"ძალიან დიდხანს ვმალეთ ჩვენი ურთიერთობა და გამოგვივიდა კიდეც.." - ნოდიკო ტატიშვილის პირველი ინტერვიუ მეუღლის, შვილისა და ორწლიანი სიყვარულის შესახებ - Marao

"ძალიან დიდხანს ვმალეთ ჩვენი ურთიერთობა და გამოგვივიდა კიდეც.." - ნოდიკო ტატიშვილის პირველი ინტერვიუ მეუღლის, შვილისა და ორწლიანი სიყვარულის შესახებ

2025-11-11 10:14:48+04:00

ცოტა ხნის წინ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა. მას გოგონა, სახელად კესანე შეეძინა. ნოდიკო ტატიშვილი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა ურთიერთობის შესახებ. მისი რჩეული ექიმი თათია ერქვანიძეა. როგორც მომღერალი "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, ის და თათია უკვე ორი წელია ერთად არიან:

"დავრწმუნდი, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე და თათია სიხარულისგან გადარეულები ვართ. ენით აღუწერელი წუთები გამოვიარეთ ორივემ, როცა ჩვენი კესანე დავინახეთ. საოცარი გოგოა ჩემი თათია, თბილი, კეთილი, დაფოფინებს კესანეს. ძალიან დიდხანს ვმალეთ ჩვენი ურთიერთობა და გამოგვივიდა კიდეც. პრაქტიკულად, ოჯახის წევრებმა და ძალიან ვიწრო წრემ იცოდა ჩვენი ამბავი და ვაფასებთ მათ ერთგულებას, რომ არ გათქვეს ჩვენი საიდუმლო. თქვენი პორტალის საშუალებით, თითოეულ ადამიანს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა მოლოცვისთვის და ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის.

ჩემ კესანეს და ყველა ბავშვს ვუსურვებ ბედნიერ, გაბრწყინებულ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრებას!" - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

  • ვინ არის ნოდიკო ტატიშვილის მშვენიერი მეუღლე: პირველი შვილი და დიდი სიხარული მომღერლის ცხოვრებაში

nodiko_tatishvili

ვინ არის თათია ერქვანია

ნოდიკოს მეორე ნახევარი ექიმი ემბრიოლოგი თათია ერვანიძეა. 

თათია 10 წელზე მეტია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის სფეროში (ART) საქმიანობს და ასრულებს 2000 – ზე მეტ ICSI– ს წელიწადში IVF ლაბორატორიაში. იგი გამოცდილია ემბრიონის მიკრომანიპულაციის, კრიოპრეზერვაციის მიმართულებით, წარმატებით მუშაობს TESA, MicroTESE, IUI, IVF პროცედურებზე.

  • პატარა კესანეს პირველი ფოტოები სამშობიაროდან: ნოდიკო ტატიშვილი და თათია ერქვანიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებენ 

თათია ერქვანიძე 2004-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, ციტოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2009-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა რეზიდენტურა ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით. 

  • "დაიბადა მამას გოგო" - მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა: რა დაარქვეს პატარას