"ბევრს მოვწონვარ, ბევრსაც - არა, მაგრამ მე არავისზე ვნაწყენდები" - რას წერს მოდელი, რომელმაც საქართველო Miss Grand International-ზე წარადგინა - Marao

"ბევრს მოვწონვარ, ბევრსაც - არა, მაგრამ მე არავისზე ვნაწყენდები" - რას წერს მოდელი, რომელმაც საქართველო Miss Grand International-ზე წარადგინა

2025-11-11 16:29:01+04:00

ცოტა ხნის წინ ჩვენ გაგაცანით თეონა კბილაშვილი, აშშ-ში მცხოვრები ქართველი გოგონა, რომელმაც საქართველოს სახელით Miss Grand International-ზე მიიღო მონაწილეობა. თეონას ფოტოებსა და ვიდეოს კონკურსიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ზოგი წერდა, რომ ის გამორჩეულია ქარიზმითა და სილამაზით, ზოგი კი ამბობდა, რომ კონკურსში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. თეონა საზოგადოების რეაქციებსა და კომენტარებს სოციალურ ქსელში თავადაც გაეცნო, მოგვიანებით კი ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა: 

  • ვინ არის ქართველი მოდელი, რომელიც საქართველოს Miss Grand International-ზე წარადგენს: თეონა კბილაშვილი გზა დიდ წარმატებამდე

kbilashvili

თეონა კბილაშვილი 

"მოგესალმებით!  პირადად მინდა მოგმართოთ ყველას 

მე ვარ თეონა კბილაშვილი, ემიგრანტი საქართველოდან. ჩემი ქვეყნის სიყვარული ჩემთვის ყველაფერია. ყოველთვის ვამაყობ, რომ ქართველი ვარ - ამ კულტურისა და სილამაზის ნაწილი.

ამერიკაში საკუთარი შრომით და მონდომებით გარკვეულ წარმატებას მივაღწიე სამოდელო სფეროში. ვარ სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული და ნომინანტი, რაც, საბოლოოდ, მიზეზი გახდა იმისა, რომ მივიღე შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მე შერჩეული ვიყავი, რომ საქართველო გამეყვანა საერთაშორისო სცენაზე, ეს უკვე უდიდესი გამარჯვებაა ჩემთვის. 

მთელი მსოფლიო იყო წარმოდგენილი ამ კონკურსზე. არ მყავს სპონსორი, ყველაფერი დამოუკიდებლად, ჩემი შრომითა და რწმენით გავაკეთე. გულწრფელად მადლობელი ვარ თითოეული კეთილი სიტყვისა და მხარდაჭერისთვის. 

  • ნაციონალური სამოსი, ბრწყინვალე გამოსვლა და საქართველოს სახე Miss Grand International 2025 - ზე: როგორ წარსდგა თეონა კბილაშვილი საერთაშორისო კონკურსზე

ვიცი, რომ ყველას ვერ მოეწონები, ეს ბუნებრივია. ბევრს მოვწონვარ, ბევრსაც - არა, მაგრამ მე არავისზე ვნაწყენდები. მე ვარ ის, ვინც ვარ ბედნიერი, ძლიერი და მადლიერი ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში მაქვს. ეს კონკურსი მხოლოდ სილამაზის შესახებ არ არის; იგი მოითხოვს უამრავ უნარს, თავდადებას, ემოციას და შინაგან სიძლიერეს.

გთხოვთ, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული. ყველაფერი, რაც მაქვს, მხოლოდ ჩემი შრომითაა მიღწეული, არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია და ყოველთვის ვცდილობ, სიკეთე გავავრცელო.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს სახელით წარვდექი ასეთ დიდ საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში არ ყოფილა წარმოდგენილი. ეს უკვე შედეგია და მე ამას უზომოდ ვაფასებ. მომავალში მსურს სხვა ქართველ გოგონებსაც დავეხმარო და გამოცდილება გავუზიარო, რომ კიდევ ბევრმა შეძლოს საკუთარი ოცნების ასრულება.

მე ვარ კარგად, ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული ჩემს საქმეში. მადლობელი ვარ ღმერთის თითოეული ნაბიჯისთვის და მადლობა თქვენ, ყველას, ვინც გულწრფელად მხარს მიჭერთ.

სიყვარულით, თეონა კბილაშვილი - საქართველოზე შეყვარებული ქართველი ემიგრანტი ამერიკიდან. მადლობა!“, - წერს ქართველი მოდელი.