როგორ შევარჩიოთ ეფექტური მზისგან დამცავი ბიუჯეტურ ფასად? - Marao

როგორ შევარჩიოთ ეფექტური მზისგან დამცავი ბიუჯეტურ ფასად?

2025-11-06 11:35:16+04:00

დაბერების პროცესის შენელება, კანის დაავადებების, პიგმენტაციისა და დამწვრობის პრევენცია  - დილის ერთწუთიან რიტუალს, რომელსაც მზისგან დამცავი საცხის გამოყენება ჰქვია,  ყველა ჩამოთვლილი სარგებლის მოტანა შეუძლია.

იმისათვის, რომ პროდუქტმა სასურველი შედეგი მოგვცეს, ჩვენი კანის ტიპის, ცხოვრების წესისა და მოთხოვნების მიხედვით უნდა შევარჩიოთ. გასათვალისწინებელია, რომ საუკეთესო შედეგის მიღება დერმატოლოგების მიერ შემოწმებული ბიუჯეტური პროდუქტებითაც შეგვიძლია.

5 ფაქტორი, რომელიც მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:

  1. არსებობს ქიმიური და მინერალური ფილტრები. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ქიმიურმა ფილტრმა შეიძლება მსუბუქი წვის შეგრძნება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რუტინაში რეტინოლი ან ამქერცლავი საშუალებები გაქვთ. სამაგიეროდ, ქიმიური ფილტრი უფრო კომფორტულია მაკიაჟის ბაზად, სწრაფად იწოვება კანში და არ ტოვებს ლაქებს. მინერალური ფილტრი ეფექტურად ირეკლავს UV სხივებს, თუმცა შეიძლება ტოვებდეს თეთრ ლაქებსა და ცხიმიან კვალს.
  • სენსიტიური კანისთვის, როზაცეისა და სიწითლის შემთხვევაში რეკომენდებულია მინერალური ფილტრი;
  • ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის - არაკომედოგენური, უცხიმო ფორმულები;
  • მშრალი კანისთვის მზისგან დამცავი ისეთი დამატენიანებელი ინგრედიენტებით, როგორიცაა გლიცერინი, ჰიალურონის მჟავა და კერამიდები.

psp

  1. რაც უფრო მაღალი ფილტრი აქვს პროდუქტს, უფრო ხანგრძლივად დაგიცავთ. მაგალითად, SPF 30-სა და 50-ს შორის ეფექტიანობის თვალსაზრისით სხვაობა 1%-ია (97 და 98%-იანი დაცვა), თუმცა მთავარი ფაქტორი ის არის, რომ 50-იანი ფილტრი უფრო ხანგრძლივად გვიცავს, ვიდრე 30-იანი.
  2. ძვირი არ ნიშნავს უკეთესს და პირიქით, მთავარია შევარჩიოთ ფორმულა, რომელიც ეფექტიანად დაგვიცავს და უსაფრთხო, ჰიპოალერგიული იქნება. შედეგის მიღება კი ბიუჯეტური პროდუქტებითაც არის შესაძლებელი;
  3. თუ მზისგან დამცავი შეიცავს სპირტს, სურნელოვან დანამატებსა და ეთერზეთებს, შეიძლება განგვივითარდეს ალერგიული რეაქცია, გაგვიჩნდეს გამონაყარი ან სიწითლე, განსაკუთრებით თუ მგრძნობიარე კანი გვაქვს, ამიტომ რეკომენდებულია ასეთი პროდუქტების გამოყენებას თავი ავარიდოთ;
  4. მზისგან დამცავი საშუალება უნდა იყოს კლინიკურად/დერმატოლოგიურად შემოწმებული. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა.

დერმატოლოგიურად შემოწმებული, ბიუჯეტური პროდუქტები, რომელიც ეფექტურად დაგიცავთ მზისგან და იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის:

  • ფარმასერისი - სპეციალური მზისგან დამცავი კრემი

psp

უმაღლესი ხარისხის პოლონური ბრენდის „ფარმასერისის“ კანის მოვლის საშუალებები შექმნილია ჰიპოალერგიული ფორმულით და თავსებადია ყველა ტიპის კანზე.

სპეციალური მზისგან დამცავი კრემი რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვისაც. ამშვიდებს და ხანგრძლივად ატენიანებს მას, რაც მთავარია, იცავს UV სხივებისგან.

  • ფარმასერისი - საბავშვო მზისგან დამცავი კრემი ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის

 psp

რეკომენდებულია ნაზი, მგრძნობიარე და მშრალი სახის კანისთვის, რომელიც მიდრეკილია ალერგიისა და ჰიპერპიგმენტაციისკენ და მოითხოვს ძალიან მაღალ დაცვას მზის ინტენსიური სხივებისთვის, მზის დამწვრობისა და მავნე UVA/UVB გამოსხივებისგან, ასევე ხილული და ინფრაწითელი სინათლისგან. ფორმულა განკუთვნილია 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის.

  • ლირენე - ტუჩის ბალზამი - SPF50

psp

მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა მნიშვნელოვანია ტუჩისთვისაც, სადაც უფრო თხელი კანი გვაქვს, შესაბამისად, ადვილად გვიშრება და გვისკდება.

პოლონური დერმატოლოგიური ბრენდის, „ლირენეს“ დამცავი ტუჩის ბალზამი SPF 50, ნუშის ზეთის, შის კარაქისა და E ვიტამინის შემცველობის წყალობით, ინტენსიურად ატენიანებს, კვებავს და აღადგენს ტუჩის კანს, ამასთან უზრუნველყოფს მაღალი UVA და UVB დაცვას მთელი წლის განმავლობაში.

  • ლირენე - მზისგან დამცავი სახის კრემი SPF50

psp

„ლირენეს“ მზისგან დამცავ სახის კრემს უნიკალური ფორმულა აქვს, რადგან შეიცავს როგორც ქიმიურ (ორგანულ), ასევე მინერალურ ფილტრებს, უზრუნველყოფს სრულყოფილ დაცვასა და დატენიანებას, არ ტოვებს ცხიმოვან ტექსტურას და თავსებადია ყველა ტიპის კანისთვის.

პროდუქტი თქვენი რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდება წელიწადის ნებისმიერ დროს.

გახსოვდეთ, მზისგან დამცავი კანის მოვლის რუტინის მთავარი პროდუქტია, რომელიც რეალურ შედეგს მოგიტანთ.

(R)