„ისწავლე პროფესია, რომელიც კარიერად იქცევა“ - Marao

„ისწავლე პროფესია, რომელიც კარიერად იქცევა“

2025-11-07 13:30:22+04:00

ჯი ემ თი ჰოსფითალითი (GMT/Hospitality) ხსნის სტუმარმასპინძლობის აკადემიას (Hospitality Academy)

თბილისის ოთხ გამორჩეულ ობიექტს – ფუნიკულიორის კომპლექსს, სახაბაზო პური გულიანს, პური გულიანი ექსპრესს და რიგი გასტროდუქანს – ერთი კომპანია აერთიანებს. ჯი ემ თი ჰოსფითალითი  მრავალი წელია ქმნის გამოცდილებას ქართული სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, ხოლო ახლა საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას ახალ მიზანს უძღვნის – მომავალ პროფესიონალთა აღზრდას.

კომპანია ოფიციალურად აცხადებს პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრის – სტუმარმასპინძლობის აკადემიის გახსნას, რომელმაც პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება მოიპოვა და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

rigis_duqani

სახელმწიფო მიერ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება სამ პროგრამაზე

ჯი ემ თი ჰოსფითალითიმ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შემოწმება და მიიღო უფლება, გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი სამ პროგრამაზე:

  • „ქართული სამზარეულოს ავთენტური კერძების მომზადება“;
  • „სერვისი და სერვირება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებში“;
  • კლასიკური დესერტების მომზადება“.

მიმდინარე წელს მიღება პირველ ორ პროგრამაზე გამოცხადდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიზანი მხოლოდ პროფესიული ცოდნის გადაცემა კი არა, არამედ ინდუსტრიისთვის საჭირო მაღალი სტანდარტის ტალანტების აღზრდაა.

პროფესიონალები, რომლებიც პრაქტიკას ასწავლიან

სტუმარმასპინძლობის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის, რომ სწავლების პროცესში უშუალოდ ჩართული იქნებიან კომპანიის წამყვანი პროფესიონალები – აღმასრულებელი შეფები, შეფ-კონდიტრები და სერვისის მენეჯერები, რომლებიც სპეციალურად გადამზადდნენ სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებში, რათა სტუდენტებს მიაწოდონ არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება, არამედ სწავლების მაღალი ხარისხიც.

stumarmaspindzlobis_akademia

სწავლება ხორციელდება უშუალოდ კომპანიის ბაზაზე, თანამედროვედ აღჭურვილ სივრცეებში, რაც კურსდამთავრებულებს პირველივე დღიდან ამზადებს სამუშაო გარემოსთან ადაპტაციისთვის.

უფასო სწავლება და გარანტირებული დასაქმება

სტუმარმასპინძლობის აკადემია სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას – უფასო, სრულფასოვან პროფესიას, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციასა და დასაქმებას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება, რომელიც პირდაპირ აკავშირებს მათ რეალურ სამუშაო შესაძლებლობებთან,“ — აცხადებენ ჯი ემ თი ჰოსფითალითიში.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის მიღება კურსდამთავრებულს ხდის კონკურენტუნარიან კანდიდატად შრომის ბაზარზე და უღებს კარს მთელ სექტორში.

განათლება, პრაქტიკა და დასაქმება — ერთ სივრცეში

ჯი ემ თი ჰოსფითალითი მიიჩნევს, რომ აკადემიის გახსნა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ მთელი სექტორისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. განათლება, პრაქტიკა და დასაქმება ერთ სივრცეში – სწორედ ეს მოდელია, რომელიც ქართულ სტუმარმასპინძლობას ახალ სტანდარტამდე აიყვანს.

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო!

 puri_guliani

სტუმარმასპინძლობის აკადემია 7 ნოემბრიდან იწყებს განაცხადების მიღებას პირველ ნაკადზე (განაცხადების მიღების ბოლო ვადა 13 ნოემბერი).

პროცესის გასამარტივებლად, მიჰყევით ამ 5 მარტივ ნაბიჯს:

  1. გახსენით ვებგვერდი: https://vet.emis.ge/
  2. მთავარ გვერდზე აირჩიეთ სექცია: „მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო პროგრამები“.
  3. დაწესებულებების“ ველში იპოვეთ და მონიშნეთ: „შპს ჯი ემ თი მთაწმინდა“.
  4. აირჩიეთ ჩვენი აკადემიის პროგრამა, რომელიც გაინტერესებთ.
  5. დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს და შეავსეთ მოთხოვნილი მონაცემები.

R