"სიბრაზისგან ხელი მტაცა, ის ფიზიკურად დიდია და ხელში ამიყვანა, ახლოს მიმიზიდა" - რუსი პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის ინტერვიუ - Marao

"სიბრაზისგან ხელი მტაცა, ის ფიზიკურად დიდია და ხელში ამიყვანა, ახლოს მიმიზიდა" - რუსი პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის ინტერვიუ

2025-11-12 14:47:24+04:00

არქივი, 2020, 30 ივნისი 

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის გადაცემაში "სტუმრად დმიტრი გორდონთან" ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. კითხვაზე, უყვარს თუ არა საქართველო, კანდელაკმა უპასუხა:

tina_kandelaki

- რა თქმა უნდა, საქართველო როგორ არ უნდა გიყვარდეს?! დღეს ხან ერთმა დამირეკა, ხან მეორემ, ხან მესამემ, როგორ შეიძლება ეს ადამიანები არ მიყვარდეს? როგორც ყველა თანამედროვე ადამიანისთვის, საქართველო ჩემთვის აღარ არის ის შორეული ადგილი, საიდანაც დიდი ხანია წამოვედი. ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ ყველანი 24 საათის განმავლობაში ერთად ვართ...

- რა გადავცე სააკაშვილს შენგან, ის შაბათს სტუმრად მეყოლება...

- ზუსტად ის გადაეცი, რაც მაშინ ვუთხარი, როცა სიბრაზისგან ხელი მტაცა, ის ფიზიკურად დიდია და ხელში ამიყვანა, ახლოს მიმიზიდა და მე ვუთხარი რომ ხელი გაეშვა. ღმერთს მადლობა არ უკოცნია და არც თქვენ გირჩევთ მის გადაკოცნას... მაშინ ვუთხარი, რომ "დრონი მეფობენ და არა მეფენი"... არ ვიცი ეს მას ახსოვს თუ არა... მაშინ ვუთხარი, რომ დიდი იმედი მაქვს, შენი ფერფლიც აღარ დარჩება-მეთქი. მე ის მეზიზღება და ძალიან ვდარდობ უკრაინის გამო... თქვენ მშვენიერი მაგალითი გაქვთ საქართველოს სახით და არ მესმის, როგორ დაუშვით ეს შეცდომა...

ინტერვიუ სრულად ნახეთ kvirispalitra.ge-ზე