ცოტა ხნის წინ გიორგი კეკელიძემ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მამობაზე ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება კეკეს შემდეგ.
"ჩემს ცხოვრებაში, ბავშვის დაბადებით, პარალელური და ყველაზე დიდი სამყარო გაჩნდა, რომელსაც ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ. ყოველი დღე, ყოველი წუთი, მზერა, შეხება ახალ კარს აღებს და უცხო ოთახებს მაჩვენებს, რაზეც მანამდე მსმენოდა ხოლმე და სხვების აღწერით ვიცოდი. მაგრამ ცოდნა და განცდა სულ სხვა რამეა. ეს ვიცით. უკან რასაც ვხედავდი, იმავეს ვხედავ, მაგრამ ახლაც იგივე ხდება პარალელურ ცხოვრებაში. ადრეც რაც იყო და რაც არის, სხვადასხვა რამეა ჩემთვის, სხვადასხვა სამყარო" - ამბობს გიორგი კეკელიძე.
გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია
გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია 2024 წლის აპრილში დაქორწინდნენ, 2025 წელს კი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. პატარა გოგონას კეკე დაარქვეს. გიორგი ხშირად აზიარებს პატარა კეკეს ფოტოებს. მარიამი საჯაროდ იშვიათად ჩნდება, თუმცა გიორგი პროფესიული საქმიანობისა თუ პირადი ცხოვრების გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა და საქმის გარდაა, ზოგჯერ ოჯახზე საუბარიც უწევს.

"მშობიარობა დავესწარი, ვფიქრობ, რომ რომ მხარდაჭერის იმ მცირე შესაძლებლობიდან, რაც ამ დროს კაცს აქვს, ეს ერთ-ერთია. მშობიარეს თავთად დგახარ და ხვდები, რა შორს ხარ ამ მისტერიასთან - შიშთან, ტანჯვასთან... ეს გმირობაა. კაცობრიობის ნახევრისთვის მუდამ გამოუცდელი გმირობა და მანძილი, რომელსაც ვერასდროს დავფარავთ და ვერასდროს დავეწევით. სულ უკან მიდევნებული ვიქნებით.
ამ ცხრა თვის ყველა დღე სხვადასხვანაირი გამოდგა - ტკივილით, უძილობით, ცრემლით, ღიმილით, სიხარულით, ძალით. კეკე 7 მაისს, ნაშუადღევს, ხუთი ნახევრისკენ დაიბადა, მინდა, რომ საინტერესო და შეძლებისდაგვარად მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს. საინტერესო – თუნდაც ჩემსავით და მშვიდი – ჩემგან განსხვავებით. თუ ამ ორი რამის მორიგება შეიძლება, ცხადია" - თქვა გიორგი კეკელიძემ Fortuna-სთან ინტერვიუში.