ბავშვის სახელის არჩევა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მშობლებისთვის. საქართველოში ამ პროცესს განსაკუთრებით დიდი დატვირთვა აქვს. სახელების ტენდენციები დროთა განმავლობაში იცვლება: თუ ადრე თითქმის ყველა ოჯახში მარიამი, გიორგი ან დავითის სახელებს ვხვდებოდით, დღეს სიაში ხშირად ჩნდება ისეთებიც, როგორებიცაა ლეო, ენი, კირა, მარია და სხვა.
ნანიკო კლდიაშვილი მაკა ასათიანის რძალია. ის კახა ჟორდანიას მეუღლეა. წყვილმა 2017 წელს იქორწინა. პირველი შვილი კი 2020 წელს შვეიცარიაში გაუჩნდათ. წყვილს ამჟამად ორი შვილი ლეა და ლეო ჰყავთ. ლეო ცოტა ხნის წინ შეეძინათ. ნანიკო სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს.

ნანუკა გულუა და კახაბერ კაშია მესამე შვილის მშობლები გახდნენ. ნინასა და ირაკლის შემდეგ, წყვილს გოგონა შეეძინა. პატარას კირა დაარქვეს.

ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ცოტა ხნის წინ მეორე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ. პატარას მარია დაარქვეს.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება მარია კაჭარავა, ყველაფერმა კარგად და ძალიან სწრაფად ჩაიარა," - წერდა ქეთი ხატიაშვილი.

"სუხიშვილების" სოლისტი, მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი და მისი მეუღლე, დავით თოფურია ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ლეა დაარქვეს.

„მის საქართველო 2012“ მესამე შვილის დედა გახდა. მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანია. თამთა ცოტა ხნის წინ მესამე შვილის დედა გახდა. პატარას მიხეილი დაარქვეს.
"31 ივლისს ჩვენს ოჯახში დაიბადა მიხეილ რატიანი. კიდევ ერთი სიყვარულით სავსე სული - ჩვენი პატარა მიხეილი. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის. გულით მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს თბილი მილოცვებისა და სიყვარულისთვის" - წერდა თამთა.

ქართველი მოდელი თათია ახალაია არაერთი წელია აშშ-ში ცხოვრობს. თათია ლევან კობახიძეზეა დაქორწინებული და ისინი უკვე პატარა გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილმა გოგონას მეა დაარქვა.
"კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სამყაროში, პატარა მეი" - წერდა თათია.

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე მეორე შვილიშვილის ბებია-ბაბუა გახდნენ. მათ ვაჟს, ნიკა არველაძესა და მის მეუღლეს, ქეთი წიქვაძეს პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ბაბუის სახელი, რეზი დაარქვეს.

ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა მისი რჩეულის, ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის 28 ივლისს გაიმართა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ წყვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. თათა პატარა გოგონას სახელად ნინა შეურჩია.

ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ახალგაზრდა მომღერალი, მარიამ ელიეშვილი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც საბა დაარქვეს.

ლიკა ევგენიძესა და მუსიკოს ნიკა კოჩაროვს ერთი საერთო შვილი ჰყავთ. მათ ერთი წლის წინ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ალისა დაარქვეს.

მსახიობი ნინო მუმლაძე და მისი მეუღლე გუგა გოგინაშვილი ცოტა ხნის წინ ბიჭის მშობლები გახდნენ. პატარას რონი დაარქვეს.

სალომე კორკოტაშვილი ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა. პატარა გოგონას სალომემ ნინა დაარქვა. მომღერალი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

წელს მარიამ როინიშვილი მეორე შვილის დედა გახდა - ელენეს შემდეგ მას მეორე გოგონა, კირა შეეძინა. კირა მარიამის და ვახო კანდელაკის პირველი საერთო შვილია.
მარიამი ახალშობილის სახის გამოჩენას სოციალურ ქსელში ერიდებოდა, თუმცა ნათლობის შემდეგ კირას ფოტოებსა და ვიდეოებს მშობლები აქტიურად აქვეყნებენ.

გასულ წელს ინფლუენსერი, ბლოგერი თაკო საზინა პირველი შვილის დედა გახდა. პატარა გოგონას მატილდა დაარქვეს.

გასულ წელს მუსიკოსი, დირიჟორი, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა დედა გახდა. მას და მის მეუღლეს გოჩა ჭანტურიას ტყუპი შეეძინათ. გოგონებს კირა და თუთა დაარქვეს.

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გასულ წელს გოგონას მამა გახდა. ელენე ეპიტაშვილმა და გიორგიმ გოგონას ენი დაარქვეს.

გასული წლის 21 აგვისტოს ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მეუღლეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას დამიანე დაარქვეს. დამიანე უკვე ერთი წლისაა და ის ყოველთვის ესწრება მამიკოს თამაშებს.

ფეხბურთელმა გური გიორბელიძემ ცოტახნის წინ რჩეულზე, თეკლა დვალიშვილზე იქორწინა. სექტემბერში წყვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ნოა დაარქვეს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი მეორე შვილის მამა გახდა. ოთოს და ელას ქალიშვილი, სახელად სოფია შეეძინათ.

ცოტა ხნის წინ გიორგი კეკელიძე მამა გადა. მას და მის მეუღლეს, მარიამ სოსელიას ქალიშვილი შეეძინათ. პატარას კეკე დაარქვეს. გიორგი ხშირად აზიარებს პატარა კეკეს ფოტოებს.
