირველი შვილი RZA 2022 წლის მაისში შეეძინათ, მეორედ კი მშობლები გასულ ზაფხულს, აგვისტოში გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რიანა ორივე ორსულობას მალავდა და დიდი ხნის მანძილზე არც პირველი შვილის ფოტოები გაუსაჯაროებია, მოგვიანებით ოჯახი ერთად გამოჩნდა და მუსიკოსმა შვილები საზოგადოებასაც გააცნო. წყვილი უკვე სამი შვილის მშობელია. 2025 წლის 13 სექტემბერს Rocki Irish Mayers დაიბადა.