ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ტუჩის ბალზამი, რომელიც სიმშრალეს დაგავიწყებთ - Marao

ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ტუჩის ბალზამი, რომელიც სიმშრალეს დაგავიწყებთ

2025-11-05 10:39:25+04:00

ტემპერატურის ცვლილება პირდაპირ მოქმედებს ტუჩზე - ცივი ჰაერის, ქარისა და დაბალი ტენიანობის გამო ადვილად შრება და სკდება, რასაც ემატება შენობებში ჩართული გათბობა, რომელიც კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას.

გარდა ამისა, თუ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყალს არ იღებთ, უფრო მიდრეკილი იქნებით კანის გამოშრობისკენ, პირველი სამიზნე კი ამ დროს ტუჩებია, ეპიდერმისის თხელი ფენისა და მის ქვეშ ცხიმოვანი ჯირკვლების არ არსებობის გამო.

ცივ სეზონზე ტუჩის მოვლის ყველაზე ეფექტიანი გზა პრევენციაა: მივიღოთ საჭირო რაოდენობით წყალი - 1,5-2 ლიტრი, მოვერიდოთ მის ენით დასველებას, შევზღუდოთ ალკოჰოლის მიღება (იწვევს დეჰიდრატაციას) და როგორც კი სიმშრალეს ვიგრძნობთ, მაშინვე დავიტენიანოთ.  რეკომენდებულია გამოვიყენოთ მოვლის საშუალებები, რომელიც ღრმად შეაღწევს კანის შრეებში და მომენტალურ კომფორტს მოგვანიჭებს. ეფექტურ პროდუქტებს შორისაა ბრიტანული ბრენდის, „დოქტორ პაუ პაუს“ (Dr. Paw Paw) ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ტუჩის ბალმები ვანილის, შოკოლადისა და მარწყვის არომატებით. 

პროდუქტები შეიცავს ალოე ვერას, აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთებს, რომელთა კომბინაციაც ამშვიდებს გაღიზიანებულ ტუჩს, აღადგენს და ღრმად ატენიანებს მას. მსუბუქი არომატები კი სასიამოვნო განწყობასა და კომფორტის შეგრძნებას მოგანიჭებთ ცივ სეზონებზე:

  • ტუჩის ბალზამი ვანილის არომატით

psp

ჰიგიენური ბალზამი ვანილის არომატით დამატებით შეიცავს პაპაიას ექსტრაქტსაც, იდეალურია დელიკატური მოვლისთვის, ასევე ტუჩსაცხისა და ფანქრის ბაზად. 

  • ტუჩის ბალზამი შოკოლადის არომატით

tuchis_balmi 

შემოდგომა-ზამთრის ცივ სეზონებზე შოკოლადის ტკბილი, სასიამოვნო სურნელი კომფორტის შეგრძნებას გვანიჭებს - მის ნოტებს კი „პაუ პაუს“ ამ ტუჩის ბალზამის გახსნისთანავე იგრძნობთ და თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი დარჩება.

გარდა იმისა, რომ პროდუქტი აღგიდგენთ გამომშრალ ტუჩებს, აგიმაღლებთ განწყობასაც.

  • ტუჩის ბალზამი მარწყვის არომატით

tuchis_balmi

„პაუ პაუ“ მარწყვის არომატით იდეალურია მათთვის, ვისაც ღრმა დატენიანება და მსუბუქი არომატები უყვარს. მარწყვის ტკბილი, მსუბუქი ნოტები გაგიხალისებთ დღეს და დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღებაში. 

„დოქტორ პაუ პაუს“ ამ და სხვა პროდუქტების დეტალურად სანახავად მიჰყევით ბმულს.

R