საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერიის პირველი მატჩი აშშ-ის ნაკრებთან გამართა და 43:30 მოიგო. თამაშს მორაგბე დავით კაჭარავა ოჯახთან ერთად დაესწრო - სტადიონზე ის მეუღლესთან, ქეთი ხატიაშვილთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. "გილოცავთ -მოვიგეთ! ეს იყო ერთდროულად პირველი თამაში ანასტასიასთვისა და ილიასთვის! დიახ, დიახ, ანასტასიაც პირველად დაესწრო რაგბის თამაშს. ამ დღის სამახსოვროდ 2 ფასდაუდებელ ნივთს შევინახავთ, ეს არის ნაკრების ხელმოწერილი მაისური და სათამაშო რაგბის ბურთი, რომელიც ილიამ ცოტა შეჭამა", - დაწერა ქეთი ხატიაშვილმა საკუთარ გვერდზე და ოჯახური კადრები გააზიარა.



ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა მეორე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ. პატარას მარია დაარქვეს. წყვილის საერთო პირველი შვილი ილიაა, რომელიც 2024 წელს შეეძინათ.
ქეთის პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, ხოლო დავითს - ვაჟი.
ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.
"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.
მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.
ახლა ქეთი უკვე სამი შვილის დედაა ბედნიერი ოჯახი აქვს - ოჯახთან ერთად, ასევე წარმატებულია საკუთარ საქმეში და ბერი ქალისთვის მოტივაციადაც იქცა.