"მეც მეშინია... სარკე იმ ჯოჯოხეთს მახსენებს, რაც მკურნალობისას გავიარე" - ნინო ხაჟომია, როგორც სტიმული და მოტივაცია ქალებისთვის - Marao

"მეც მეშინია... სარკე იმ ჯოჯოხეთს მახსენებს, რაც მკურნალობისას გავიარე" - ნინო ხაჟომია, როგორც სტიმული და მოტივაცია ქალებისთვის

2025-11-14 15:48:31+04:00

ყველასთვის საყვარელი ტელესახე ნინო ხაჟომია მძიმე დაავადებას ებრძვის.ის ცდილობს ადამიანები, რომლებიც  მის მსგავსად რთულ გზას გადიან მოტივაცია მისცეს და ერთად ებრძოლონ სიმსივნეს. ნინომ ტიკ-ტოკზე ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სარკეში ჩახედვის არ უნდა შეეშინდეთ.

"მე ამას არ ვმალავ, ეს არის სხეული რომელმაც კიბოს გაუძლო, ეს არ არის  სიმახინჯე, ეს ჩემი გადარჩენის ისტორიაა. ჩემი სხეულის ბრძოლა სიცოცხლისთვის. მე მადლობელი ვარ მისით, რომ მოითმინა, მომყვა და ახლა ახალი ისტორია უნდა მოჰყვეს. ქალების 70%-ს ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ სარკის ეშინია. არა იმიტომ რომ არარეალურია, არ არიან ლამაზები, არამედ იმიტომ, რომ ტვინი ვერ აღიქვამს იმ ვიზუალურ ცვლილებას, რასაც ქიმია გვიკეთებს. მეც მეშინია. სარკე იმ ჯოჯოხეთს მახსენებს, რაც მკურნალობისას გავიარე, სტეროიდული ცხიმი, შეშუპება, გალეული კუნთები, მოშვებული სხეული, მთვარის სახე, დაბუშტული, გაბერილი, უთმო, უწარბო, უწამწამო, აი, ეს ვარ დღეს მე. თუ შენც ქიმიის შემდეგ რეაბილიტაციის გზას გადიხარ, გამომყევი და ერთად გავიაროთ.

ქიმიოთერაპიის დროს ერთ თვეში 12 კგ მოვიმატე. 4-5კგ ორგანიზმში შეკავებული წყალია სტეროიდებისგან. 2-3 კგ სტეროიდული ცხიმია, რომელსაც ორგანიზმი ინახავს სტრესის გამო და მხოლოდ 2-3 კგ შეიძლება იყოს რეალურად ცხიმის მატება. სტეროიდების მოხსნიდან 7-10 დღეში წყალი იწყებს ორგანიზმიდან გამოსვლას. დღეში 5-7 ათასი ნაბიჯი დაგვეხმარება ორგანიზმიდან წყლის გამოდევნაში. ყოველდღიურად 2 ლიტრი წყალი და ცილოვანი კვება პატარა ულუფებით ხშირ-ხშირად," - ამბობს ნინო ხაჟომია.

  • "ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კიბოს მერე დავრჩი..." - ნინო ხაჟომია, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ქალის მაგალითი 

ნინო ხაჟომიას ბრძოლა დაავადებასთან

"პირ­ვე­ლი ეტა­პი არის აღი­ა­რე­ბა, უნდა აღი­ა­რო რაც გჭირს. მე რომ ვამ­ბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე აღი­ა­რე­ბაა. მე­გობ­რე­ბი მე­ჩხუ­ბე­ბი­ან, რა­ტომ ამ­ბობ, რომ კიბო გაქვს, ადა­მი­ა­ნი ხომ ამ­ბობს, როცა რამე სტკი­ვა, წო­ნა­შია მო­მა­ტე­ბუ­ლი, მე რა­ტომ არ უნდა ვთქვა? - ეს აღი­ა­რე­ბა ბრძო­ლის­თვის შე­მარ­თე­ბას მაძ­ლევს.

სა­ნამ მე­ტყოდ­ნენ, ტვინ­ში უკვე ვი­ცო­დი, რომ კიბო მქონ­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მანძილზე ვე­ლო­დე­ბო­დი კი­ბოს და ვი­ცო­დი, რომ კიბო უნდა მქო­ნო­და. ერთი დე­ი­და ძუ­ძუს კი­ბო­თია გარ­დაც­ვლი­ლი, მე­ო­რეს რე­მი­სია აქვს ოცწ­ლი­ა­ნი. თან რო­გო­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად ვა­კე­თებ­დი, იცით? 6 თვე­ში ერთხელ ვი­მოწ­მებ­დი თავს. 100 პროცენტით ვიცი, რომ მე დავ­მარ­თე სა­კუ­თარ თავს. ახლა, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, სხვა­ნა­ი­რად წარვმარ­თავ­დი ჩემს ფიქ­რებს. იქ მივ­დი­ვართ და ის გვე­მარ­თე­ბა, რი­სიც გვე­ში­ნია. ყვე­ლა შიშს სიკ­ვდი­ლის შიში უდ­გას უკან, არ არ­სე­ბობს სხვა შიში.

ქა­ლებს მინ­და ვუ­თხრა, არ იტი­რონ და არ აღიქ­ვან ეს, რო­გორც გა­ნა­ჩე­ნი. ძა­ლი­ან კარ­გი წლე­ბი გე­ლო­დე­ბათ წინ და მოდით, 6 თვე გა­დავ­დოთ და ვიმ­კურ­ნა­ლოთ.

მე მივ­ხვდი, რა­ტომ და­ვი­წყე მთა­ში სი­ა­რუ­ლი, ეს იყო ჩემი გლო­ვის რი­ტუ­ა­ლი, მარ­ტო ვრჩებოდი სა­კუ­თარ თავ­თან. მე­ში­ნია, როგორ აი­სა­ხე­ბა ეს ექ­ვსი თვე ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე.

  • "კბილებით სულს ვიჭერ, რომ წასვლის წინ, კიბომ ეგეც არ მოინდომოს" - ნინო ხაჟომიას ბრძოლა მძიმე სენთან 

ემო­ცი­ებს, ადა­მი­ა­ნებს ფე­რე­ბით აღ­ვიქ­ვამ, გე­მოც ასეა ჩემ­თვის. კა­რი­ე­რი­დან არა­ფე­რი დამ­რჩა, დრო­ის ფუჭი და­ნა­ხარ­ჯია. ჩემი 21 წლის შვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­მიტ­რი­ალ­და და მი­თხრა - დე, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან რომ მჭირ­დე­ბო­დი, მაშინ შენ იყა­ვი სამ­სა­ხურ­შიო. მარ­ტო ვი­ყა­ვი, როცა გავიგე, რომ კიბო მაქვს, იმ დღი­დან არ და­მიშ­ვია სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, რომ მე მექ­ნე­ბა რე­მი­სია, მერე რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის. პა­ტა­რამ შვი­ლი 13 წლის არის, მკი­თხა, დე, ხომ არ მოკ­ვდე­ბიო... უფ­რო­სი შვი­ლი 21 წლის არის, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, მე­გობ­რე­ბი ვართ.

ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ამას არა­სო­დეს ვამ­ჟღავ­ნებ. ვკლავ, სა­დღაც ვაგ­დებ, უკან. არა­ფე­რი არ ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის გა­რე­შე, ეს ჩემი „ვირუ­სიც“ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­ში ჯდე­ბა. რა­ღაც უნდა მას­წავ­ლოს. ჩემს შვი­ლებს ვე­ფე­რე­ბო­დი, როცა ეძი­ნათ, არ ვაძ­ლევ­დი ემო­ცი­ებს გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ვიყავი უხე­ში, არა­რო­მან­ტი­კუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქალი. რო­გორც კი უარი თქვა სხე­ულ­მა ამ პერ­სო­ნა­ჟის თა­მაშ­ზე, იმ წუ­თას გაჩ­ნდა კიბო. რაში მჭირ­დე­ბო­და პო­პუ­ლა­რო­ბა, რა, ბო­მონ­დურ წვეულებებსა და პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე დავდიოდი? დრო­ის ხარ­ჯვაა... სხვა რა­მით ჩა­ა­ნაც­ვლე, იო­გით და­კავ­დი, ერთი ფურ­ცლით მეტი წა­ი­კი­თხე, ერ­თით მეტი ენა ის­წავ­ლე. ორ თვე­ში ტვინ­მა და­ის­ვე­ნა.

ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ჩა­ვი­ციკ­ლე, არის ის, რომ ადრე გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რო­გო­რი კომ­ბი­ნე­ზო­ნი მეც­ვა, ვიდ­რე ის, თუ რამდენად ჯან­საღ საჭ­მელს ვჭამ­დი. ახლა ChatGPGT-ს ვე­კი­თხე­ბი ყვე­ლა­ფერს ჯან­საღ კვე­ბა­ზე. ორი მკერ­დი მო­ვიკ­ვე­თე, "ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ოპე­რა­ცია" გა­ვი­კე­თე, იმა­ზე ში­შით, რომ არ მინ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩავ­სვა ჩარ­ჩო­ში, რომ რე­ცი­დი­ვის ში­შით ვი­ცხოვ­რო, თუმ­ცა არ იყო ამის სა­ჭი­რო­ე­ბა", - ამბობს ნინო ხაჟომია ინტერვიუში.