ქართველი ფეხბურთელი დაქორწინდა: ვინ არის დავით თარგამაძის მშვენიერი რჩეული - Marao

ქართველი ფეხბურთელი დაქორწინდა: ვინ არის დავით თარგამაძის მშვენიერი რჩეული

2025-11-11 17:01:00+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 36 წლის დავით თარგამაძე დაქორწინდა. მისი რჩეული მშვენიერი ნინა ნიქაბაძეა. წყვილმა სამოქალაქო ქორწინება გააფორმა, ამ ბედნიერი მომენტის ამსახველი კადრები კი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა: 

daviT-targamadze

daviT-targamadze

ვინ არის დავით თარგამაძე

დავით თარგამაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების სიაში 2011-2014 წლებში ირიცხებოდა.  თამაშობდა საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. 2009 წელს, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა სამი მატჩი. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2011 წლის 10 აგვისტოს, სტუმრად პოლონეთთან 0-1 წაგებულ მატჩში შედგა. თარგამაძე თამაშში, ალექსანდრე გურულის ნაცვლად, 50-ე წუთიდან ჩაერთო და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. მონაწილეობდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩში. თბილისში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მე-19 წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან გახსნა ანგარიში.

  • ქვიზი: გამოიცანი, რომელი ქართველი ფეხბურთელის ცოლია

2012 წლის 24 მაისს თურქეთის ნაკრებთან, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩის 51-ე წუთზე თარგამაძემ ანგარიში 1-2 გახადა, თუმცა საბოლოოდ თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ანგარიშით 1-3 გაიმარჯვა.

თამაშობდა თბილისის „დინამოში“, გერმანულ „ფრაიბურგში“,  უკრაინის „ოლექსანდრიაში", დონეცკის „შახტარში", საიდანაც ჯარით შეუერთდა მარიუპოლის „ილიჩევეცს“. 

  • "არც მოდელია, არც მსახიობი, ნიცა პროფესიით ექიმია" - რას წერს უცხოური გავლენიანი გამოცემა ნიცა თავაძის შესახებ

დავით თარგამაძემ პირველად 2017 წელს იქორწინა.მისი რჩე­უ­ლი მაია მა­ლი­ა­ნო­ვა იყო. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. ჯვრის­წე­რამ­დე მა­ი­ამ და და­თომ ხელი სტა­დი­ონ­ზე მო­ა­წე­რეს. მაშინ ამ ქორწილის შესახებ მედია ბევრს წერდა, ხალხი კი - ბევრს საუბრობდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 

  • შვილის ავადმყოფობისა და რთული დღეების შემდეგ - საბოლოოდ, ბედნიერი: გიორგი გოჩოლეიშვილისა და მისი მშვენიერი მეუღლის კადრები

დავით თარგამაძე რამდენიმე წლის წინ მონაწილეობას იღებდა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში". მისი მეწყვილე ჯულიანა ბარგნარი იყო. 

დავით თარგამაძის მეორე მეუღლის, ნინა ნიქაბაძის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის რამდენიმე წლის წინ "სეუს თეატრალურ დასში" ირიცხებოდა და მსახიობის კარიერა ჰქონდა.