"რაც შეეხება კონკრეტულად ვიტამინებსა და ზეთებს, შემიძლია პირადში გაგიზიაროთ" - როგორ ებრძვის მსახიობი თმისცვენასთან დაკავშირებულ პრობლემებს - Marao

"რაც შეეხება კონკრეტულად ვიტამინებსა და ზეთებს, შემიძლია პირადში გაგიზიაროთ" - როგორ ებრძვის მსახიობი თმისცვენასთან დაკავშირებულ პრობლემებს

2025-11-14 15:11:20+04:00

ლელა მებურიშვილი ხშირად საუბრობს თმის ცვენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ის იმ ქალებს, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგანან, მუდმივად უზიარებს რჩევებს. 

"რაც ყველაზე მთავარია, სტრესი მოვიშორე, ვცდილობ თმის ცვენაზე არ ვინერვიულო. ნელ-ნელა მივყვები სიტუაციას, ყოველდღიურად ვიღებ ვიტამინებს, სხვადასხვა ზეთს და მგონია, რომ ნელ-ნელა უკეთესია მდგომარეობაა, თითქოს თმაც უფრო გამეზარდა.

წვრილმანებზე თავის დასტრესა არ ღირს. ღრმად ჩავისუნთქოთ და მოგვიანებით ვინერვიულოთ. ახლა მაგის დრო არ არის. რაც შეეხება კონკრეტულად ვიტამინებსა და ზეთებს, შემიძლია პირადში გაგიზიაროთ, რადგან რეკლამას ვერ გავაკეთებ, სანამ ნამდვილად კარგი შედეგი არ მექნება. მომწერეთ კომენტარში სიტყვა “ვიტამინი” და პირადად გამოგიგზავნით", - ამბობს ლელა ვიდეობლოგში. 

  • "როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს ერთი კომენტარიც კი, შეიძლება უწყინარი, მაგრამ მთელი დღე გაგიფუჭოს" - ლელა მებურიშვილის მიმართვა 

ლელა მებურიშვილი ოჯახი

მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. წარმატებული კარიერის, საზოგადოების სიყვარულისა და პოპულარობის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ლელამ ოჯახთან ერთად ლონდონში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მსახიობი მეუღლესა და შვილებთან ერთად ახლა იქ ცხოვრობს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. 

  • "მას შემდეგ, რაც გავხდი დედა შემიძლია 24 საათი ვითამაშო მათთან ერთად" - ლელა მებურიშვილი შვილებზე საუბრობს 

  • "უკვე ერთ კვირაში აშკარად ვგრძნობ უკეთეს შედეგს" - ლელა მებურიშვილი თმის ცვენისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ 

"30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.

შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია" - ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.~

ლელა ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. დროდადრო კი სამშობლოსაც სტუმრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჩამოსასვლელად მისი მშობლები არიან: საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.

"საქართველოში დაბრუნება ჩემთვის ასოცირდება მზესთან და სითბოსთან, იმ ადამიანებთან, ვინც მიყვარს და ვისთან ყოფნაც მიხარია. რამდენიმე წლის წინ ჩემი ოცნება იყო, შევხვედროდი საინტერესო ადამიანებს, გამეცნო ისინი. მიხარია, რომ ეს ოცნება ამიხდა. ლონდონში ბევრ ცნობილ მსახიობს შევხვდი. ჰიუ გრანტი, ორლანდო ბლუმი... ძალიან დიდი შოკი იყო ჩემთვის და უდიდესი სიამოვნებაა მათთან საუბარი, გაცნობის შესაძლებლობა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინიც ნამდვილად ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არ გაგრძნობინებენ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწიეს."