ლიკუნა ქორქია და გიორგი ასლამაზიშვილი მშობლები გახდნენ: რა დაარქვეს პირველ შვილს - Marao

ლიკუნა ქორქია და გიორგი ასლამაზიშვილი მშობლები გახდნენ: რა დაარქვეს პირველ შვილს

2025-11-06 16:04:20+04:00

ტელეწამყვანი და მოდელი ლიკუნა ქორქია პირველი შვილის დედა გახდა. ამ ბედნიერი დღის კადრები სამშობიაროს ეზოდან მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გამოაქვეყნეს. 

ლიკუნა ქორქიამ საიდუმლოდ იქორწინა ბიზნესმენ გიორგი ასლამაზაშვილზე. ამის შესახებ ლიკუნას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, იშვიათად აქვეყნებს მასთან ერთად გადაღებულ კადრებსაც. ლიკუნას და გიორგის პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც დუდა დაარქვეს.

likuna

ლიკუნა ქორქიას ოჯახი და კარიერა

ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება. 

  • ვინ არის ანუკი ქორქიას მეუღლე და როგორია ის დედის ამპლუაში: მშვენიერი ტელეწამყვანი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა ქორქიამ მეორედ იქორწინა. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი ასლამაზაშვილი გახდა: 

  • "დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე გი­ორ­გი ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ახა­ლია, ვფიქ­რობ, ჩემს გარ­შე­მო ბევ­რი თქვენ­გან გა­ი­გებს ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, ბედ­ნი­ე­რად, მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს. რაც მთა­ვა­რია ძა­ლი­ან კარ­გად ვართ, ბედ­ნი­ე­რად და კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გავ­ხდით ერ­თად ჩვენს ცხოვ­რე­ბას", - თქმა ლიკუნამ AMBEBI.GE-ისთან კომენტარში. 

ლიკუნა ქორქია ფართო საზოგადოებამ პირველად ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ გაიცნო. მისი კარიერა მოიცავდა როგორც ტელეწამყვანობას, ასევე მოდელობას. მისი და, ანუკი ქორქია, ასევე ცნობილია მედიის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დების მიმართ ინტერესს.​

  • ულამაზესი ორსულის ახალი ოჯახური ფოტოები: ლიკუნა ქორქიას ახალი კადრები რჩეულთან ერთად

ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.

ლიკუნა ქორქიას პირადი ცხოვრება

რამდენიმე წლის წინ ლიკუნა ქორქიამ საიდუმლოდ იქორწინა. მისი მეუღლე "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა. 

  • რას წერს ლიკუნა ქორქია ორსულობის შესახებ: "ჯერ არ მეტყობა, მაგრამ უკვე ვბრწყინავ"

"არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ და ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი არ გასაჯაროებულა. ჩვენი ქორწინების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ და ასე ნელ-ნელა ვრცელდება ჩვენი ამბავი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს აინტერესებს. ვცხოვრობთ ერთად და ბედნიერად. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი“ - აღნიშნავდა ლიკუნა ქორქია „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიკა და მიხეილ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ამის შესახებ მას საჯაროდ კვლავ არ უსაუბრია. ლიკუნა მეორე ქორწინების შემთხვევაშიც პირადი სივრცის დაცვას ამჯობინებს და სოციალურ ქსელში საერთო ფოტოების გამოქვეყნებით შემოიფარგლება.