შვილმა მარიხუანა მომაწევინა - Marao

შვილმა მარიხუანა მომაწევინა

2013-05-29 12:09:40+04:00

ქალი ვარ და ვაღიარებ, 18 წლიდან სიგარეტს ვეწევი. გათხოვების შემდეგ ორი შვილი გავაჩინე და ამის გამო ბევრჯერ ვცადე თავის დანებება. თითქოს გამომივიდა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქმარმა მიმატოვა, სიგარეტს ისევ დავუბრუნდი.

ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემს ბიჭს და გოგონას სიგარეტით ხელში არ დავენახე. გიორგი უკვე 20 წლისაა, ნათუკა - 16-ის. ერთ საღამოს გიორგიმ მითხრა, დედა, რას მიმალავ, ვიცი, სიგარეტს რომ ეწევი და არ გინდა, ერთი მაგარი რაღაც გაგასინჯოო.

საშინლად გავუბრაზდი, ვუთხარი, დედას როგორ ელაპარაკები-მეთქი, მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც სიგარეტი გამომელია და მაღაზიაში ჩასვლა დამეზარა, გიოს ოთახში შევედი და ვთხოვე, ერთი ღერი სიგარეტი მოეცა, თორემ გავგიჟდებოდი.

სრულად ტექსტი იხილეთ: www.reitingi.ge