საიდუმლო ქორწინება, პირველი შვილი და ემოციური წერილი მეუღლის შესახებ: ლიკუნა ქორქიას ოჯახური ბედნიერება - Marao

საიდუმლო ქორწინება, პირველი შვილი და ემოციური წერილი მეუღლის შესახებ: ლიკუნა ქორქიას ოჯახური ბედნიერება

2025-11-07 10:29:14+04:00

ტელეწამყვანი და მოდელი ლიკუნა ქორქია სულ რამდენიმე დღის წინ პირველი შვილის დედა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ლიკუნას ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი არ უყვარს, ამ დიდი სიხარულის გაზიარება მეგობრებისთვისაც გადაწყვიტა - მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და მის შესახებ დაწერა: 

"სიყვარულის ცხრა მშვენიერი თვე...და ახლა, პატარა დუდა საბოლოოდ ჩვენს მკლავებშია. ჩვენი გულები სავსეა," - წერს ლიკუნა და ფოტოებს აქვეყნებს.

  • ულამაზესი ორსულის ახალი ოჯახური ფოტოები: ლიკუნა ქორქიას ახალი კადრები რჩეულთან ერთად

qorqia

ლიკუნა ქორქიას ოჯახი და კარიერა

ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა ქორქიამ მეორედ იქორწინა. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი ასლამაზაშვილი გახდა: 

"დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე გი­ორ­გი ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ახა­ლია, ვფიქ­რობ, ჩემს გარ­შე­მო ბევ­რი თქვენ­გან გა­ი­გებს ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, ბედ­ნი­ე­რად, მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს. რაც მთა­ვა­რია ძა­ლი­ან კარ­გად ვართ, ბედ­ნი­ე­რად და კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გავ­ხდით ერ­თად ჩვენს ცხოვ­რე­ბას", - თქმა ლიკუნამ AMBEBI.GE-ისთან კომენტარში. ლიკუნა ქორქია ფართო საზოგადოებამ პირველად ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ გაიცნო. მისი კარიერა მოიცავდა როგორც ტელეწამყვანობას, ასევე მოდელობას. მისი და, ანუკი ქორქია, ასევე ცნობილია მედიის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დების მიმართ ინტერესს.​

  • უმშვენიერესი ანუკი ქორქიას იტალიური ვოიაჟი: კადრები ქალიშვილთან ერთად 

ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.