"მელანო 16 წლის გახდა" - დათო ხუჯაძის მამის ამპლუა და 3 შვილი - Marao

"მელანო 16 წლის გახდა" - დათო ხუჯაძის მამის ამპლუა და 3 შვილი

2025-11-07 18:00:55+04:00

დათო ხუჯაძის უფროსი ქალიშვილი, მელანო, 16 წლის გახდა, მისი ფოტოები სოციალურ ქსელში მამამ გამოაქვეყნა. მელანომ უამრავი მილოცვა და კომპლიმენტი დაიმსახურა.

dato_xujadze

dato_xujadze

დათო ხუჯაძე 

დათო ხუჯაძე 1975 წელს თბილისში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი ბავშვობიდან დაიწყო. სტუდენტობისას შექმნა ჯგუფი "ფლეში", მოგვიანებით კი ჯგუფის "სახე" წევრი გახდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სოლო-კარიერა დაიწყო.

  • "უსაყვარლესი" - დათო ხუჯაძე შვილის, თემიკო ხუჯაძის ფოტოს გვიზიარებს

მისი სიმღერის "მახინჯი ვარ“ კლიპი 2005 წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დაასახელეს. მომდევნო წლებში კი მან კარიერა რუსეთში გააგრძელა. 

დათო ხუჯაძის ოჯახი 

დათო ხუჯაძე პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი საერთო შვილი მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. დათოს და ეკას ერთი ქალიშვილი, ილა შეეძინათ. 

  • დათო ხუჯაძის უმცროსი ქალიშვილის ფოტოები: ეკა დალაქიშვილი პატარა ილა ხუჯაძის კადრებს გვიზიარებს

"გარდა იმისა, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მეორე შვილის დაბადებამ ახალი აზრი მისცა ჩემს ცხოვრებას. საერთოდ, ვთვლი, რომ რაც უფრო მეტი შვილი გეყოლება, მით უკეთესია. მეც არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას. ბავშვების მაღაზიას გულგრილად ვერ ჩავუვლი. აუცილებლად შევალ და რამეს მაინც ვუყიდი. თუ საზღვარგარეთ ვარ, უფრო გამძაფრებული ინტერესი მაქვს საბავშვო მაღაზიების მიმართ. მიყვარს, როდესაც ჩემი გოგონასთვის ლამაზ კაბებს ვყიდულობ" - აღნიშნავda დათო ხუჯაძე.

  • დათო ხუჯაძე მესამედ დაქორწინდა - ვინ არის მომღერლის რჩეული?

დათოსა და ეკას ქორწინება მალე დასრულდა. მომღერალმა კი მესამედ თაკო თუხაშვილზე იქორწინა. დათოსა და თაკოს ერთი შვილი ჰყავთ, რომელსაც თემიკო დაარქვეს. პატარა თემიკო უფროს დებთან დიდ დროს ატარებს.