38 წლის მარიამ არაბული 11 შვილის დედაა. მას მე-11 შვილი, გიორგი სულ რამდენიმე დღის წინ შეეძინა. ალბათ, ბევრი ქალისთვის წარმოუდგენელი და შეუძლებელია 11 ბავშვის აღზრდა, მარიამიც აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდია მისი მეუღლის წვლილი.
მრავალშვილიანი დედობისა და შვილების შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.
11 შვილის დედა - მარიამ არაბული
„მიკვირს ხოლმე 11 შვილი… ხანდახან საკუთარი თავისთვის შეკითხვა დამისვამს: მართლა ამდენი მყავს? პირველი შვილი 16 წლის მყავს, დანარჩენებს შორის ასაკობრივი სხვაობა 1 წელი ან 1 წელი და თვეებია.
გიორგი ერთი კვირის არის, ძალიან წყნარი ბავშვია. პირველი შვილი რომ გვეყოლა, იმ დროს ცოტა ჭირდა, არც მიფიქრია, რომ მეორე და მესამე შვილი მყოლოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ გადავწყვიტე, მრავალშვილიანი დედა გავმხდარიყავი…
მეუღლე მეხმარება და სტიმულს მაძლევს. ღამე ბავშვი რომ იღვიძებს, ჩემი მეუღლე აჭმევს, მზრუნველია. დილა პოზიტიური განწყობით უნდა დაიწყო და ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს მარიამ არაბული.
"ამაზე საუბარიც უხერხულია, რას ჰქვია, მარტო დედის არის შვილი?" - ნატალიკო ქუთათელაძის დედის ამპლუა, შვილი და ოჯახი
მარიამ არაბული ამტკიცებს, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია - ის, 11 შვილის პარალელურად, ხელნაკეთ ნივთებს ქმნის, აქვს საკუთარი საქმე და შემოსავალი. მარიამ არაბული ნამდვილად არის მაგალითი იმისა, რომ ქალებმა, ოჯახსა და შვილებთან ერთად, საკუთარ სურვილებზე, მიზნებსა და ოცნებებზე უარი არასდროს უნდა თქვან.