რუსთავის თეატრში სპექტაკლს რუმინელი რეჟისორი დგამს - Marao

რუსთავის თეატრში სპექტაკლს რუმინელი რეჟისორი დგამს

2025-11-05 10:56:51+04:00

9 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი  რუმინელი რეჟისორის ანტონელა კორნიჩის  მიერ დადგმული სპექტაკლის ,,ფრინველები“ პრემიერას წარმოადგენს. 

თეატრის ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის მოწვევით, რუსთავის თეატრის დასთან რუმინელი რეჟისორი ანტონელა კორნიჩი არისტოფანეს კომედიაზე „ფრინველები“ უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს. 

ანტონელა კორნიჩი თანამედროვე რუმინული თეატრის ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი და იაშის ხელოვნების უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის პროფესორია. მასთან მუშაობა კი რუსთავის თეატრის დასისთვის ახალი გამოცდილება და გამოწვევაა. რეჟისორმა მსახიობები თეატრში კონკურსის  საფუძველზე შეარჩია. 

„ფრინველები“ – ძველი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს კომედიაა. არისტოფანეს შემოქმედებიდან სრული სახით,  მხოლოდ ეს ერთი ნაწარმოები მოვიდა ჩვენამდე, რომელიც   დიდ დიონისიობაზე 414 წელს დაიდგა. 

  • "ფრინველები“ შეიძლება ითქვას წინასწარმეტყველური, პიესაა. ის დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც იმ დროს როცა დაიწერა. თითოს  არისტოფანემ ჩვენი დროებისთვის დაწერა. მაშინაც და ახლაც, ახალი სამყაროს წარმოდგენისა და შექმნის ცდუნება კვლავაც იწვევს ცხოველ ინტერესს ადამიანში. თუმცა, ფუნდამენტური კითხვა კვლავ იგივე რჩება: ვოცნებობთ თუ არა უკეთეს სამყაროზე?! თუ უბრალოდ უფრო მოსახერხებელ სამყაროზე ჩვენთვის? სპექტაკლი „ფრინველები“ არის ადამიანზე და კაცობრიობაზე, მისი მდგომარეობებითა და ღრმა გაგებით.  არისტოფანეს დროების შემდეგ, ჩვენ ტექნოლოგიურად და სოციალურად განვვითარდით; ჩვენ ვიგონებდით და ვაშენებდით ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. და მაინც, ჩვენი შინაგანი არსი უცვლელი დარჩა. ჩვენში თანაარსებობს იგივე ძალა, რომელსაც შეუძლია სამყაროს გარდაქმნა და პარადოქსულად, ზუსტად იგივე ძალას შეუძლია მისი განადგურება. სწორედ ამ საკაცობრიო თემას ეხება ნაწარმოები, რომელსაც მიუხედავად მისი შინაარსისა კომედიას ვერ ვუწოდებთ. სპექტაკლი მოგვითხრობს ადამიანის ბუნებასა და სამყაროს ხელახლა გამოგონების მარადიულ სურვილზე."

შემოქმედებითი ჯგუფი

  • რეჟისურა და  მუსიკალური გაფორმება  - ანტონელა კორნიჩი  
  • მხატვარი -   ბარბარა ასლამაზი
  • დამდგმელი ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
  • ქორეოგრაფი - ნანა ბიბილაშვილი
  • ტექნიკური რეჟისორი - ლიზა გაფრინდაშვილი

მონაწილეობენ

  • ანდრია ვაჭრიძე
  • ნიკოლოზ გვაზავა
  • მარიამ კვიტაიშვილი
  • ნათია მელაძე
  • ნათია არბოლიშვილი
  • ნანა ბიბილაშვილი
  • ანკა დიდმანიძე
  • ვატო სანიკიძე
  • ანა შარვაძე
  • ირაკლი ჯიშკარიანი
  • რეზო კოღოშვილი

(R)