82 წლის ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი, რობერტ დე ნირო პირველად ეკრანებზე ოცი წლის ასაკში, 1963 წელს გამოჩნდა, როცა ბრაიან დე პალმასთან თანამშრომლობით, ფილმში ”ქორწილის წვეულება” ითამაშა. მას შემდეგ კი მსოფლიო კინოს ცოცხალ ლეგენდად იქცა და ახლაც, 82 წლის ასაკშიც, ის მოთხოვნადი მსახიობია - მუდმივად მონაწილეობს ახალ პროექტებში და ხშირად იღებს შეთავაზებებს.
რობერტ დე ნიროს კარიერის მიღმა, პოპულარობისა და აქტუალურობის მიზეზი მისი ხმაურიანი პირადი ცხოვრება, პარტნიორები და თავგადასავლებიცაა - მსახიობს 4 პარტნიორისგან 7 შვილი ჰყავს - შოკისმომგვრელი სიახლე იყო, როცა 2023 წელს გავიგეტ, რომ 79 წლის დე ნიროს კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა.

რობერტ დე ნიროს შვილები
რობერტ დე ნიროს პირველი შვილი დრენა დე ნიროა. დრენა 1971 წელს დაიბადა და რობერტმა მაშინ იშვილა, როცა მის დედაზე, დაიან ებოტიზე იქორწინა.
რობერტ დე ნიროს მეორე შვილი რაფაელ დე ნიროა. მისი დედა დაიან ებოტია. დაიანსა და რობერტს რაფაელი 1976 წელს შეეძინათ. ის ყოფილი მოდელი და უძრავი ქონების აგენტია ნიუ-იორკში.
რობერტ დე ნიროს 1995 წელს ტყუპი - ჯულიან ჰენრი და აარონ კენდრიკ დე ნიროები შეეძინა. ტყუპების დედა ტუკი სმიტია. აღსანიშნავია, რომ ჯულიანი და აარონი სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდნენ.
რობერტ დე ნიროს მეხუთე შვილია ელიოტ დე ნირო, რომელიც 1998 წელს დაიბადა. მისი დედა გრეის ჰაიტაუერია. მნიშვნელოვანია, რომ დე ნირომ საჯაროდ ისაუბრა ელიოტის აუტიზმის შესახებ და მხარი დაუჭირა აუტიზმის ცნობადობის კამპანიებს.
რობერტ დე ნიროს მეექვსე შვილი 2011 წელს, გრეის ჰაიტაურისგან შეეძინა. მას ჰელენ გრეისი დაარქვეს. ტყუპების მსგავსად, ჰელენიც სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა.
რობერტ დე ნიროს მეშვიდე შვილი, ჯია ვირჯინია დე ნირო 2023 წელს შეეძინა. ბავშვის დედა ტიფანი ჩენია. ჯიას დაბადების დროს რობერტ დე ნირო 79 წლის იყო. მისი პარტნიორი კი მასზე 35 წლით უმცროსია. ისინი ერთმანეთს პირველად 2018 წელს შეხვდნენ, 2021 წელს ოფიციალურად დაადასტურეს ურთიერთობა, ხოლო ორი წლის შემდეგ ქალიშვილი შეეძინათ.
სულ ცოტა ხნის წინ რობერ დე ნირომ 2 წლის ქალიშვილი, ჯია ვირჯინია პირველად გამოაჩინა საჯაროდ. მამამ ჯია საბავშვო ჯგუფის, The Wiggles-ის კონცერტზე წაიყვანა. მამა-შვილი კონცერტის კულისებსაც ესტუმრა და ჯიამ სწორედ იქ გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.

