რუჯის მიღება პირდაპირ არის დაკავშირებული კანის უჯრედების დაზიანებასთან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეს გვიქმნის, ზრდის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, უფრო მიდრეკილს გვხდის პიგმენტაციის, ნაოჭებისა და წვრილი ხაზებისკენ.
დერმატოლოგები აღნიშნული საფრთხეების შესახებ მუდმივად გვაფრთხილებენ და რეკომენდაციას უწევენ, წლის ნებისმიერ სეზონზე გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მათივე განმარტებით, არ არსებობს ჯანსაღი რუჯი, ამიტომ ალტერნატივად შეგვიძლია გამოვიყენოთ ავტორუჯი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა და სასურველ შედეგსაც მოგცემს.
ავტორუჯი საშუალებების უმეტესობა დაფუძნებულია აქტიურ ინგრედიენტებზე: დიჰიდროქსიაცეტონი (DHA) და ერითროლოზა, რომელიც კანის ზედა ფენაში ანუ ეპიდერმისში არსებულ მკვდარ უჯრედებთან შედის რეაქციაში და ფერს უცვლის მათ. აღნიშნული პროცესი სრულიად უსაფრთხოა, არ აზიანებს დამცავ ბარიერს და არ ხდის კანს ინფექციებისადმი მოწყვლადს და გამოშრობისკენ მიდრეკილს.
იმისათვის, რომ ავტორუჯისგან საუკეთესო შედეგი მივიღოთ, რეკომენდებულია, შემდეგი 5 რამ გავითვალისწინოთ:
DHA არის უფერო შაქარი და რაც უფრო მეტია მისი შემადგენლობა ავტორუჯში, უფრო ინტენსიურ ფერს მივიღებთ და სწორი მოვლის შემთხვევაში, ხანგრძლივად შევინარჩუნებთ მას. DHA-ზე დაფუძნებული პროდუქტი უფრო ფორთოხლისფერ შეფერილობას გვაძლევს, თუმცა შედეგს მოკლე დროში ვაღწევთ. ერითროლოზა კი შედარებით ბუნებრივი ტონის მიღწევაში გვეხმარება, თუმცა შედეგს ნელა ვიღებთ და შესაძლოა, ავტორუჯის რამდენჯერმე დატანაც დაგვჭირდეს.
როგორც წესი, ავტორუჯს ცივ სეზონებზე ვიყენებთ, როცა დაბალი ტემპერატურისა და შემცირებული ტენიანობის გამო კანი გამოშრობისკენაა მიდრეკილი, არასწორად შერჩეული ავტორუჯის გამოყენებამ კი შეიძლება პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს. ამასთან, სიმშრალის გამო დიდია არათანაბარი ტონის მიღების შანსი. შესაბამისად, შეძენამდე ყოველთვის გადაამოწმეთ, პროდუქტი შეიცავდეს დამატენიანებელ ზეთს ან ისეთი ინგრედიენტებს, როგორიცაა მაგალითად გლიცერინი.

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, სპრეის ტიპის ავტორუჯი უკეთესი არჩევანია, ხოლო თუ ნორმალური ან სიმშრალისკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში - ლოსიონის ან უფრო სქელი კონსისტენციის პროდუქტი დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღებაში.
არსებობს რამდენიმე ტექსტურის ავტორუჯი, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილისა და სხვადასხვა კანის ტიპისთვის არის შექმნილი:
ყველა ავტორუჯზე დატანილია რეკომენდაციები, მისი გამოყენებიდან რამდენი ხნის შემდეგ შეგვიძლია ქსოვილთან კონტაქტი და გაშრობის შემდგომაც ხომ არ არსებობს ფერის გადასვლის რისკი.
დერმატოლოგების მიერ შექმნილი ფორმულა, რომელიც FDA-ს მიერ (აშშ-ის წამლებისა და საკვების ადმინისტრაცია) რეგისტრირებულ ინგრედიენტებს იყენებს, თავიდან აგარიდებთ გართულებებს და დაგეხმარებათ შედეგის უსაფრთხოდ მიღწევაში.
თითქმის ყველა ავტორიტეტული დერმატოლოგიური ბრენდი, იქნება ეს „ბიოდერმა“, „ესთედერმი“, „ლირენე“ თუ სხვა, უკვე აწარმოებს ყველა ტიპის კანთან თავსებად გასარუჯ საშუალებებს და რაც მთავარია, მათი უსაფრთხოება კვლევებით არის გამყარებული.
წარმოგიდგენთ ხელმისაწვდომი პოლონური ბრენდების, „ლირენესა“ და „ზიაიას“ 5 ავტორუჯს, რომელიც ჩვენ მიერ განხილულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ავტორუჯი სახის კანს ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას, ატენიანებს მას და არ ტოვებს ლაქებს. თბილი და ბუნებრივი დაფარვის ხარჯზე კანი ხდება უფრო გლუვი და აქვს ჯანსაღი იერი.
დაიტანეთ პროდუქტი კარგად გასუფთავებულ, მშრალ კანზე. გაიჩერეთ რამდენიმე საათით, შემდეგ კი საფუძვლიანად ჩამოიბანეთ. საჭიროების შემთხვევაში, სასურველი ინტერვალით გაიმეორეთ პროცედურა.

კომფორტული ულტრა მსუბუქი მუსის ფორმულით „ლირენეს“ მუსი უზრუნველყოფს კანის თანაბარ შეფერვასა და ოქროსფერ რუჯს.
პროდუქტი დაიტანეთ კარგად გასუფთავებულ კანზე, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ სკრაბიც, რათა მუსი თანაბრად გადანაწილდეს. შედეგი შესამჩნევი გახდება 2 საათში და შეგინარჩუნდებათ 6 საათის განმავლობაში.

ტანის ავტორუჯი „ლირენესგან“ გამდიდრებულია ქოქოსის ზეთით, ღრმად ატენიანებს და არბილებს კანს, ხდის მას გლუვსა და ელასტიკურს.
რაც მთავარია, პროდუქტის გამოყენების შემდეგ გექნებათ ბუნებრივი შეფერილობის რუჯი.

პროდუქტი დამზადებულია ქოქოსის წყალზე და კენკრის ექსტრაქტზე, რომელიც კვებავს და ატენიანებს კანს, აქვს მსუბუქი კაპუჩინოს არომატი. შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს 97%-ს, განკუთვნილია ღია ფერის კანისთვის, სულ რაღაც 1 საათში უზრუნველყოფს სწრაფ და თანაბარ გარუჯვის ეფექტს, ქაფის ტექტურა ადვილად დაიტანება და არ ქმნის ზოლებსა და ლაქებს.
დაიტანეთ ქაფი დაბანილ, დასკრაბულ და მშრალ კანზე, გადაინაწილეთ თანაბრად. შედეგს მიიღებთ გამოყენებიდან 1 საათში. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 1-2 ჯერ. პროდუქტი არ ტოვებს კვალს ქსოვილზე.

„ზიაიას“ დამატენიანებელი ავტორუჯი, ლოსიონის კონსისტენციით, უზრუნველყოფს დახვეწილ ფერს, აძლიერებს კანის დამცავს ბარიერს, აღადგენს და აუმჯობესებს მის ტექსტურას.
ეფექტი შესამჩნევია გამოყენებიდან 3-4 საათის შემდეგ. მისი ფორმულა გამდიდრებულია ისეთი ინგრედიენტებით, როგორიცაა: კუპუაკუ, კარიტი და მაკადამიას ზეთი. თანაბრად დაიბანეთ ავტორუჯი და გაითვალისწინეთ, რომ შედარებით თხელი ფენა წაისვათ იდაყვისა და მუხლის გარშემო. მოერიდეთ ტანსაცმელთან კონტაქტს, სანამ ლოსიონი სრულად არ შეიწოვება. პროდუქტი გამოიყენეთ ყოველდღიურად, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ავტორუჯის გამოყენებამდე და შემდეგ?
თანაბარი ფერის მისაღებად წინასწარ დაისკრაბეთ ტანი (იდეალურ შედეგს მიაღწევთ „ზიაიას“ ხელმისაწვდომი და ეფექტური სკრაბებით შოკოლადის, ლიმონისა და მარშმელოუს არომატით).

ავტორუჯის დატანის შემდეგ უკვე მოერიდეთ უხეში კონსისტენციის დასაბან გელებს, საპნებს და გამოიყენეთ დელიკატური გამწმენდი საშუალებები.
R