ქვიზი: გამოიცანი, რომელი უცხოელი ფეხბურთელის ცოლია - Marao

ქვიზი: გამოიცანი, რომელი უცხოელი ფეხბურთელის ცოლია

2025-11-11 10:30:02+04:00

სპორტი რომ მსოფლიოს აერთიანებს, ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით - სხვა რა მიზეზით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ საყვარელი კლუბისა და სპორტსმენის საგულშემატკივროდ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განურჩევლად ენისა, სქესისა თუ რასისა, უამრავი ადამიანის გული ერთ რიტმში იწყებს ცემას. 

ეს განსაკუთრებით ფეხბურთს ეხება - მისი გულშემატკივრებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ფეხბურთი მეტია, ვიდრე სპორტი. მართლაც, რა არ მომხდარა მის გამო - დაიჯერებთ, რომ ფეხბურთის გამო ომიც კი დაწყებულა? საფეხბურთო ომს არ ვგულისხმობთ, ნამდვილი ომი... 

1970 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის, წინაშესარჩევ ტურნირში,რომელიც მექსიკაში უნდა გამართულიყო, ერთმანეთს ცენტრალური ამერიკის ორი მეზობელი ქვეყანა - სალვადორი და ჰონდურასი დაუპირისპირდნენ. 1969 წლის 6 ივნისს პირველი მატჩი ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპაში ჩატარდა და მასპინძლებმა ის მინიმალური ანგარიშით - 1-0-ით მოიგეს, თანაც ეს ერთადერთი გოლი მატჩის ბოლო, 90-ე წუთზე შეაგდეს. სალვადორელებმა ძალზე მტკივნეულად განიცადეს ეს დამარცხება, სალვადორელი ფეხბურთელების ერთ-ერთმა ფანატმა, 18 წლის გოგონამ ვერ აიტანა ჰონდურასთან მისი რჩეულების წაგება, მამას სეიფიდან პისტოლეტი მოჰპარა და გულში დაიხალა... ამ ამბის შემდეგ კი სალვადორსა და ჰონდურას შორის ომი დაიწყო. 

გასაკვირი აღარ იქნება, თუ გეტყვით, რომ ფეხბურთელებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია მედიაში ელვის სისწრაფით ვრცელდება - განსაკუთრებული ინტერესის საგანს კი ცნობილი ვარსკვლავების მეორე ნახევრები წარმოადგენენ. შევამოწმოთ, რამდენად იცნობთ მათ: 

 

<div class="apester-media" data-media-id="6911c5bc7f7d8f6c1465ac43"></div><script type="module" src="https://sdk.apester.com/web-sdk.core.min.js"></script><script nomodule src="https://sdk.apester.com/web-sdk.core.legacy.min.js" async></script>