ნოდიკო ტატიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მეგობრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა და დაწერა, რომ მამა გახდა. მომღერალს გოგონა შეეძინა, რომელსაც კესანე დაარქვეს. ნოდიკოსთვის კესანე პირველი შვილია, მისი ეს სიხარული უამრავმა ადამიანმა გაიზიარა, თუმცა, ამასთან ერთად, უამრავი კითხვა დაისვა, ვინ არის ნოდიკო ტატიშვილის მეორე ნახევარი.
ვინაიდან ნოდიკო ტატიშვილი იმ ცნობილ სახეებს მიეკუთვნება, რომლებსაც პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვართ, მისი მეუღლის შესახებ მედიაში აქამდე არაფერი დაწერილა. შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარულის შემდეგ კი მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გაგვიზიარა - ნოდიკოს მეორე ნახევარი ექიმი ემბრიოლოგი თათია ერვანიძეა.

თათია 10 წელზე მეტია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის სფეროში (ART) საქმიანობს და ასრულებს 2000 – ზე მეტ ICSI– ს წელიწადში IVF ლაბორატორიაში. იგი გამოცდილია ემბრიონის მიკრომანიპულაციის, კრიოპრეზერვაციის მიმართულებით, წარმატებით მუშაობს TESA, MicroTESE, IUI, IVF პროცედურებზე. თათია ერქვანიძე 2004-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, ციტოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2009-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა რეზიდენტურა ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით.

