თამთა შედანია ვრცელ წერილს აქვეყნებს: რას წერს ყოფილი "მის საქართველო" მეუღლის ბრალდების შესახებ - Marao

რას წერს ყოფილი "მის საქართველო" მეუღლის ბრალდების შესახებ: "მე ამაყი ვარ ჩემი ქმრით, ჩემი შვილებით და ოჯახით"

2025-11-13 11:49:52+04:00

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 11 ნო­ემ­ბერს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, საქ­მე ეხე­ბა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნერს, რატი რა­ტი­ანს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის, ყო­ფი­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლო" თამ­თა შე­და­ნი­ას მე­უღ­ლეა.

რატი რატიანს ბრალად ედება გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა და ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნა.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სას­ჯე­ლის სა­ხით 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ითვალისწინებს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ დად­გინ­და, რომ რატი რა­ტი­ანს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვეთ­ში, ფა­რუ­ლად, მი­წის სიღ­რმე­ში ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სათ­ბუ­რი, სა­დაც ის უკა­ნო­ნოდ ახ­დენ­და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნას.

თამთა შედანია ამ ფაქტის შესახებ საკუთარი "ინსტაგრამ" გვერდის სთორიში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"სათითაოდ ყველა საინფორმაციო პორტალს და ტელეკომპანიას, მათ შორის, "რუსთავი 2"-ს მოგთხოვთ სამართლებრივ პასუხს. შსს-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია არ არის დასაბუთებული - ჩემს მეუღლეს ბრალი ოფიციალურად არ აქვს წარდგენილი. გამოძიება კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, ნამდვილად მისი იყო თუ არა აღნიშნული ნივთი.

რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს - თქვენ სამართლებრივად დაარღვიეთ კანონი, როდესაც გაასაჯაროვეთ ოჯახის საცხოვრებელი მისამართი, სადაც ოთხი არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის - სამი თვის ჩვილი. 

თქვენ არ გაქვთ უფლება გაასაჯაროოთ ან გაატელევიზოროთ ოჯახის საცხოვრებელი მისამართი, რადგან შსს-ს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე პიროვნების იდენტიფიცირება უკვე შესაძლებელია. ეს ქმედება წარმოადგენს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც ოჯახს, ისე იქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. 

ასევე, რაც შეეხება ინტერნეტში გავრცელებულ სენსაციურ სათაურებს - თქვენს აგებთ სამართლებრივ პასუხს, რადგან ავრცელებთ ცრუ და დაუდასტურებელ ცნობებს. თითქოს ადამიანი უკვე დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. არ ფიქრობთ იმაზე, რომ ამით ზიანს აყენებთ ჩვენს არასრულწლოვან შვილებს, რომლებიც თქვენ მიერ გამოქვეყნებული უსაფუძვლო სტატიების გამო უკვე ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. 

ვხედავ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება იყენებს იმ ფაქტს, რომ მე ვარ საჯარო პირი და და ცნობადი სახე, რათა ჩემი ოჯახის გაურკვეველი საკითხით მიიპყროს ყურადღება და რეიტინგი აიმაღლოს. მინდა გითხრათ  - სამართლებრივად ყველაფერზე აგებთ პასუხს. 

ეს ფაქტი დაფიქსირდა და ყველასთვის ცნობილია - მაგრამ არაფერი დასრულებულა. გთხოვთ შეიკავოთ თავი ნაადრევი დასკვნებისა და შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან. საქმე ეხება ოჯახს და ოთხ არასრულწლოვან ბავშვს. მე ამაყი ვარ ჩემი ქმრით, ჩემი შვილებით და ოჯახით. დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს", - წერს თამთა შედანია.  

shedania