"სოფელში რომ ვცხოვრობდი, სულ ვწუწუნებდი, ვჩიოდი, ვოცნებობდი თბილისში ცხოვრებაზე" - მომღერალი ნათია თოდუა დევნილობის წლებს იხსენებს - Marao

"სოფელში რომ ვცხოვრობდი, სულ ვწუწუნებდი, ვჩიოდი, ვოცნებობდი თბილისში ცხოვრებაზე" - მომღერალი ნათია თოდუა დევნილობის წლებს იხსენებს

2025-11-14 14:40:20+04:00

მომღერალ ნათია თოდუას საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. სხვადასხვა მუსიკალური პროექტებისა თუ კონკურსების წყალობით ის უამრავმა ადამიანმა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გაიცნო. 

ნათია თოდუას ცხოვრების, კარიერისა და პერსონის მნიშვნელოვან ნაწილს აფხაზეთი წარმოადგენს. ამ საკითხზე მან ვრცლად OK!-თან ისაუბრა: 

"გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან ვარ, სადაც ფაქტობრივად, გავიზარდე, რადგან ჩემმა ოჯახმა მოგვიანებით, ჩემი დაბადების შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო მშობლიურ სოფელში. მე არ შევსწრებივარ ომის დაწყების პერიოდს, თუმცა გავიზარდე იმ გარემოში, რომელიც ომის შემდეგ დარჩა. ისე მოხდა, რომ ჩემი ბავშვობის და მოზარდობის დიდი ნაწილი, სანამ სტუდენტი გავხდებოდი, გავატარე იქ, ჩემს სოფელში.

პირველ კლასში იქ შევედი სკოლაში. სოფელში რომ ვცხოვრობდი, სულ ვწუწუნებდი, ვჩიოდი, ვოცნებობდი თბილისში ცხოვრებაზე. მამიდასთან თბილისში სტუმრად ჩამოვდიოდი და ეს გარემო ფაქტობრივად, დისნეი ლენდთან ასოცირდებოდა ჩემთვის. თბილისსა და ჩემს საცხოვრებელს შორის დიდი სხვაობა მაფიქრებინებდა, რომ არ ვიყავი იქ, სადაც ჩემი ადგილი იყო. ერთი სული მქონდა, მალე წამოვსულიყავი ნაბაკევიდან და დამეწყო სხვა, ახალი, საოცნებო ცხოვრება. ამ გადმოსახედიდან, როცა უამრავი ქვეყანა და კულტურა, ცხოვრების სხვადასხვა დონე მინახავს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაზე მეტად მენატრება მაშინდელი წლები, რომელიც ნაბაკევში გავატარე", - ამბობს ნათია.

ინტერვიუს სრულად okmagazine.ge-ზე ნახავთ. 

  • უარი საქართველოში და დიდი აღიარება გერმანიაში: "ყველგან ვეძებდი იმედს, რომელიც ერთ დღესაც ჩემთან მოვიდა" - ნათია თოდუას ემოციური ამბავი 

ნათია თოდუა

ნათია თოდუა დაიბადა თბილისში, 1996 წლის 12 მარტს. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და დროებით თბილისში დასახლდა. როდესაც ნათია ორი წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა აფხაზეთში და დასახლდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია და მისი და დაბრუნდნენ თბილისში, უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. თოდუამ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით. 

 2013 წელს ნათიამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურს „მაგთიფანში“, სადაც გაიცნო ჯგუფ „ვაკის პარკის“ წევრები, რომლებთანაც თანამშრომლობდა 2016 წლამდე. 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს –  X-Factor Ukraine-ში.

  • ნათია თოდუა იუბილარია - როგორ მიულოცა მომღერალს მეუღლემ დაბადების დღე 

2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია),  სადაც ოპერის პროგრამით დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.

"ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა, შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ალბომის ჩაწერა, მანქანა და ტურნე გერმანიის დიდ ქალაქებში - ეს არის ის პრიზები, რომლებიც გადმომცეს პროექტში გამარჯვების შემდეგ" - ამბობდა მაშინ ნათია.

გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს თოდუა დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე .

2020 წლის თებერვალში, რუმინეთში, ფესტივალზე The 12 Months Film Festival მომღერლის ვიდეომ „Love letter“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ამჯერად ნათია სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს და წერს, რომ ის ქალაქის ბიბლიოთეკაში, სადაც ის წლების წინ პირველად წავიდა ოპერად, ახლა მისი პოსტერებია გამოკრული:

"ფოტო გამომიგზავნეს იმ ქალაქის ბიბლიოთეკიდან, სადაც 2017 წელს ოპერად ვცხოვრობდი. ამ ბიბლიოთეკას ხშირად ვსტუმრობდი, რომ მეპოვა წიგნები ცნობილი მუსიკოსების ცზოვრებაზე. თითქოს მათ ისტორიებში ჩემს თავს და ისტორიას ვეძებდი. ყველგან ვეძებდი იმედს, რომელიც ერთ დღესაც ჩემთან მოვიდა. არასდროს არ დაივიწყოთ თქვენი ოცნება და არასდროს თქვათ უარი, სცადოთ კიდევ და კიდევ. წაიქცევი? ადექი! წაგაქცევენ? ადექი! გადაგივლიან? მაინც ადექი! იმიტომ, რომ შენი გზა ოცნებამდე შენია! კონცერტი გუშინ საღამოს გაიმართა, იყო ძალიან ემოციური და თბილი. მალე გაგიზიარებთ ფოტოებს და ვიდეოებს", - წერს ნათია.