"ინ­დო­ეთ­ში გა­ვი­ცა­ნი ომა­რის უსაყ­ვარ­ლე­სი მამა და მისი ოჯა­ხი... ეს კაბა ჩემი სტი­ლია და იმი­ტომ შე­ვი­კე­რე" - ვინ არის 27 წლის ქართველი ფიტნესინსტრუქტორი, რომლის ქართულ-ინდურმა ქორწილმა სოციალური ქსელი აალაპარაკა - Marao

"ინ­დო­ეთ­ში გა­ვი­ცა­ნი ომა­რის უსაყ­ვარ­ლე­სი მამა და მისი ოჯა­ხი... ეს კაბა ჩემი სტი­ლია და იმი­ტომ შე­ვი­კე­რე" - ვინ არის 27 წლის ქართველი ფიტნესინსტრუქტორი, რომლის ქართულ-ინდურმა ქორწილმა სოციალური ქსელი აალაპარაკა

2025-11-12 11:07:52+04:00

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რი და ინფლუ­ენ­სე­რი, თიკო ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, ქარ­თველ-ინ­დო­ელ ომარ ამან­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილ­მა ქორ­წი­ლი ჯერ ინ­დო­ეთ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სე­ბით გა­და­ი­ხა­და, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი, ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი მო­ა­წყო. თუმ­ცა, ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას სას­წა­უ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - მი­ზე­ზი პა­ტარ­ძლის თა­მა­მი, დე­კოლ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო კაბა გახ­და, რის გა­მოც თი­კოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათა­სო­ბით კო­მენ­ტა­რი დახ­ვდა.

tiko_yavelashvili

თაკომ მოგვიანებით ვრცელი წერილიც გამოაქვეყნა: 

"ეძღვნება მათ, ვინც ჩემს დეკოლტესა და სხვა დანარჩენს განიხილავს.

პოზიტიურ ადამიანებს გიხდით მადლობას თქვენი სასიამოვნო სიტყვებისთვის! ყოველი კარგი კომენტარი, თბილი სიტყვა და მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან სასიამოვნოა, როცა კეთილი ენერგია ბრუნდება უკან ორმაგად და გულით  მადლობა ყველას, ვინც ხედავს შრომას, გულწრფელობას და პოზიტივს - თქვენი კეთილი სიტყვები ნამდვილად ამძაფრებს მოტივაციას და ძალას მაძლევს, გავაგრძელო ის, რაც მიყვარს.

ასევე სულით ბილწ ადამიანებს მივმართავ, ზოგჯერ კომენტარები ბევრს გვიყვება არა იმაზე, ვისზეც წერენ, არამედ იმაზე, ვინც წერს. სიტყვები ყოველთვის ასახავს ადამიანურ დონეს და მადლობა მათ, ვინც თავიანთი სიტყვებით აჩვენეს საკუთარი მდაბიო თავი. ზრდილობას ყველას ვერ ასწავლი, მითუმეტეს ბებია/ბაბუის ასაკის ხალხს, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია დაიწყო დღეს, თეორიულად სწავლისთვის გვიანი არასდროს არის. თუ სხვისი გალანძღვისთვის გაქვს დრო, ესე იგი, ჩემი საქმე აშკარად უკეთ მიდის, ვიდრე შენი.  გმადლობ კომენტარისთვის, ცოტა სიბნელე სინათლეშიც ხომ უნდა იყოს.  

სიყვარულით,  თინათინი", - დაწერა მან. 

tiko_yavelashvili

თიკო ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უბ­რობს სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე, კულ­ტუ­რა­თა შერ­წყმა­ზე და პა­სუ­ხობს ყვე­ლა კრი­ტი­კულ კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც მის­მა სა­ქორ­წი­ნო ჩაც­მუ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია.

ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა და ზღაპ­რუ­ლი და­სა­წყი­სი

თი­კო­სა და ომა­რის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სწრა­ფად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვი­თარ­და.

"მე და ომა­რი ერ­თმა­ნეთს ახა­ლი წლის ჯა­დოს­ნურ ღა­მეს, პირ­ველ იან­ვარს, ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რის ოჯახ­ში შევ­ხვდით. ომა­რი დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობ­და და სტუმ­რად ჩა­მო­ვი­და სა­ა­ხალ­წლოდ... მე­გო­ბა­რი სულ მე­უბ­ნე­ბო­და, უნდა გა­გაც­ნო და დუ­ბა­ი­ში გა­გა­თხო­ვოო. ამა­ზე მა­შინ მე­ცი­ნე­ბო­და და ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი სე­რი­ო­ზუ­ლად, რად­გან არ ვგეგ­მავ­დი არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უახ­ლო­ე­სი 2 წელი მა­ინც. თუმ­ცა, შეხ­ვედ­რამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა.

tiko_yavelashvili

"გზა­ში თით­ქოს გული საგულიდან მი­ვარ­დე­ბო­და, უც­ნა­უ­რი შეგ­რძნო­ბა მქონ­და. შეხ­ვედ­რი­სას ხელი გა­მო­მი­წო­და: „გა­მარ­ჯო­ბა, მე ომა­რი მქვია“. ხე­ლის შე­ხე­ბა და მის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ერთი ნახ­ვით ადა­მი­ა­ნის შეყ­ვა­რე­ბას შევ­ძლებ­დი, მაგ­რამ ომა­რიმ ეს მო­ა­ხერ­ხა, მისი კე­თი­ლი თვა­ლე­ბით, სუფ­თა გუ­ლით, თბი­ლი ღი­მი­ლით და მო­წი­წე­ბით. 2 სა­ათ­ში ჩემი გეგ­მე­ბი სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა.

tiko_yavelashvili

ჩემ­თვის იმ­ღე­რა, პირ­ვე­ლი ცეკ­ვაც კი იმა­ვე ღა­მეს გვქონ­და. ეს დღე იყო ჩვე­ნი ზღაპ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყი­სი, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა და ინ­დო­ე­ლი ბიჭი დუ­ბა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. ომა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 10 დღით იყო ჩა­მო­სუ­ლი, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა. შო­ბის სას­წა­უ­ლი ღამე ერ­თად გა­ა­ტა­რეს, რის შემ­დე­გაც უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

წაიკითხეთ სრულად